1. ევროკომისიას დელეგირებული აქტების მიღების უფლებამოსილება ენიჭება ამ მუხლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
2. 2017 წლის 20 ივლისიდან კომისიას განუსაზღვრელი ვადით უნდა გადაეცეს იმ დელეგირებული აქტების მიღების უფლებამოსილება, რომელიც მითითებულია მუხლებში 1(7), 9(14), 13(1) და (2), 14(3), 15(2), 16(5), 20(11) და 29(3).
3. ევროპარლამენტს ან საბჭოს ნებისმიერ დროს შეუძლია გააუქმოს იმ უფლებამოსილების დელეგირება, რომლებიც მითითებულია მუხლებში 1(7), 9(14), 13(1) და (2), 14(3), 15(2), 16(5), 20(11) და 29(3) გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებით დასრულდება ამ გადაწყვეტილებაში მითითებული უფლებამოსილების დელეგირება. ეს ძალაში უნდა შევიდეს გადაწყვეტილების ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან მომდევნო დღეს ან მოგვიანებით, როგორც ეს მითითებულია ამ გადაწყვეტილებაში. გადაწყვეტილება გავლენას არ ახდენს უკვე მოქმედი დელეგირებული აქტების მოქმედებაზე.
4. დელეგირებული აქტის მიღებამდე, კომისიამ კონსულტაცია უნდა გაიაროს თითოეული წევრი სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ ექსპერტებთან უკეთესი კანონშემოქმედებითი საქმიანობის შესახებ ინსტიტუტთაშორისი შეთანხმებაში მოცემული პრინციპების შესაბამისად.
5. დელეგირებულ აქტის მიღებისთანავე, კომისიამ იმავდროულად უნდა შეატყობინოს ევროპარლამენტსა და საბჭოს აღნიშნულის შესახებ.
6. დელეგირებული აქტი, მიღებული შემდეგი მუხლების შესაბამისად: 1(7), 9(14), 13(1) და (2), 14(3), 15(2), 16(5), 20(11) და 29(3) ძალაში შედის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ევროპარლამენტი ან საბჭო არ გამოხატავს წინააღმდეგობას ამ აქტის შესახებ შეტყობინებიდან სამი თვის ვადაში ან თუ ამ ვადის ამოწურვამდე როგორც ევროპარლამენტი, ისე საბჭო აცნობებენ კომისიას, რომ ისინი ამას არ ეწინააღმდეგებიან. ევროპარლამენტისა და საბჭოს ინიციატივით ეს პერიოდი უნდა გაგრძელდეს სამი თვი