1. რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანომ, ემიტენტის, ოფერენტის, იმ პირის, რომელიც რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას ითხოვს ან პროსპექტის შედგენაზე პასუხისმგებელი პირის მოთხოვნით და ამ მოთხოვნის მიღებიდან ერთ სამუშაო დღეში, ან იმ შემთხვევაში, როცა მოთხოვნა პროსპექტის წინასწარ ვერსიასთან ერთად გადაიგზავნება, პროსპექტის დამტკიცებიდან ერთ სამუშაო დღეში, უნდა აცნობოს მასპინძელი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს დამტკიცების სერტიფიკატით, რომელიც ადასტურებს, რომ პროსპექტი შედგა წინამდებარე რეგულაციის მიხედვით, და ამ პროსპექტის ელექტრონული ასლით.
საჭიროების შემთხვევაში, პირველ ქვეაბზაცში მითითებულ შეტყობინებას თან უნდა ახლდეს პროსპექტის ან რეზიუმეს თარგმანი, რომელიც შედგენილია ემიტენტის, ოფერენტის, იმ პირის, რომელიც რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას ითხოვს ან პროსპექტის შედგენაზე პასუხისმგებელი პირის პასუხისმგებლობით.
იგივე პროცედურა უნდა იქნეს გამოყენებული პროსპექტის ნებისმიერი დამატებისთვის.
ემიტენტს, ოფერენტს, პირს, რომელიც ითხოვს რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას ან პირს, რომელიც პასუხისმგებელია პროსპექტის შედგენაზე, უნდა ეცნობოს დამტკიცების სერტიფიკატის შესახებ იმავე დროს, როგორც მასპინძელი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს.
2. მე-18 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების დებულებების ნებისმიერი გამოყენების შესახებ უნდა მიეთითოს დამტკიცების სერტიფიკატში, აგრეთვე, მის დასაბუთებაში.
3. რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანომ ESMA-ს უნდა აცნობოს პროსპექტის ან მისი ნებისმიერი დამატების დამტკიცების სერტიფიკატის შესახებ იმავე დროს, როცა მის შესახებ ეცნობება მასპინძელი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს.
4. იმ შემთხვევაში, როცა ადრე შეტყობინებული ემისიის წინასწარი პროსპექტის საბოლოო პირობები არც ემისიის წინასწარ პროსპექტშია შეტანილი და არც დამატებაში, რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანომ ისინი ელექტრონულად უნდა გადაუგზავნოს მასპინძელი წევრი სახელმწიფო(ები)ს უფლებამოსილ ორგანოს და ESMA-ს მათი წარდგენიდან შეძლებისდაგვარად სწრაფად.
5. უფლებამოსილმა ორგანოებმა შეტყობინებისთვის ან პროსპექტების და მისი დანართების შეტყობინების მიღებისთვის ან მასთან დაკავშირებული რაიმე საზედამხედველო საქმიანობისთვის არ უნდა დააწესოს გადასახადი არც რეგისტრაციის წევრ სახელმწიფოში და არც მასპინძელ წევრ სახელმწიფო(ებ)ში.
6. ESMA-მ უნდა შექმნას შეტყობინების პორტალი, რომელშიც თითოეულმა უფლებამოსილმა ორგანომ უნდა ატვირთოს ამ მუხლის პირველ აბზაცში და 26(2)-ე მუხლში მითითებული დამტკიცების სერტიფიკატები და ელექტრონული ასლები, და ემისიის წინასწარი პროსპექტების საბოლოო პირობები, ამ მუხლის პირველ, მე-3 და მე-4 აბზაცებში და 26-ე მუხლში მითითებული შეტყობინებებისა და კომუნიკაციების მიზნით.
უფლებამოსილ ორგანოებს შორის ამ დოკუმენტების ყველა გადაცემა უნდა განხორციელდეს ამ შეტყობინების პორტალის მეშვეობით.
7. ESMA-მ უნდა შეიმუშაოს მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების წინასწარი ვერსია იმ ტექნიკური მექანიზმების განსაზღვრის მიზნით, რომლებიცაუცილებელია მე-6 აბზაცში მითითებული შეტყობინების პორტალის ფუნქციონირებისთვის.
ESMA-მ ამ მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია უნდა გადაუგზავნოს კომისიას 2018 წლის 21 ივლისისთვის.
კომისიას გადაეცემა პირველ ქვეაბზაცში მითითებული მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების მიღების უფლებამოსილება, რეგულაციის (EU) No 1095/2010 მე-10-14 მუხლების შესაბამისად.
8. წინამდებარე რეგულაციის გამოყენების ერთიანი პირობების უზრუნველსაყოფად და ფინანსურ ბაზრებზე მიმდინარე ტექნიკური განვითარებების გასათვალისწინებლად, ESMA-ს შეუძლია შეიმუშაოს განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების წინასწარი ვერსია დამტკიცების სერტიფიკატის შეტყობინებისთვის, პროსპექტის, მისი ნებისმიერი დამატების და პროსპექტს ან/და რეზიუმეს თარგმანის სტანდარტული ფორმების, ნიმუშებისა და პროცედურების დასადგენად.
კომისიას გადაეცემა პირველ ქვეაბზაცში მითითებული განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების მიღების უფლებამოსილება, რეგულაციის (EU) No 1095/2010 მე-15 მუხლის შესაბამისა