1. უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა ითანამშრომლონ ESMA-სთან წინამდებარე რეგულაციის მიზნებისთვის, რეგულაციის (EU) No 1095/2010 შესაბამისად.
2. უფლებამოსილმა ორგანოებმა შეუფერხებლად უნდა მიაწოდონ ESMA-ს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია მისი მოვალეობების შესასრულებლად, რეგულაციის (EU) No 1095/2010 35-ე მუხლის შესაბამისად.
3. ამ მუხლის გამოყენების ერთიანი პირობების უზრუნველსაყოფად, ESMA-ს უფლება აქვს, შეიმუშავოს განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია ინფორმაციის გაცვლის პროცედურებისა და ფორმების განსაზღვრის მიზნით, როგორც ეს მითითებულია მე-2 აბზაცში.
კომისიას გადაეცემა პირველ ქვეაბზაცში მითითებული განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების მიღების უფლებამოსილება, რეგულაციის (EU) No 1095/2010 მე-15 მუხლის შესაბამისა