1. წინამდებარე რეგულაციით უფლებამოსილ ორგანოებს შორის გაცვლილი ყველა ინფორმაცია, რომელიც ეხება ბიზნეს საქმიანობას ან საექსპლუატაციო პირობებს და სხვა ეკონომიკურ ან პირად ურთიერთობებს, უნდა ჩაითვალოს კონფიდენციალურად და დაექვემდებაროს პროფესიული საიდუმლოების მოთხოვნებს, იმ შემთხვევის გარდა, როცა უფლებამოსილი ორგანო კომუნიკაციის დროს აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია შეიძლება გასაჯაროვდეს ან ეს გასაჯაროება აუცილებელია სამართალწარმოებების მიზნით.
2. პროფესიული საიდუმლოების ვალდებულება ვრცელდება ყველა იმ პირზე, ვინც მუშაობს ან ვისაც უმუშავია უფლებამოსილი ორგანოსთვის ან იმ მესამე მხარისთვის, რომლისთვისაც უფლებამოსილ ორგანოს დელეგირებული აქვს მისი უფლებამოსილება. პროფესიულ საიდუმლოებას დაქვემდებარებული ინფორმაცია არ შეიძლება გაუმჟავნდეს რომელიმე სხვა პირს ან ორგანოს, გარდა ევროკავშირის მიერ განსაზღვრული დებულებების ან შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის მეშვეობი