1. იმ შემთხვევაში, როცა საზოგადოებისთვის ფასიანი ქაღალდების შეთავაზება ხდება ან რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვება მოითხოვება მხოლოდ რეგისტრაციის წევრ სახელმწიფოში, პროსპექტი უნდა შედგეს იმ ენაზე, რომელსაც რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანო ეთანხმება.
2. იმ შემთხვევაში, როცა ფასიანი ქაღალდების საზოგადოებისთვის შეთავაზება ან რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვება მოითხოვება ერთ ან მეტ წევრ სახელმწიფოში, რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს გამოკლებით, პროსპექტი უნდა შედგეს იმ ენაზე, რომელსაც ეთანხმებიან ამ წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოები, ან იმ ენაზე, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება საერთაშორისო ფინანსების სფეროში, ემიტენტის, ოფერენტის ან იმ პერსონის არჩევანით, რომელიც ითხოვს რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას.
თითოეული მასპინძელი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანომ უნდა მოითხოვოს, რომ მე-7 მუხლში მითითებული რეზიუმე ხელმისაწვდომი იყოს მის ოფიციალურ ენაზე ან სულ მცირე, მის ერთ-ერთ ოფიციალურ ენაზე ან იმ სხვა ენაზე, რომელსაც ეთანხმება ამ წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანო, თუმცა, ის არ საჭიროებს პროსპექტის რომელიმე სხვა ნაწილის თარგმნას.
რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ დეტალური შესწავლისა და დამტკიცების მიზნით, პროსპექტი უნდა შედგეს ან იმ ენაზე, რომელსაც ეს ორგანო ეთანხმება, ან იმ ენაზე, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება საერთაშორისო ფინანსების სფეროში, ემიტენტის, ოფერენტის ან ინ პირის არჩევით, რომელიც რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას ითხოვს.
3. იმ შემთხვევაში, როცა ფასიანი ქაღალდების საზოგადოებისთვის შეთავაზება ან რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვება მოითხოვება ერთზე მეტ წევრ სახელმწიფოში, მათ შორის, რეგისტრაციის წევრ სახელმწიფოში, პროსპექტი უნდა შედგეს იმ ენაზე, რომელსაც ეთანხმება რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანო და აგრეთვე უნდა ხელმისაწვდომი იყოს იმ ენაზე, რომელსაც ეთანხმებიან თითოეული მასპინძელი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოები ან იმ ენაზე, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება საერთაშორისო ფინანსების სფეროში, ემიტენტის, ოფერენტის ან იმ პერსონის არჩევანით, რომელიც ითხოვს რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას.
თითოეული მასპინძელი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანომ უნდა მოითხოვოს, რომ მე-7 მუხლში მითითებული რეზიუმე ხელმისაწვდომი იყოს მის ოფიციალურ ენაზე ან სულ მცირე, მის ერთ-ერთ ოფიციალურ ენაზე ან იმ სხვა ენაზე, რომელსაც ეთანხმება ამ წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანო, თუმცა, ის არ საჭიროებს პროსპექტის რომელიმე სხვა ნაწილის თარგმნას.
4. ინდივიდუალური ემისიის საბოლოო პირობები და რეზიუმე უნდა შედგეს იმავე ენაზე, რომელზეც დამტკიცებული ემისიის წინასწარი პროსპექტი.
როცა 25(4)-ე მუხლის შესაბამისად, საბოლოო პირობები ეგზავნება მასპინძელი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს, ან თუ ერთზე მეტი მასპინძელი წევრი სახელმწიფოა- მასპინძელი წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილ ორგანოებს, შემდეგი ენობრივი წესები ვრცელდება საბოლოო პირობებსა და მათზე დართულ რეზიუმეზე:
საბოლოო პირობებზე დართული ინდივიდუალური ემისიის რეზიუმე უნდა ხელმისაწვდომი იყოს მასპინძელი წევრი სახელმწიფოს ოფიციალურ ენაზე ან სულ მცირე, ერთ-ერთ ოფიციალურ ენაზე ან იმ სხვა ენაზე, რომელსაც ეთანხმება მასპინძელი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანო, მე-2 აბზაცის მეორე ქვეაბზაცის შესაბამისად ან მე-3 აბზაცის მეორე ქვეაბზაცის შესაბამისად, გარემოების მიხედვით;
იმ შემთხვევაში, როცა ემისიის წინასწარი პროსპექტი უნდა ითარგმნოს მე-2 ან მე-3 აბზაცის შესაბამისად, გარემოების მიხედვით, მასზე დართული ინდივიდუალური ემისიის საბოლოო პირობები და რეზიუმე უნდა დაექვემდებაროს თარგმნის იმავე მოთხოვნებს, რომელსაც ემისიის წინასწარი პროსპექტი.
5. იმ შემთხვევაში, როცა პროსპექტი ეხება სასესხო ფასიანი ქაღალდების რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას და რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვება მოითხოვება ერთ ან მეტ წევრ სახელმწიფოში, პროსპექტები უნდა შედგეს ან იმ ენაზე, რომელსაც რეგისტრაციისა და მასპინძელი წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოები ეთანხმებიან, ან იმ ენაზე, რომელიც ჩვეულებრივ გამოიუენება საერთაშორისო ფინანსების სფეროში, ემიტენტის, ოფერენტის ან იმ პირის არჩევანით, რომელიც ითხოვს რეგულირებულ ბაზარზე დაშვებას, იმ პირობით, თუ ან:
ამ ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა უნდა მოხდეს რეგულირებულ ბაზარზე ან მის კონკრეტულ სეგმენტზე, რომელზეც წვდომაც მხოლოდ კვალიფიციურ ინვესტორებს შეიძლება ჰქონდეთ ამ ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის მიზნებისთვის; ან
ამ ფასიანი ქაღალდების დენომინაცია ერთეულ ფასიან ქაღალდზე არის, სულ მცირე, 100 000 ევრო.
კონკრეტული წესები მესამე ქვეყნებში დაფუძნებულ ემიტენტებთან დაკავშირებ