1. უფლებამოსილმა ორგანომ ყოველწლიურად ESMA-ს უნდა მიაწოდოს გაერთიანებული ინფორმაცია 38-ე მუხლის მიხედვით დაკისრებული ყველა ადმინისტრაცილი სანქციისა და სხვა ადმინისტრაციული ზომის შესახებ. ESMA-მ ეს ინფორმაცია უნდა გამოაქვეყნოს წლიურ ანგარიშში.

იმ შემთხვევაში, როცა წევრი სახელმწიფოები ირჩევენ, 38(1)-ე მუხლის შესაბამისად, განსაზღვრონ სისხლის სამართლის სანქციები ამ აბზაცში მითითებული დებულებების დარღვევებისთვის, მათმა უფლებამოსილმა ორგანოებმა ESMA-ს ყოველწლიურად უნდა მიაწოდონ ანონომიური და გაერთიანებული მონაცემები ყველა დაწყებული სისხლის სამართლის გამოძიების და დაკისრებული სისხლის სამართლის სანქციების შესახებ. ESMA-მ მონაცემები სისხლის სამართლებრივი სანქციების შესახებ უნდა გამოაქვეყნოს წლიურ ანგარიშში.

2. იმ შემთხვევაში, როცა უფლებამოსილი ორგანო ასაჯაროებს ადმინისტრაციულ სანქციებს, სხვა ადმინისტრაციულ ზომებს ან სისხლის სამართლებრივ სანქციებს, მან პარალელურად მათ შესახებ უნდა შეატყობინოს ESMA-ს.

3. უფლებამოსილმა ორგანოებმა ESMA-ს უნდა აცნობონ ყველა დაკისრებული, მაგრამ გამოუქვეყნებელი ადმინისტრაციული სანქციის ან სხვა ადმინისტრაციული ზომის შესახებ, 42(2)-ე მუხლის პირველი ქვეაბზაცის (c) პუნქტის შესაბამისად, მათ შორის, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი სარჩელისა და მისი შედეგის შესახებ. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ უფლებამოსილმა ორგანოებმა მიიღონ ინფორმაცია და საბოლოო განჩინება დაკისრებულ ნებისმიერ სისხლის სამართლის სანქციასთან დაკავშირებით, და ის ESMA-ს გადაუგზავნონ. ESMA-მ უნდა აწარმოოს მისთვის შეტყობინებული სანქციების ცენტრალური მონაცემთა ბაზა მხოლოდ უფლებამოსილ ორგანოებს შორის ინფორმაციის გაცვლის მიზნებისთვის. მონაცემთა ამ ბაზაზე წვდომა უნდა ჰქონდეთ მხოლოდ უფლებამოსილ ორგანოებს და ის უნდა განახლდეს უფლებამოსილი ორგანოების მიერ უზრუნველყოფილი ინფორმაციის საფუძველზე.

თავი IX

დელეგირებული და განმახორციელებელი აქტე