1. უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა დაადგინონ ეფექტიანი მექანიზმები, რათა წაახალისონ და შესაძლებელი გახადონ წინამდებარე რეგულაციის რეალური ან შესაძ₾ლო დარღვევების შესახებ მათ წინაშე ანგარიშგება.

2. პირველ აბზაცში მითითებული მექანიზმები, სულ მცირე, უნდა შეიცავდნენ შემდეგს:

სპეციალური პროცედურები რეალური ან შესაძლო დარღვევების შესახებ ანგარიშების მისაღებად და შემდგომი ზომები, მათ შორის, ამ ანგარიშებისთვის უსაფრთხო საკომუნიკაციო არხების შექმნა;

შესაბამისი დაცვა იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც მუშაობენ შრომითი ხელშეკრულებით და რომლებიც იტყობინებიან დარღვევების შესახებ, სულ მცირე, რეპრესალიების, დისკრიმინაციის და თავიანთი დამსაქმებლის ან მესამე მხარეების მიერ სხვა სახის უსამართლო მოპყრობის წინააღმდეგ;

როგორც იმ პირის, რომელიც დარღვევების შესახებ იტყობინება, ისე იმ ფიზიკური პირის ვინაობისა და პერსონალური მონაცემების დაცვა, რომელიც სავარაუდოდ პასუხისმგებელია დარღვევაზე, პროცედურის ყველა ეტაპზე, თუკი ეს დარღვევა არ მოითხოვება შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით შემდგომი გამოძიების ან შემდგომი სასამართლო წარმოებების კონტექსტში.

3. წევრ სახელმწიფოებს უფლება აქვთ უზრუნველყონ მატერიალური წახალისების ფორმები იმ პირებისთვის, რომლებიც სთავაზობენ იმ შესაბამის ინფორმაციას წინამდებარე რეგულაციის რეალური თუ პოტენციური დარღვევების შესახებ, რომელიც უნდა გაიცეს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის მიხედვით იმ შემთხვევაში, როცა ამ პირებს არ გააჩნიათ სხვა წინასწარ არსებული სამართლებრივი ან სახელშეკრულებო მოვალეობები, რომლებიც უკავშირდება ამ ინფორმაციის შეტყობინებას, და იმ პირობით, თუ ეს ინფორმაცია არის ახალი და თუ ის იწვევს ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლებრივი სახდელის დაწესებას, ან სხვა ადმინისტრაციული ზომის მიღებას წინამდებარე რეგულაციის დარღვევისთვის.

4. წევრმა სახელმწიფოებმა იმ საქმიანობაში ჩართული დამსაქმებლებისგან, რომლებიც რეგულირდება ფინანსური მომსახურებების მიზნებისთვის, უნდა მოითხოვონ შესაბამისი პროცედურების ამოქმედება მათი თანამშრომლებისთვის რეალური ან პოტენციური დარღვევების შეტყობინების შესახებ შიდა დონეზე კონკრეტული, დამოუკიდებელი და ავტონომიური არხის მეშვეობი