1. 32-ე მუხლის მიხედვით უფლებამოსილი ორგანოების საზედამხედველო და საგამოძიებო უფლებამოსილიებების და წევრი სახელმწიფოების იმ უფლების შეუზღუდავად, რომელიც უკავშირდება სისხლის სამართლის სანქციების გათვალისწინებას და დაწესებას, წევრმა სახელმწიფოებმა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის მიხედვით უნდა გაითვალისწინონ უფლებამოსილი ორგანოებისთვის ადმინისტრაციული სახდელების დაწესებისა და იმ სხვა შესაბამისი ადმინისტრაციული ზომების მიღების უფლებამოსილების ქონა, რომლებიც იქნება ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი. ეს ადმინისტრაციული სახდელები და სხვა ადმინისტრაციული ზომები, სულ მცირე, უნდა გავრცელდეს შემდეგზე:

შემდეგი მუხლების დარღვევები: 3, 5, 6, 7(1)-(11), 8, 9, 10, 11(1) და (3), 14(1) და (2), 15(1), 16(1), (2) და (3), 17, 18, 19(1)-(3), 20(1), 21(1)-(4) და (7)-(11), 22(2)-(5), 23 (1), (2), (3) და (5), და 27;

გამოძიებაში თანამშრომლობის ვერ განხორციელება ან შესაბამისობის უზრუნველყოფა ან 32-ე მუხლით გათვალისწინებული დათვალიერების ან მოთხოვნის შეუსრულებლობა.

წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება, არ განსაზღვრონ წესები პირველ ქვეაბზაცში მითითებული ადმინისტრაციული სახდელები იმ შემთხვევაში, როცა ამ ქვეაბზაცის პუნქტებში (a) ან (b) მითითებული დარღვევები უკვე ექვემდებარება სისხლის სამართლის სანქციებს მათ შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში 2018 წლის 21 ივლისისთვის. იმ შემთხვევაში, როცა წევრი სახელმწიფოები ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მან დეტალურად უნდა აცნობონ კომისიას და ESMA-ს თავიანთი სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისი ნაწილები.

2018 წლის 21 ივლისისთვის, წევრმა სახელმწიფოებმა კომისიას და ESMA-ს დეტალურად უნდა აცნობონ პირველ და მეორე ქვეაბზაცში მითითებული წესები. მათ კომისიას და ESMA-ს დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ მასში შეტანილი ნებისმიერი შემდგომი ცვლილების შესახებ.

2. წევრმა სახელმწიფოებმა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის მიხედვით უნდა უზრუნველყონ, რომ უფლებამოსილ ორგანოებს გააჩნდეთ უფლებამოსილება, დააწესონ, სულ მცირე, შემდეგი ადმინისტრაციული სახდელები და სხვა ადმინისტრაციული ზომები პირველი აბზაცის ა პუნქტში ჩამოთვლილ დარღვევებთან დაკავშირებით:

საჯარო განცხადება, რომელშიც მითითებულია პასუხისმგებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი, და დარღვევის ხასიათი 42-ე მუხლის შესაბამისად;

ბრძანება, რომელიც პასუხისმგებელი ფიზიკური ან იურიდიული პირისგან ითხოვს იმ მოქმედების შეწყვეტას, რომელიც დარღვევას წარმოადგენს;

მაქსიმალური ადმინისტრაციული ფინანსური სანქციები, რომლებიც, სულ მცირე, ორჯერ აღემატება მიღებული მოგებების ან თავიდან არიდებული ზარალის ოდენობას დარღვევის გამო, იმ შემთხვევაში, როცა მათი განსაზღვრა შესაძლებელია;

იურიდიული პირის შემთხვევაში, სულ მცირე, 5 000 000 ევროს ღირებულების მაქსიმალური ადმინისტრაციული ფინანსური სანქციები, ან იმ წევრ სახელმწიფოებში, სადაც ვალუტა არ არის ევრო, შესაბამისი ღირებულება ეროვნულ ვალუტაში 2017 წლის 20 ივლისს, ან ამ იურიდიული პირის საერთო წლიური ბრუნვის 3% მართვის ორგანოს მიერ დამტკიცებული ბოლო ხელმისაწვდომი ფინანსური ანგარიშების მიხედვით.

იმ შემთხვევაში, როცა იურიდიული პირი არის მშობელი საწარმო ან მშობელი საწარმოს შვილობილი საწარმო, რომელსაც მოეთხოვება მოამზადოს ფინანსური ანგარიშები დირექტივა 2013/34/EU-ის შესაბამისად, შესაბამისი საერთო წლიური ბრუნვა უნდა იყოს საერთო წლიური ბრუნვა ან შემოსავლის შესაბამისი სახეობა ევროკავშირის შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით საბუღალტრო სფეროში, საბოლოო მშობელი საწარმოს მართვის ორგანოს მიერ დამტკიცებული ბოლო ხელმისაწვდომი კონსოლიდირებული ანგარიშების მიხედვით;

ფიზიკური პირის შემთხვევაში, სულ მცირე 700 000 ევროს ოდენობის მაქსიმალური ადმინისტრაციული ფინანსური სანქციები ან იმ წევრ სახელმწიფოებში, სადაც ვალუტა ევრო არ არის, შესაბამისი ღირებულება ეროვნულ ვალუტაში 2017 წლის 20 ივლისს.

3. წევრ სახელმწიფოებს უფლება აქვთ გაითვალისწინონ დამატებითი სანქციები ან ზომები ან ადმინისტრაციული ფინანსური სანქციების წინამდებარე რეგულაციით გათვალისწინებულზე უფრო მაღალი დონეებ