1. წინამდებარე რეგულაციის მიზნებისთვის უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა ითანამშრომლონ ერთმანეთთან და ESMA-სთან. მათ დაუსაბუთებელი შეფერხების გარეშე უნდა გაცვალონ ინფორმაცია და ითანამშრომლონ საგამოძიებო, ზედამხედველობისა და სააღსრულებო საქმიანობის საკითხებში.

იმ შემთხვევაში, როცა წევრი სახელმწიფოების 38-ე მუხლის შესაბამისად ირჩევენ განსაზღვრონ სისხლის სამართლებრივი სანქციები წინამდებარე რეგულაციის დარღვევებისთვის,მათ უნდა უზრუნველყონ, რომ შესაბამისი ზომები არის ამოქმედებული, რათა უფლებამოსილ ორგანოებს გააჩნდეთ ყველა აუცილებელი უფლებამოსილება მათ იურისდიქციაში სასამართლო ხელისუფლების ორგანოებთან ურთიერთობისთვის, რათა მიიღონ კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია სისხლის სამართლის გამოძიებასთან ან საქმის წარმოებასთან, რომელიც დაწყებულია წინამდებარე რეგულაციის შესაძლო დარღვევებისთვის, და იგივე უზრუნველყონ სხვა უფლებამოსილი ორგანოების და ESMA-სთვის, მათი იმ ვალდებულების შესასრულებლად, რომელიც უკავშირდება ერთმანეთთან და ESMA-სთან თანამშრომლობას წინამდებარე რეგულაციის მიზნებისთვის.

2. უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია უარი თქვას რეაგირება მოახდინოს ინფორმაციის მოთხოვნაზე ან მოითხოვოს გამოძიებასთან თანამშრომლობა მხოლოდ ქვემოთ მოცემულ ერთ-ერთ გამონაკლის შემთხვევაში:

იმ შემთხვევაში, როცა თხოვნის შესრულება სავარაუდოდ უარყოფითად იმოქმედებს მის საკუთარ გამოძიებაზე, სააღსრულებო საქმიანობაზე ან სისხლის სამართლის გამოძიებაზე;

იმ შემთხვევაში, როცა სასამართალო წარმოება უკვე დაიწყო იმავე მოქმედებებთან მიმართებაში და იმავე პირთა წინააღმდეგ შესაბამისი წევრი სახელმწიფოს ორგანოებში;

იმ შემთხვევაში, როცა საბოლოო განაჩენი უკვე გამოტანილია ამ პირებთან მიმართებაში იმავე მოქმედებებისთვის შესაბამის წევრ სახელმწიფოში.

3. უფლებამოსილმა ორგანოებმა, მოთხოვნისას, დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდონ წინამდებარე რეგულაციის მიზნებისთვის მოთხოვნილი ნებისმიერი ინფორმაცია.

4. უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია მოითხოვოს დახმარება სხვა წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოსგან ადგილობრივ დათვალიერებასთან ან გამოძიებებთან დაკავშირებით.

მომთხოვნმა უფლებამოსილმა ორგანომ უნდა აცნობოს ESMA-ს პირველ ქვეაბზაცში მოცემული ნებისმიერი თხოვნა. ტრანსსასაზღვრო გავლენის მქონე ადგილობრივი დათვალიერების ან გამოძიებისას, ESMA-მ, ერთ-ერთი უფლებამოსილი ორგანოს მიერ მოთხოვნის შემთხვევაში უნდა განახორციელოს დათვალიერების ან გამოძიების კოორდინაცია.

იმ შემთხვევაში, როცა უფლებამოსილი ორგანო მიიღებს სხვა წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოსგან თხოვნას ადგილობრივი დათვალიერების ან გამოძიების ჩატარების შესახებ, მას უფლება აქვს განახორციელოს ერთ-ერთი შემდეგი ქმედება:

თავად ჩაატაროს ადგილობრივი დათვალიერება ან გამოძიება;

უფლება მისცეს იმ უფლებამოსილ ორგანოს, რომელმაც წარადგინა თხოვნა, მონაწილეობა მიიღოს ადგილობრივ დათვალიერებაში ან გამოძიებაში;

უფლება მისცეს იმ უფლებამოსილ ორგანოს, რომელმაც წარადგინა თხოვნა, თავად განახორციელოს ადგილობრივი დათვალიერება ან გამოძიება;

დანიშნოს აუდიტორები ან ექსპერტები ადგილობრივი დათვალიერების ან გამოძიების ჩასატარებლად;

საზედამხედველო საქმიანობებთან დაკავშირებული კონკრეტული ამოცანები გაუზიაროს დანარჩენ უფლებამოსილ ორგანოებს.

5. უფლებამოსილ ორგანოებს შეუძლიათ ESMA-ს მიმართონ იმ სიტუაციების განსახილველად, როცა თანამშრომლობის, კერძოდ, ინფორმაციის გაცვლის მოთხოვნაზე უარი ითქვა ან არ მოხდა გონივრულ ვადაში რეაგირება. ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 258-ე მუხლის შეუზღუდავად, ESMA-ს, ამ აბზაცის პირველ წინადადებაში მითითებულ სიტუაციებში, შეუძლია იმოქმედოს რეგულაცია (EU) No 1095/2010-ის მე-19 მუხლით გადაცემული უფლებამოსილების მიხედვით.

6. ESMA-ს უფლება აქვს, ან კომისიის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა შეიმუშაოს მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია იმ ინფორმაციის განსაზღვრისთვის, რომელიც უნდა გაიცვალოს უფლებამოსილ ორგანოებს შორის პირველი აბზაცის მიხედვით.

კომისიას გადაეცემა პირველ ქვეაბზაცში მითითებული მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების მიღების უფლებამოსილება, რეგულაციის (EU) No 1095/2010 მე-10-14 მუხლების შესაბამისად.

7. ESMA-ს შეუძლია შეიმუშაოს განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების წინასწარი ვერსია უფლებამოსილ ორგანოებს შორის თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაცვლის სტანდარტული ფორმების, ნიმუშებისა და პროცედურების დასადგენად.

კომისიას გადაეცემა პირველ ქვეაბზაცში მითითებული განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების მიღების უფლებამოსილება, რეგულაციის (EU) No 1095/2010 მე-15 მუხლის შესაბამისა