1. 21(6)-ე მუხლში მითითებული მექანიზმის მეშვეობით გასაჯაროებული დოკუმენტების საფუძველზე, ESMA-მ ყოველ წელს უნდა გამოქვეყნოს ანგარიში, რომელიც შეიცავს სტატისტიკას დამტკიცებული პროსპექტების შესახებ და შეტყობინებულია ევროკავშირში, და ტენდენციების ანალიზი, შემდეგის გათვალისწინებით:
ემიტენტების სახეობები, კერძოდ, მე-15(1) მუხლის პუნქტებში (a)-(d) მითითებული პირების კატეგორიები; და
ემისიების სახეობები, კერძოდ, შეთავაზებების საერთო ღირებულება, მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდების სახეობები, ვაჭრობის ადგილის და დენომინაციების სახეობები.
2. პირველ აბზაცში ნახსენები ანგარიში, კერძოდ, უნდა მოიცავდეს შემდეგს:
იმ მოცულობის ანალიზი, რომლითაც მე-14 და მე-15 მუხლებში მითითებული გასაჯაროების რეჟიმები და მე-9 მუხლში მითითებული უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტი გამოიყენება მთელს ევროკავშირში;
სტატისტიკა ემისიის წინასწარი პროსპექტების და საბოლოო პირობების შესახებ, და ცალკე დოკუმენტებად ან ერთ დოკუმენტად შედგენილი პროსპექტების შესახებ;
სტატისტიკა საზოგადოებისთვის ფასიანი ქაღალდების საშუალო და საერთო ღირებულების შესახებ წინამდებარე რეგულაციის მიხედვით, იმ კომპანიების მიერ, რომელთა ფასიანი ქაღალდები არ არის საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებული, იმ კომპანიების მიერ, რომელთა ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობაც ხდება მრავალმხრივ სავაჭრო სისტემებში, მათ შორის, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მზარდი ბაზრები, და კომპანიები, რომელთა ფასიანი ქაღალდები დაიშვება რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ. საჭიროების შემთხვევაში, ეს სტატისტიკა იძლევა ჩაშლილ მონაცემებს საზოგადოებისთვის თავდაპირველ შეთავაზებებსა და შემდგომ შეთავაზებებს შორის, და წილობრივ ფასიან ქაღალდებს და სასესხო ფასიან ქაღალდებს შორის.
სტატისტიკა 25-ე და 26-ე მუხლების შეტყობინების პროცედურებზე, მათ შორის, წევრი სახელმწიფოს მიხედვით შეტყობინებული დამტკიცების სერტიფიკატების რაოდენობის ჩაშლა პროსპექტებთან, სარეგისტრაციო დოკუმენტებთან და უნივერსალურ სარეგისტრაციო დოკუმენტებთან დაკავშირები