1. დამტკიცებისთანავე, პროსპექტი უნდა გაასაჯაროოს ემიტენტმა, ოფერენტი ან ის პირი, რომელიც ითხოვს რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას გონივრულ ვადაში, შესაბამისი ფასიანი ქაღალდების საზოგადოებისთვის შეთავაზებამდე ან სავაჭროდ დაშვებამდე და არაუგვიანეს ზემოაღნიშნული შეთავაზების ან დაშვების დაწყებამდე.
იმ კლასის აქციების საზოგადოებისთვის თავდაპირველი შეთავაზების შემთხვევაში, რომელიც პირველადაა დაშვებულია სავაჭროდ რეგულირებულ ბაზარზე, პროსპექტი უნდა გასაჯაროვდეს შეთავაზების დასრულებამდე სულ მცირე ექვსი დღით ადრე.
2. პროსპექტი, იქნება ის ერთი დოკუმენტი თუ ცალკეული დოკუმენტებისგან შემდგარი, უნდა ჩაითვალოს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომად, როცა ის გამოქვეყნდება ელექტრონული ფორმით ერთ-ერთ ქვემოთ ჩამოთვლილ ვებ-გვერდზე:
ემიტენტის, ოფერენტის ან იმ პირის ვებ-გვერდი, რომელიც ითხოვს სავაჭროდ დაშვებას რეგულირებულ ბაზარზე;
იმ ფინანსური შუამავლების ვებ-გვერდი, რომლებიც განათავსებენ ან ყიდიან ფასიან ქაღალდებს, ანგარისწორების აგენტების ჩათვლით;
რეგულირებული ბაზრის ვებ-გვერდი, იმ შემთხვევაში, როცა მოითხოვება სავაჭროდ დაშვება ან როცა არ მოითხოვება რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვება, მრავალმხრივი სავაჭრო სისტემების ოპერატორის ვებ-გვერდი.
3. პროსპექტი უნდა გამოქვეყნდეს ვებ-გვერდის იმსპეციალურ სექციაში, რომელიც ვებ-გვერდზე შესვლისას ადვილად მისაწვდომია. უნდა შესაძლებელი იყოს მისი ჩამოტვირთვა და დაბეჭდვა; ის უნდა იყოს ელექტრონულ საძიებო ფორმატში, რომელშიც ცვლილების შეტანა შეუძლებელია.
ის დოკუმენტები, რომლებიც შეიცავენ მითითებით ჩართულ ინფორმაციას პროსპექტში, დანართები ან/და პროსპექტთან დაკავშირებული საბოლოო პირობები და რეზიუმეს ცალკე ასლი უნდა ხელმისაწვდომი იყოს იმავე სექციაში პროსპექტთან ერთად, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, ჰიპერბმულების მეშვეობით.
რეზიუმეს ცალკე ასლზე მკაფიოდ უნდა მიეთითოს ის პროსპექტი, რომელსაც ის უკავშირდება.
4. პროსპექტზე წვდომა არ უნდა დაექვემდებაროს რეგისტრაციის პროცესის დასრულებას, უარის თქმაზე თანხმობას, რომელიც ზღუდავს სამართლებრივ პასუხისმგებლობას ან გადასახადის გადახდას. ის გაფრთხილებები, რომლებშიც აღნიშნულია ის იურისდიქცია (იურისდიქციები), რომელშიც კეთდება შეფასება ან სავაჭროდ დაშვება, არ უნდა ჩაითვალოს ის უარის თქმად, რომელიც ზღუდავს სამართლებრივ პასუხისმგებლობას.
5. რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანომ საკუთარ ვებ-გვერდზე უნდა გამოაქვეყნოს ყველა დამტკიცებული პროსპექტი ან სულ მცირე, დამტკიცებული პროსპექტების ნუსხა, მათ შორის, ჰიპერბმული ამ მუხლის მე-3 აბზაცში მითითებული სპეციალური ვებგვერდის სექციებზე, აგრეთვე, იმ მასპინძელი წევრი სახელმწიფოს ან სახელმწიფოების ვინაობა, სადაც პროსპექტების შესახებ შეტყობინება ხორციელდება 25-ე მუხლის შესაბამისად. განახლებული ნუსხა, ჰიპერბმულების ჩათვლით, უნდა პერიოდულად განახლდეს და თითოეული პუნქტი ვებ-გვერდზე უნდა დარჩეს, სულ მცირე, ამ მუხლის მე-7 აბზაცში მითითებული დროით.
ამავე დროს, როცა უფლებამოსილი ორგანო ESMA-ს აცნობებს პროსპექტის ან მისი ნებისმიერი დამატების დამტკიცების შესახებ, მან ESMA-ს უნდა მიაწოდოს პროსპექტის და მისი ნებისმიერი დანართის ელექტრონული ასლი, აგრეთვე, ESMA-ს მიერ მისი მე-6 აბზაცში მითითებულ შენახვის მექანიზმში კლასიფიცირებისთვის ან 47-ე მუხლში მითითებული ანგარიშისთვის აუცილებელი მონაცემები.
მასპინძელი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანომ ინფორმაცია მიღებული ყველა შეტყობინების შესახებ უნდა გამოაქვეყნოს თავის ვებ-გვერდზე 25-ე მუხლის შესაბამისად.
6. ESMA-მ დაუსაბუთებელი შეფერხების გარეშე თავის ვებ-გვერდზე უნდა გამოაქვეყნოს უფლებამოსილი ორგანოებიდან მიღებული ყველა პროსპექტი, მათ შორის, ამ პროსპექტების დამატებები, საბოლოო პირობები და მასთან დაკავშირებული გარიგებები, საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ინფორმაცია მასპინძელი წევრი სახელმწიფო(ებ)ის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ პროსპექტების შესახებ შეტყობინება ხორციელდება 25-ე მუხლის შესაბამისად. გამოქვეყნება უნდა უზრუნველყოფილი იქნეს შენახვის მექანიზმის მეშვეობით, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების უფასოდ წვდომას და მოძიების ფუნქციებს.
7. ყველა დამტკიცებული პროსპექტი საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა დარჩეს ელექტრონული ფორმით მათი მე-2 და მე-6 აბზაცებში მითითებულ ვებ-გვერდებზე გამოქვეყნებიდან სულ მცირე 10 წლის განმავლობაში.
იმ შემთხვევაში, როცა ჰიპერბმულები გამოიყენება პროსპექტში მითითებით ჩართული ინფორმაციისთვის და პროსპექტთან დაკავშირებული დამატებების ან/და საბოლოო პირობებისთვის, ეს ჰიპერბმულები უნდა ფუნქციონირებდეს პირველ ქვეაბზაცში მითითებული დროით.
8. დამტკიცებული პროსპექტი უნდა შეიცავდეს მკაფიო გაფრთხილებას, რომელშიც მითითებულია პროსპექტის მოქმედების ვადის ამოწურვის თარიღი. გაფრთხილებაში აგრეთვე უნდა მიეთითოს, რომ მნიშვნელოვანი ახალი ფაქტორების, არსებითი შეცდომების ან არსებითი უზუსტობების შემთხვევაში პროსპექტში დამატების შეტანის ვალდებულება არ გამოიყენება, როცა პროსპექტი აღარ არის მოქმედი.
9. იმ შემთხვევაში, როცა პროსპექტი შედგება რამდენიმე დოკუმენტისგან ან/და მასში ჩართულია ინფორმაცია მითითებით, ის დოკუმენტები და ინფორმაცია, რომლებიც შეადგენენ პროსპექტს, შეიძლება გამოქვეყნდეს და გავრცელდეს ცალკე იმ პირობით, თუ ეს დოკუმენტები საჯაროვდება მე-2 აბზაცის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, როცა პროსპექტი შედგება ცალკეული დოკუმენტებისგან მე-10 მუხლის შესაბამისად, ამ თითოეულ შემადგენელ დოკუმენტში, მითითებით ჩართული დოკუმენტების გამოკლებით, უნდა მიეთითოს, რომ ის არის პროსპექტის მხოლოდ ერთი ნაწილი, და აგრეთვე უნდა მიეთითოს ის, თუ სად შეიძლება იქნეს მოპოვებული დანარჩენი შემადგენელი დოკუმენტები.
10. იმ პროსპექტის და მისი ნებისმიერი დამატების ტექსტი და ფორმატი, რომელიც საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა, ყოველთვის უნდა იდენტური იყოს რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებული ორიგინალის.
11. ხანგამძლე მატარებელზე პროსპექტის ასლი უნდა მიეწოდოს ნებისმიერ პოტენციურ ინვესტორს მოთხოვნის შემთხვევაში და უფასოდ, ემიტენტის, ოფერენტის, იმ პირის მიერ, რომელიც რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას ითხოვს ან იმ ფინანსური შუამავლების მიერ, რომლებიც ახდენენ ფასიანი ქაღალდების განთავსებას ან გაყიდვას. იმ შემთხვევაში, როცა პოტენციური ინვესტორი კონკრეტულად დაბეჭდილ ეგზემპლარს ითხოვს, ემიტენტმა, ოფერენტმა, იმ პირმა, რომელიც რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას ითხოვს ან იმ ფინანსური შუამავალმა, რომელიც ახდენს ფასიანი ქაღალდების განთავსებას ან გაყიდვას, უნდა მიაწოდონ პროსპექტის დაბეჭდილი ეგზემპლარი. მიწოდება შემოიფარგლება იმ იურისდიქციებით, რომლებშიც საზოგადოებისთვის ფასიანი ქაღალდების შეთავაზება ხდება ან რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაიშვება წინამდებარე რეგულაციით.
12. ESMA-ს შეუძ₾ლია, ან კომისიის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა შეიმუშაოს მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების წინასწარი ვერსია პროსპექტის გამოქვეყნებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დამატებითი განსაზღვრის მიზნით.
კომისიას გადაეცემა პირველ ქვეაბზაცში მითითებული მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების მიღების უფლებამოსილება, რეგულაციის (EU) No 1095/2010 მე-10-14 მუხლების შესაბამისად.
13. ESMA-მ უნდა შეიმუშაოს მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების წინასწარი ვერსია იმ მონაცემების განსაზღვრისთვის, რომლებიც აუცილებელია მე-5 აბზაცში მითითებული პროსპექტების კლასიფიცირებისთვის, და პრაქტიკული ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეს მონაცემები, მათ შორის, ფასიანი ქაღალდების „ფქსსნ“ და ემიტენტების, ოფერენტებისა და გარანტების იურიდიული პირის საერთაშორისო საიდენტიფიკაციო კოდები იყოს მანქანის მიერ წაკითხვადი.
ESMA-მ ამ მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია უნდა გადაუგზავნოს კომისიას 2018 წლის 21 ივლისისთვის.
კომისიას გადაეცემა პირველ ქვეაბზაცში მითითებული მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების მიღების უფლებამოსილება, რეგულაციის (EU) No 1095/2010 მე-10-14 მუხლების შესაბამისა