1. 29-ე მუხლის და საჭიროების შემთხვევაში, 28-ე მუხლის მიზნით, წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა დადონ თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები მესამე ქვეყნების საზედამხედველო ორგანოებთან მესამე ქვეყნების საზედამხედველო ორგანოებთან ინფორმაციის გაცვლის და იმ ვალდებულებების აღსრულების შესახებ, რომლებიც გამომდინარეობენ წინამდებარე რეგულაციით მესამე ქვეყნებში, თუკი ეს მესამე ქვეყანა, კომისიის მიერ ევროპარლამენტის და საბჭოს[25] დირექტივა (EU) 2015/849-ის მე-9 მუხლის მიხედვით მიღებული, ძალაში არსებული დელეგირებული აქტის შესაბამისად, არ არის იმ იურისდიქციების ნუსხაში, რომლებსაც გააჩნიათ იმ ფულის გათეთრებასთან და ტერორისტული რეჟიმების დაფინანსებასთან ბრძოლის საკუთარი სტრატეგიების უკმარისობა, რომლებიც მნიშვნელოვან საფრთხეებს უქმნიან ევროკავშირის ფინანსურ სისტემას. ამ თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებმა, სულ მცირე, უნდა უზრუნველყონ ინფორმაციის ეფექტიანი გაცვლა, რაც უფლებამოსილ ორგანოებს აძლევს წინამდებარე რეგულაციის მიხედვით თავიანთი მოვალეობების შესრულების შესაძლებლობას.
უფლებამოსილმა ორგანომ ESMA-ს და დანარჩენ უფლებამოსილ ორგანოებს უნდა აცნობოს იმ შემთხვევაში, როცა ის გამოდის ამ შეთანხმების დადების წინადადებით.
2. 29-ე მუხლისა და საჭიროების შემთხვევაში, 28-ე მუხლის მიზნით, ESMA-მ ხელი უნდა შეუწყოს და მოახდინოს უფლებამოსილ ორგანოებსა და მესამე ქვეყნის შესაბამის საზედამხედველო ორგანოებს შორის თანამშრომლობაზე შეთანხმებების შემუშავება.
საჭიროების შემთხვევაში, ESMA-მ აგრეთვე უნდა ხელი შეუწყოს და მოახდინოს უფლებამოსილ ორგანოებს შორის მესამე ქვეყნების საზედამხედველო ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციის გაცვლა, რომელიც შეიძლება შესაბამისი იყოს 38-ე და 39-ე მუხლების მიხედვით ზომების მისაღებად.
3. უფლებამოსილმა ორგანოებმა მესამე ქვეყნების საზედამხედველო ორგანოებთან ინფორმაციის გაცვლის შესახებ თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები უნდა დადოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა გამჟღავნებული ინფორმაცია ექვემდებარება პროფესიული საიდუმლოების იმ გარანტიებს, რომლებიც, როგორც მინიმუმ, 35-ე მუხლში მოცემული გარანტიების ექვივალენტურია. ინფორმაციის ეს გაცვლა განკუთვნილი უნდა იყოს ამ უფლებამოსილი ორგანოების ამოცანების შესასრულებლად.
4. ESMA-ს უფლება აქვს, ან კომისიის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა შეიმუშაოს მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია პირველ აბზაცში მითითებული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებების მინიმალური შინაარსის განსაზღვრისთვის, და ამ მიზნით გამოსაყენებელი სანიმუშო დოკუმენტი.
კომისიას გადაეცემა პირველ ქვეაბზაცში მითითებული მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების მიღების უფლებამოსილება, რეგულაციის (EU) No 1095/2010 მე-10-14 მუხლების შესაბამისად.
ESMA და უფლებამოსილი ორგანოე