1. ნებისმიერი ის რეკლამა, რომელიც უკავშირდება ფასიანი ქაღალდების საზოგადოებისთვის შეთავაზებას ან სავაჭროდ რეგულირებულ ბაზარზე დაშვებას, უნდა შეესაბამებოდეს მე-2-5 აბზაცებში მოცემულ პრინციპებს. მე-2-4 აბზაცები და მე-5 აბზაცის ბ პუნქტი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა ემიტენტი, ოფერენტი ან პირი, რომელიც ითხოვს რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას, ექვემდებარება პროსპექტის შედგენის ვალდებულებას.
2. რეკლამებში უნდა მიეთითოს, რომ პროსპექტი გამოქვეყნდა ან გამოქვეყნდება და აგრეთვე უნდა მიეთითოს ის, თუ სად შეუძლიათ ან შეძლებენ ინვესტორები მის მიღებას.
3. რეკლამები, როგორც ასეთი, მკაფიოდ უნდა იყოს ამოსაცნობადი. რეკლამაში შემავალი ინფორმაცია არ უნდა იყოს არაზუსტი ან შეცდომაში შემყვანი და ის უნდა შეესაბამებოდეს პროსპექტში შემავალ ინფორმაციას, იმ შემთხვევაში, როცა ის უკვე გამოქვეყნებულია, ან იმ ინფორმაციას, რომლის პროსპექტში ასახვაც მოითხოვება, იმ შემთხვევაში, როცა პროსპექტი ჯერ არ გამოქვეყნებულა.
4. საზოგადოებისთვის ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ან რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვების შესახებ ზეპირსიტყვიერად ან წერილობით გასაჯაროებული ყველა ინფორმაცია, თუნდაც არა სარეკლამო მიზნებისთვის, უნდა შეესაბამებოდეს პროსპექტში შემავალ ინფორმაციას.
5. იმ შემთხვევაში, როცა არსებით ინფორმაციას ასაჯაროებს ემიტენტი ან ოფერენტი ზეპირსიტყვიერად ან წერილობით და ის ეხება ერთ ან მეტ შერჩეულ ინვესტორს, ეს ინფორმაცია, გარემოებებიდან გამომდინარე:
უნდა გასაჯაროვდეს იმ ყველა სხვა ინვესტორის მიმართ, რომლებსაც შეთავაზება ეხება, იმ შემთხვევაში, თუ პროსპექტის გამოქვეყნება არ მოითხოვება მუხლის 1(4) ან (5) შესაბამისად; ან
შეტანილ იქნეს პროსპექტში ან პროსპექტის დამატებაში 23(1)-ე მუხლის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როცა მოითხოვება პროსპექტის გამოქვეყნება.
6. რეკლამების გავრცელების შემთხვევაში, რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება, კონტროლი განახორციელოს ფასიანი ქაღალდების საზოგადოებისთვის შეთავაზებასთან ან რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებასთან დაკავშირებით სარეკლამო საქმიანობის მე-2-4 აბზაცებთან შესაბამისობაზე,საჭიროების შემთხვევაში, რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანო იმ წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს, სადაც ხდება რეკლამების გავრცელება, უნდა დაეხმაროს პროსპექტში მოცემულ ინფორმაციასთან რეკლამების შესაბამისობის შეფასებაში.
32(1)-ე მუხლის შეუზღუდავად, უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეკლამების დეტალური შესწავლა არ წარმოადგენს ფასიანი ქაღალდების საზოგადოებისთვის შეთავაზების ან რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვების წინაპირობას, რომელიც უნდა განხორციელდეს რომელიმე მასპინძელ წევრ სახელმწიფოში.
32-ე მუხლში მოცემული ნებისმიერი საზედამხედველო და საგამოძიებო უფლებამოსილების გამოყენება მასპინძელი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ მუხლის განხორციელებასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი შეფერხების გარეშე უნდა ეცნობოს ემიტენტის რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს.
7. მასპინძელი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს უფლება აქვთ დააწესონ მხოლოდ ის გადასახადები, რომლებიც დაკავშირებულია მათი საზედამხედველო ამოცანების შესრულებასთან, ამ მუხლის შესაბამისად. გადასახადების დონე უნდა გასაჯაროვდეს უფლებამოსილი ორგანოების ვებ-გვერდებზე. გადასახადები უნდა იყოს არადისკრიმინაციული, გონივრული და საზედამხედველო ამოცანის პროპორციული. მასპინძელი წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილმა ორგანოებმა არ უნდა დააწესონ რაიმე მოთხოვნა ან ადმინისტრაციული პროცედურა იმ მოთხოვნების ან ადმინისტრაციული პროცედურების გარდა, რომლებიც საჭიროა ამ მუხლის შესაბამისად მათი საზედამხედველო ამოცანების შესასრულებლად.
8. მე-6 მუხლიდან გამონაკლისის სახით, ნებისმიერ ორ უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დადოს ხელშეკრულება, რომლითაც ტრანსასაზღვრო სიტუაციებში სარეკლამო საქმიანობასთან შესაბამისობის კონტროლის განხორციელების მიზნებისთვის, რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანომ უნდა შეინარჩუნოს კონტროლი ამ შესაბამისობაზე. ამ ნებისმიერი შეთანხმების შესახებ უნდა ეცნობოს ESMA-ს. ESMA-მ უნდა გამოაქვეყნოს და რეგულარულად განაახლოს ამ შეთანხმებების ნუსხა.
9. ESMA-მ უნდა შეიმუშაოს მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების წინასწარი ვერსია იმ დამატებითი დებულებების განსაზღვრის მიზნით, რომლებიც ეხება მე-2-4 მოცემულ რეკლამებს, მათ შორის, იმ დებულებების განსაზღვრის მიზნით, რომლებიც ეხება რეკლამების გავრცელებას და რეგისტრაცის წევრი სახელმწიფოსა და იმ წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს შორის თანამშრომლობის შესახებ პროცედურების დადგენის მიზნით, სადაც ეს რეკლამები ვრცელდება.
ESMA-მ ამ მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია უნდა გადაუგზავნოს კომისიას 2018 წლის 21 ივლისისთვის.
კომისიას გადაეცემა პირველ ქვეაბზაცში მითითებული მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების მიღების უფლებამოსილება, რეგულაციის (EU) No 1095/2010 მე-10-14 მუხლების შესაბამისად.
10. რეგულაცია (EU) No 1095/2010-ის მე-16 მუხლის შესაბამისად, ESMA-მ უნდა შეიმუშაოს ის მეთოდური მითითებები და რეკომენდაციები, რომლებიც ეხება უფლებამოსილ ორგანოებს ამ მუხლის მე-6 აბზაცის მიხედვით განხორციელებულ კონტროლთან დაკავშირებით. ამ მეთოდურ რეკომენდაციებსა და რეკომენდაციებში უნდა გათვალისწინებულ იქნეს იმის უზრუნველყოფის საჭიროება, რომ ამ კონტროლმა არ შეაფერხოს 25-ე მუხლში მოცემული შეტყობინების პროცედურა, და ამასთან, მან მინიმუმამდე უნდა შეამციროს ადმინისტრაციული ტვირთი იმ ემიტენტებზე, რომლებიც ევროკავშირში აკეთებენ ტრანსასაზღვრო შეთავაზებებს.
11. ეს მუხლი არ ზღუდავს ევროკავშირის კანონმდებლობის სხვა მოქმედ დებულებებ