1. იმ შემთხვევაში, როცა მასპინძელი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს გააჩნია მკაფიო და დადასტურებადი საფუძვლები იმის სავარაუდოდ, რომ ხარვეზები დაუშვა ემიტენტმა, ოფერენტმა ან პირმა, რომელიც ითხოვს რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას, ან ფინანსურმა შუამავლებმა, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საზოგადოებისთვის ფასიანი ქაღალდების შეთავაზებაზე, ან რომ ამ პირებმა დაარღვიეს წინამდებარე რეგულაციით გათვალისწინებული თავიანთი ვალდებულებები, მათ ეს მიგნებები განსახილველად უნდა გადაუგზავნონ რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილორგანოს და ESMA-ს.
2. იმ შემთხვევაში, როცა რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომების მიუხედავად, ემიტენტი, ოფერენტი ან ის პირი, რომელიც ითხოვს რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას, ან საზოგადოებისთვის ფასიანი ქაღალდების შეთავაზებაზე პასუხისმგებელი ფინანსური შუამავლები აგრძელებენ წინამდებარე რეგულაციის დარღვევას, მასპინძელი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანომ, რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოსა და ESMA-ის ინფორმირების შემდეგ უნდა მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა ინვესტორების დასაცავად და კომისიას და ESMA-ს დაუსაბუთებელი შეფერხების გარეშე აცნობოს ამის შესახებ.
3. იმ შემთხვევაში, როცა უფლებამოსილი ორგანო არ ეთანხმება სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებულ რომელიმე ზომას, მას შეუძლია ამ საკითხზე ESMA-ს ყურადღება მიიქციოს. ESMA-ს უფლება აქვს, იმოქმედოს მისთვის რეგულაცია (EU) No 1095/2010-ის მე-19 მუხლით გადაცემული უფლებამოსილებების შესაბამისად.
ადმინისტრაციული სახდელები და სხვა ადმინისტრაციული ზომე