1. თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს ერთი უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც პასუხისმგებელი იქნება წინამდებარე რეგულაციიდან გამომდინარე მოვალეობების შესრულებაზე და წინამდებარე რეგულაციის დებულებების გამოყენების უზრუნველყოფაზე. წევრმა სახელმწიფოებმა კომისიას, ESMA-ს და სხვა წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილ ორგანოებს შესაბამისად უნდა აცნობონ.

უფლებამოსილი ორგანო უნდა დამოუკიდებელი იყოს ბაზრის მონაწილეებისგან.

2. წევრ სახელმწიფოებს უფლება აქვთ, თავის უფლებამოსილ ორგანოს მისცენ მესამე მხარეებისთვის დამტკიცებული პროსპექტებისა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტების ელექტრონული ფორმით გამოქვეყნების ამოცანების დელეგირების ნებართვა.

ამოცანების ნებისმიერი ასეთი დელეგირება უნდა განხორციელდეს კონკრეტული გადაწყვეტილებით, რომელშიც მოცემული იქნება შემდეგი ინფორმაცია:

შესასრულებელი ამოცანები და ის პირობები, რომლებშიც ისინი უნდა განხორციელდეს;

პუნქტი, რომელიც მოცემულ მესამე მხარეს ავალდებულებს იმოქმედოს და ორგანიზდეს ისე, რომ თავიდან აიცილოს ინტერესთა კონფლიქტი და უზრუნველყოს დელეგირებული ამოცანების შესრულებისას მოპოვებული ინფორმაციის არასამართლიანად გამოყენების ან კონკურენციის თავიდან აცილება; და

უფლებამოსილ ორგანოსა და იმ მესამე მხარეს შორის დადებული ყველა ის შეთანხმება, რომლის მიმართაც ხდება ამოცანების დელეგირება.

წინამდებარე რეგულაციის შესრულების ზედამხედველობასა და პროსპექტის დამტკიცებაზე საბოლოო პასუხისმგებლობა ეკისრება პირველი აბზაცის შესაბამისად განსაზღვრულ უფლებამოსილ ორგანოს.

წევრმა სახელმწიფოებმა კომისიას, ESMA-ს და სხვა წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილ ორგანოებს უნდა აცნობოს ამოცანების დელეგირებაზე ნებისმიერი გადაწყვეტილების შესახებ, როგორც ეს მითითებულია მეორე ქვეაბზაცში, ამ დელეგირების მარეგულირებელი ზუსტი პირობების ჩათვლით.

3. აბზაცები 1 და 2 არ ზღუდავენ წევრი სახელმწიფოს შესაძლებლობას, ცალკე სამართლებრივი და ადმინისტრაციული ზომები შეიმუშაოს ევროპის ზღვისიქითა ტერიტორიებისთვის, რომელთა საგარეო ურთიერთობებზეც ეს წევრი სახელმწიფო აგებს პასუხ