1. გადაწყვეტილება, რომლითაც წესდება ადმინისტრაციული სახდელი ან სხვა ადმინისტრაციული ზომა წინამდებარე რეგულაციის დარღვევაზე, უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა გამოქვეყნონ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდებზე მაშინვე, როგორც კი ამ გადაწყვეტილებას დაქვემდებარებულ პირს ეცნობება ამ გადაწყვეტილების შესახებ. გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, სულ მცირე, უნდა შევიდეს ინფორმაცია დარღვევის სახეობისა და ხასიათის და პასუხისმგებელი პირების ვინაობის შესახებ. ეს ვალდებულება არ ვრცელდება იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებითაც წესდება საგამოძიებო ხასიათის მქონე ზომები.

2. იმ შემთხვევაში, როცა სამართლის სუბიექტების ვინაობის ან ფიზიკური პირების ვინაობის ან პერსონალური მონაცემების გამოქვეყნებას უფლებამოსილი ორგანო ამ მონაცემების გამოქვეყნების თანაზომიერებასთან დაკავშირებით ინდივიდუალური შეფასების შედეგად მიიჩნევს არათანაზომიერად, ან იმ შემთხვევაში, როცა ეს გამოქვეყნება საფრთხეს შეუქმნიდა ფინანსური ბაზრების სტაბილურობას ან მიმდინარე გამოძიებას, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ უფლებამოსილმა ორგანოებმა განახორციელონ ერთ-ერთ ქვემოთ მოცემული მოქმედება:

სანციის ან ზომის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნების გადავადება იმ მომენტამდე, როცა არ გამოქვეყნების მიზეზები არსებობას წყვეტენ;

გამოაქვეყნონ სანქციის ან ზომის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილება ანონიმურად, იმ ფორმით, რომელიც შეესაბამება შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას, იმ შემთხვევაში, როცა ეს ანონიმური გამოქვეყნება უზრუნველყოფს შესაბამისი პერსონალური მონაცემების ეფექტიან დაცვას;

არ გამოაქვეყნოს სანქციის ან ზომის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში, როცა პუნქტებში ა და ბ მოცემული ოფციები არასაკმარისად მიიჩნევა იმის უზრუნველსაყოფად, რომ:

ფინანსური ბაზრების სტაბილურობას საფრთხე არ დაემუქროს;

ამ გადაწყვეტილებების გამოქვეყნების თანაზომიერება იმ ზომებთან დაკავშირებით, რომლებიც უმნიშვნელო ხასიათის მქონედ მიიჩნევა.

სანქციის ან ზომის შესახებ გადაწყვეტილების ანონიმურად გამოქვეყნების შემთხვევაში, როგორც ეს მითითებულია პირველი ქვეაბზაცის ბ პუნქტში, შესაბამისი მონაცემების გამოქვეყნება შეიძლება გადავადდეს გონივრული ვადით იმ შემთხვევაში, როცა ხდება იმის გათვალისწინება, რომ ამ ვადაში ანონიმური გამოქვეყნების მიზეზები ჯერ კიდევ იარსებებს.

3. იმ შემთხვევაში, როცა გადაწყვეტილება სანქციის ან ზომის დაკისრების შესახებ ექვემდებარება შესაბამისი სასამართლო ან სხვა ორგანოების წინაშე გასაჩივრებას, უფლებამოსილმა ორგანოებმა თავიანთ ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაუყოვნებლივ უნდა გამოაქვეყნონ ეს ინფორმაცია და ნებისმიერი შემდგომი ინფორმაცია ამ გასაჩივრების შედეგის შესახებ. ამის გარდა, აგრეთვე უნდა გამოქვეყნდეს ის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომლითაც უქმდება წინა გადაწყვეტილება სანქციის ან ზომის დაკისრების შესახებ.

4. უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ნებისმიერი გამოქვეყნებული ინფორმაცია, ამ მუხლის შესაბამისად, დარჩეს მათ ოფიციალურ ვებ-გვერდზე მისი გამოქვეყნებიდან სულ მცირე ხუთი წლის ვადით. გამოქვეყნებულ ინფორმაციაში შემავალი პერსონალური მონაცემები უფლებამოსილი ორგანოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე უნდა იქნეს შენახული მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დაცვის შესაბამისი წესების მიხედვი