1. შემდეგ პირებს შეუძლიათ აირჩიონ ევროკავშირის ზრდის შესახებ პროსპექტის შედგენა ამ მუხლში მოცემული გამჟღავნების თანაზომიერი რეჟიმით საზოგადოებისთვის ფასიანი ქაღალდების შეთავაზების შემთხვევაში იმ პირობით, თუ მათ არ აქვთ რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული ფასიანი ქაღალდები:
მცირე და საშუალო მეწარმეები;
ემიტენტები, გარდა მცირე და საშუალო მეწარმეებისა, რომელთა ფასიანი ქაღალდებიც ვაჭრობაც ხდება ან უნდა მოხდეს მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მზარდ ბაზარზე იმ პირობით, თუ ამ ემიტენტების საშუალო საბაზრო კაპიტალიზაცია ნაკლებია 500 000 000 ევროზე წინა სამი კალენდარული წლისთვის წლის დასასრულის კოტირებების საფუძველზე;
ემიტენტები, ა და ბ პუნქტებში მითითებული ემიტენტების გამოკლებით, იმ შემთხვევაში, როცა საზოგადოებისთვის ფასიანი ქაღალდების შეთავაზების საერთო ღირებულება ევროკავშირში, რომელიც იანგარიშება 12 თვიან პერიოდზე, არ აღემატება 20 000 000 ევროს, და იმ პირობით, თუ ამ ემიტენტებს არ აქვთ ფასიანი ქაღალდები, რომლებითაც ვაჭრობა ხდება მრავალმხრივ სავაჭრო სისტემებში და რომელთა თანამშრომლების საშუალო რაოდენობა გასული ფინანსური წლის განმავლობაში შეადგენს მაქსიმუმ 499-ს;
ემიტენტების მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების ოფერენტები, რომლებიც მითითებულია ა და ბ პუნქტებში.
პროპორციული გასაჯაროების რეჟიმით ევროკავშირის ზრდის შესახებ პროსპექტი უნდა იყოს სტანდარტიზებული ფორმატის დოკუმენტი, დაწერილი მარტივი ენით და რომლის შევსებაც ემიტენტებმა ადვილად უნდა შეძლონ. ის უნდა შედგებოდეს მე-7 მუხლზე დამყარებული კონკრეტული რეზიუმის, სარეგისტრაციო დოკუმენტისა და კონკრეტული ფასიანი ქაღალდების დოკუმენტისგან. ევროკავშირის ზრდის შესახებ პროსპექტში ინფორმაცია უნდა წარდგენილ იქნეს სტანდარტიზებული თანმიმდევრობით, მე-2 აბზაცში მითითებული დელეგირებული აქტის შესაბამისად.
2. კომისიამ 2019 წლის 21 იანვრისთვის უნდა მიიღოს დელეგირებული აქტები 44-ე მუხლის შესაბამისად წინამდებარე რეგულაციის შესავსებად, ევროკავშირის ზრდის შესახებ პროსპექტის შემცირებული შინაარსის და სტანდარტიზებული ფორმატის, აგრეთვე, კონკრეტული რეზიუმეს შემცირებული შინაარსისა და სტანდარტიზებული ფორმატის განსაზღვრით.
კონკრეტულმა რეზიუმემ ემიტენტებს არ უნდა დააკისროს რაიმე დამატებითი ტვირთი ან ხარჯები იმდენად, რამდენადაც მან მხოლოდ უნდა მოითხოვოს ის შესაბამისი ინფორმაცია, რომელიც უკვე შეტანილია ევროკავშირის ზრდის შესახებ პროსპექტში. კონკრეტული შინაარსის სტანდარტიზებული ფორმატის განსაზღვრისას, კომისიამ უნდა მოახდინოს მოთხოვნების დაკალიბრება იმის უზრუნველსაყოფად, რომ ის იყოს უფრო მოკლე, ვიდრე მე-7 მუხლით გათვალისწინებული რეზიუმე.
ევროკავშირის ზრდის შესახებ პროსპექტის შემცირებული შინაარსისა და სტანდარტიზებული ფორმატის და თანმიმდევრობის განსაზღვრისას, კომისიამ უნდა მოახდინოს მოთხოვნების დაკალიბრება შემდეგზე აქცენტის გასაკეთებლად:
ინფორმაცია, რომელიც არის არსებითი და შესაბამისი ინვესტორებისთვის საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებისას;
კომპანიის სიდიდესა და პროსპექტის შედგენის ხარჯებს შორის თანაზომიერების უზრუნველყოფის საჭიროება.
ამ პროცესში, კომისიამ უნდა გაითვალისწინოს შემდეგი:
იმის უზრუნველყოფის საჭიროება, რომ ევროკავშირის ზრდის შესახებ პროსპექტი მნიშვნელოვნად უფრო მსუბუქი იყოს, ვიდრე სტანდარტული პროსპექტი, ემიტენტებისთვის ადმინისტრაციული ტვირთისა და ხარჯების თვალსაზრისით;
მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის კაპიტალის ბაზრებზე წვდომის გამარტივების და მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ხარჯების მინიმუმამდე შემცირების საჭიროება, ამასთან, ამ კომპანიებში კაპიტალდაბადების მიმართ ინვესტორის ნდობის უზრუნველყოფა,წილობრივ და სასესხო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის ის ინფორმაცია, რომელიც ინვესტორებს სჭირდებათ.
ეს დელეგირებული აქტები უნდა ემყარებოდნენ დანართებს IV და