1. წინამდებარე რეგულაციის მიხედვით თავიანთი მოვალეობების შესასრულებლად, უფლებამოსილ ორგანოებს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის მიხედვით უნდა გააჩნდეთ, სულ მცირე, შემდეგი საზედამხედველო და საგამოძიებო უფლებამოსილებები, რათა:

ემიტენტებს, ოფერენტებს ან იმ პირებს, რომლებიც ითხოვენ რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას, მოსთხოვონ პროსპექტში დამატებითი ინფორმაციის შეტანა, საჭიროების შემთხვევაში, ინვესტორის დასაცავად;

ემიტენტებს, ოფერენტებს ან იმ პირებს, რომლებიც ითხოვენ რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას, და იმ პირებს, რომლებიც მათ აკონტროლებენ ან მათ მიერ კონტროლდებიან, მოსთხოვონ დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტების წარდგენა;

ემიტენტის აუდიტორებს და მმართველებს, ოფერენტს ან პირს, რომელიც ითხოვს რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას, აგრეთვე, იმ ფინანსურ შუამავლებს, რომლებსაც დავალებული აქვთ საზოგადოებისთვის ფასიანი ქაღალდების შეთავაზება ან რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვების თხოვნა, მოსთხოვონ ინფორმაციის წარდგენა;

შეაჩეროს ფასიანი ქაღალდების საზოგადოებისთვის შეთავაზება ან რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვება მაქსიმუმ 10 თანმიმდევრული სამუშაო დღით ნებისმიერ ერთ შემთხვევაში, როცა არსებობს გონივრული ეჭვი, რომ წინამდებარე რეგულაცია დაირღვა;

აკრძალოს ან შეაჩეროს რეკლამები ან მოითხოვოს ემიტენტების, ოფერენტების ან იმ პირებისგან, რომლებიც ითხოვენ რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას, ან შესაბამისი ფინანსური შუამავლებისგან რეკლამების შეჩერება ან შეწყვეტა მაქსიმუმ 10 თანმიმდევრული სამუშაო დღით ნებისმიერ ერთ შემთხვევაში, როცა არსებობს გონივრული ეჭვი, რომ წინამდებარე რეგულაცია დაირღვა;

აკრძალოს ფასიანი ქაღალდების საზოგადოებისთვის შეთავაზება ან რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვება იმ შემთხვევაში, როცა ისინი აღმოაჩენენ, რომ წინამდებარე რეგულაცია დაირღვა ან როცა არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ის დაირღვეოდა;

შეაჩეროს ან მოითხოვოს შესაბამისი რეგულირებული ბაზრებისგან, მრავალმხრივი სავაჭრო სისტემებისგან ან ორგანიზებული სავაჭრო სისტემებისგან რეგულირებულ ბაზარზე ვაჭრობის შეჩერება მაქსიმუმ 10 თანმიმდევრული სამუშაო დღით ნებისმიერ ერთ შემთხვევაში, როცა არსებობს გონივრული ეჭვი, რომ წინამდებარე რეგულაცია დაირღვა;

აკრძალოს რეგულირებულ ბაზარზე, მრავალმხრივ სავაჭრო სისტემებში ან ორგანიზებულ სავაჭრო სისტემაში ვაჭრობა იმ შემთხვევაში, როცა ისინი აღმოაჩენენ, რომ წინამდებარე რეგულაცია ირღვევა;

გაასაჯაროოს ის ფაქტი, რომ ემიტენტი, ოფერენტი ან ის პირი, რომელიც ითხოვს რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას, ვერ ახერხებს თავისი ვალდებულებების შესრულებას;

შეაჩეროს დასამტკიცებლად წარდგენილი პროსპექტის დეტალური შესწავლა ან შეაჩეროს ან შეზღუდოს ფასიანი ქაღალდების საზოგადოებისთვის შეთავაზება ან რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვება იმ შემთხვევაში, როცა უფლებამოსილი ორგანო იყენებს აკრძალვის ან შეზღუდვის დაწესების უფლებამოსილებას ევროპარლამენტის და საბჭოს[26] რეგულაცია (EU) No 600/2014-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, სანამ ეს აკრძალვა ან შეზღუდვა შეწყდება;

უარი თქვას გარკვეული ემიტენტის, ოფერენტის ან იმ პირის მიერ, რომელიც რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას ითხოვს, შედგენილი ნებისმიერი პროსპექტის დამტკიცებაზე მაქსიმუმ ხუთი წლით იმ შემთხვევაში, როცა ემიტენტს, ოფერენტს ან იმ პირს, რომელიც რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას ითხოვს, განმეორებით და ძლიერ აქვს დარღვეული წინამდებარე რეგულაცია;

გაასაჯაროოს ან ემიტენტისგან მოითხოვოს გაასაჯაროოს ყველა ის არსებითი ინფორმაცია, რომელსაც შეიძლება ზემოქმედება ჰქონდეს საზოგადოებისთვის შეთავაზებული ან რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული აქციების შეფასებაზე, ინვესტორთა დაცვის ან ბაზრის გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად;

შეაჩეროს ან შესაბამისი რეგულირებული ბაზრის, მრავალმხრივი სავაჭროს სისტემებისგან ან OTF-ისგან (...) მოითხოვოს ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის შეჩერება იმ შემთხვევაში, როცა ის მიიჩნევს, რომ ემიტენტის მდგომარეობა ისეთია, რომ ვაჭრობა ინვესტორთა ინტერესებს დააზიანებდა;

ადგილობრივი დათვალიერებების ან გამოძიებების ჩატარება ადგილებზე, ფიზიკური პირების პირადი საცხოვრებელი ადგილების გამოკლებით,და ამ მიზნით შენობა-ნაგებობებში შესვლა ნებისმიერი ფორმით დოკუმენტებზე და სხვა მონაცემებზე წვდომის მოსაპოვებლად იმ გონივრული ეჭვის არსებობისას, რომ დათვალიერების ან გამოძიების საგანთან დაკავშირებული ეს დოკუმენტები და სხვა მონაცემები შეიძლება შესაბამისი იყოს წინამდებარე რეგულაციის დარღვევის დასადასტურებლად.

შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით დადგენილი აუცილებლობის შემთხვევაში, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია სთხოვოს შესაბამის სასამართლო ხელისუფლების ორგანოს, მიიღოს გადაწყვეტილება პირველ ქვეაბზაცში მითითებული უფლებამოსილებების გამოყენების შესახებ.

იმ შემთხვევაში, როცა პროსპექტის დამტკიცებაზე უარი ითქვა პირველი ქვეაბზაცის (k) პუნქტის მიხედვით, უფლებამოსილმა ორგანომ უნდა აცნობოს ESMA-ს, რომელმაც შემდეგ უნდა აცნობოს სხვა წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილ ორგანოებს.

რეგულაცია -ის 21-ე მუხლის შესაბამისად, ESMA უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს პირველი ქვეაბზაცის (EU) No 1095/2010 პუნქტში მითითებულ ადგილობრივ დათვალიერებებში იმ შემთხვევაში, როცა ეს დათვალიერებები ერთობლივად ორი ან მეტი უფლებამოსილი ორგანოების მიერ ხორციელდება.

2. უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა განახორციელონ პირველ აბზაცში მითითებული თავისი ფუნქციები და უფლებამოსილებები ერთ-ერთი შემდეგი გზით:

პირდაპირ;

სხვა ორგანოებთან თანამშრომლობით;

მათი პასუხისმგებლობით, ამ ორგანოებისთვის დელეგირებით;

უფლებამოსილი სასამართლო ხელისუფლების ორგანოსთვის მიმართვით.

3. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ შესაბამისი ზომების ამოქმედება, რათა უფლებამოსილ ორგანოებს გააჩნდეთ თავიანთი მოვალეობების შესრულებისთვის აუცილებელი ყველა საზედამხედველო და საგამოძიებო უფლებამოსილება.

4. წინამდებარე რეგულაცია არ ზღუდავს მსხვილი პაკეტის ნასყიდობის შესახებ საჯარო შეთავაზებების, გაერთიანებაზე გარიგებების და იმ სხვა გარიგებების შესახებ იმკანონებს და რეგულაციებს, რომლებიც ზემოქმედებას ახდენენ კომპანიების ფლობაზე ან აკონტროლებენ კომპანიების ფლობას და ახდენენ დირექტივა 2004/25/EC-ის ტრანსპოზიციას და რომლებიც წინამდებარე რეგულაციის მოთხოვნების გარდა სხვა მოთხოვნებსაც აწესებენ.

5. პირი, რომელიც ინფორმაციას ხელმისაწვდომს ხდის უფლებამოსილი ორგანოსთვის წინამდებარე რეგულაციის შესაბამისად, არ უნდა ჩაითვალოს კონტრაქტით ან რაიმე საკანონმდებლო, მარეგულირებელი ან ადმინისტრაციული დებულებით ინფორმაციის გამჟღავნებაზე დაკისრებული რომელიმე შეზღუდვის დამრღვევად, და უნდა დაექვემდებაროს ამ შეტყობინებასთან დაკავშირებული რაიმე სახის პასუხისმგებლობას.

6. აბზაცები 1-3 არ ზღუდავენ წევრი სახელმწიფოების შესაძლებლობას, დააწესონ ცალკე სამართლებრივი და ადმინისტრაციული ზომები ზღვისიქითა ევროპული ტერიტორიებისთვის, რომელთა საგარეო ურთიერთობებზეც ეს წევრი სახელმწიფოა პასუხისმგებელ