1. იმ ემიტენტს, რომლის ფასიანი ქაღალდები დაიშვება სავაჭროდ რეგულირებულ ბაზარზე ან MTF-ზე, უფლება აქვს ყოველ ფინანსურ წელს შეადგინოს სარეგისტრაციო დოკუმენტაცია იმ უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტის ფორმით, რომელშიც აღწერილია კომპანიის ორგანიზაციული მოწყობა, ბიზნეს საქმიანობა, ფინანსური მდგომარეობა, შემოსავალი და პერსპექტივები, მმართველობა და აქციონერობის სტრუქტურა.
2. იმ ნებისმიერმა ემიტენტმა, რომელიც ირჩევს უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ყოველ ფინანსურ წელს შედგენას, უნდა ის დასამტკიცებლად წარუდგინოს თავისი რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს მე-20 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებში მოცემული პროცედურის შესაბამისად.
მას შემდეგ, რაც ემიტენტმა უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტაცია ზედიზედ ორი ფინანსური წლის განმავლობაში დაამტკიცებინა უფლებამოსილ ორგანოს, შემდგომი უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტები შეიძლება წარდგენილ იქნეს უფლებამოსილ ორგანოში წინასწარი თანხმობის გარეშე.
იმ შემთხვევაში, როცა ამის შემდეგ ემიტენტი ვერ წარადგენს ერთი ფინანსური წლის უნივერსალურ სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, წარდგენის წინასწარი თანხმობის გარეშე სარგებელი იკარგება და ყველა შემდგომი უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტაცია უნდა დასამტკიცებლად წარედგინოს უფლებამოსილ ორგანოს იქამდე, სანამ კვლავ არ შესრულდება მეორე აბზაცში მოცემული პირობა.
ემიტენტმა უფლებამოსილი ორგანოსადმი თავის განცხადებაში უნდა მიუთითოს, უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტაცია წარედგინება დასამტკიცებლად თუ წინასწარი თანხმობის გარეშე.
იმ შემთხვევაში, როცა ამ აბზაცის მეორე ქვეაბზაცში მითითებული ემიტენტი ითხოვს თავისი უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტის შეტყობინებას 26-ე მუხლის შესაბამისად, მან თავისი უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტი უნდა წარადგინოს დასამტკიცებლად, მათ შორის, მისი ის ნებისმიერი შესწორება, რომელიც ადრე იქნა წარდგენილი.
3. იმ ემიტენტებს, რომლებმააც 2019 წლის 21 ივლისამდე სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, შედგენილი კომისიის რეგულაციის (EC) No 809/2004[21] პირველი დანართის შესაბამისად, დაამტკიცებინეს უფლებამოსილ ორგანოს, სულ მცირე, ზედიზედ ორი ფინანსური წლის განმავლობაში და ამის შემდეგ ის, დირექტივა 2003/71/EC-ის მე-12(3) მუხლის შესაბამისად წარადგინეს ან ეს სარეგისტრაციო დოკუმენტაცია ყოველ წელს დაამტკიცებინეს, უნდა მიეცეთ ნებართვა, უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტი 2019 წლის 21 ივლისიდან წარადგინონ წინასწარი თანხმობის გარეშე ამ მუხლის მე-2 აბზაცის მეორე ქვეაბზაცის მიხედვით.
4. დამტკიცებისთანავე ან წინასწარი თანხმობის გარეშე წარდგენისთანავე, უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტი, აგრეთვე, მე-7 და მე-9 აბზაცებში მითითებული მისი შესწორებები უნდა გასაჯაროვდეს დაუსაბუთებელი შეფერხების გარეშე, 21-ე მუხლში მოცემული ზომების შესაბამისად.
5. უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტაცია უნდა აკმაყოფილებდეს 27-ე მუხლით განსაზღვრულ ენობრივ მოთხოვნებს.
6. ინფორმაცია შეიძლება გაერთიანდეს მითითებით უნივერსალურ სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში მე-19 მუხლში მოცემული პირობებით.
7. უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტაციის წარდგენის ან დამტკიცების შემდეგ, ემიტენტს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს განაახლოს მასში შემავალი ინფორმაცია, უფლებამოსილ ორგანოში მისი შესწორების წარდგენით. მე-10(3) მუხლის პირველი და მეორე ქვეაბზაცების შესაბამისად, უფლებამოსილ ორგანოში შესწორების წარდგენა დამტკიცებას არ საჭიროებს.
8. უფლებამოსილ ორგანოს ნებისმიერ დროს შეუძლია იმ ნებისმიერი უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შინაარსის, რომელიც წინასწარი თანხმობის გარეშე იქნა წარდგენილი, აგრეთვე, მისი ნებისმიერი შესწორების შინაარსის გადასინჯვა.
უფლებამოსილი ორგანოს მიერ განხილვა შედგება უნივერსალურ სარეგისტრაციო დოკუმენტაციასა და მის ნებისმიერ შესწორებაში მოცემული ინფორმაციის სისრულის, სისტემურობისა და გაგებადობის დაწვრილებით შესწავლისგან.
9. იმ შემთხვევაში, როცა უფლებამოსილი ორგანო გადასინჯვის პროცესში აღმოაჩენს, რომ უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არ შეესაბამება სისრულის, ყოვლისმომცველობისა და სისტემურობის სტანდარტებს, ან რომ საჭიროა შესწორებები ან დამატებითი ინფორმაცია, მან ამის შესახებ უნდა აცნობოს ემიტენტს.
თხოვნა შესწორების ან დამატებითი ინფორმაციის შესახებ, რომლითაც უფლებამოსილი ორგანო ემიტენტს მიმართავს, ემიტენტმა მხოლოდ უნდა გაითვალისწინოს მომდევნო ფინანსური წლისთვის წარდგენილ შემდეგ უნივერსალურ სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ემიტენტს სურს უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტაციის გამოყენება დასამტკიცებლად გადაგზავნილი პროსპექტის შემადგენელ ნაწილად. ამ შემთხვევაში, ემიტენტმა უნივერსალურ სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში უნდა შეიტანოს შესწორება არაუგვიანეს 20(6)-ე მუხლში მითითებული განცხადების წარდგენისას.
მეორე ქვეაბზაციდან გამონაკლისის სახით, იმ შემთხვევაში, როცა უფლებამოსილი ორგანო ემიტენტს აცნობებს, რომ შესწორებაზე ან დამატებით ინფორმაციაზე მისი თხოვნა მხოლოდ შეეხება არსებით გამოტოვებას ან არსებით შეცდომას ან არსებით უზუსტობას, რომელიც სავარაუდოდ შეცდომაში შეიყვანს საზოგადოებას ემიტენტის ინფორმირებული შეფასებისთვის აუცილებელ ფაქტებთან და გარემოებებთან დაკავშირებით, ემიტენტმა უნივერსალურ სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში შესწორება დაუსაბუთებელი შეფერხების გარეშე უნდა შეიტანოს.
უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია მოითხოვოს, რომ ემიტენტმა წარადგინოს შესწორებული უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტაციის კონსოლიდირებული ვერსია იმ შემთხვევაში, როცა კონსოლიდირებული ვერსია აუცილებელია ამ დოკუმენტში არსებული ინფორმაციის ყოვლისმომცველობის უზრუნველსაყოფად. ემიტენტს უფლება აქვს, ნებაყოფლობით შეიტანოს თავისი შესწორებული უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტაციის კონსოლიდირებული ვერსია შესწორების დანართში.
10. მე-7 და მე-9 აბზაცები მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, როცა უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არ გამოიყენება პროსპექტის შემადგენელ ნაწილად. როცა უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტაცია გამოიყენება პროსპექტის შემადგენელ ნაწილად, მხოლოდ გამოიყენება პროსპექტის შევსების შესახებ 23-ე მუხლი პროსპექტის დამტკიცების თარიღსა და საზოგადოებისთვის ფასიანი ქაღალდების შეთავაზების საბოლოო დასრულების თარიღს შორის პერიოდში, ან გარემოებებიდან გამომდინარე, იმ დროს, როცა იწყება ვაჭრობა რეგულირებულ ბაზარზე (ამ ორი მოვლენიდან იმ დროს, რომელიც უფრო გვიან ხდება).
11. იმ ემიტენტს, რომელიც აკმაყოფილებს მე-2 აბზაცის პირველ ან მეორე ქვეაბზაცში მოცემულ ან ამ მუხლის მე-3 აბზაცში მოცემულ პირობებს, უნდა გააჩნდეს ხშირი ემიტენტის სტატუსი და უნდა ისარგებლოს უფრო სწრაფი დამტკიცების პროცესით 20(6)-ე მუხლის შესაბამისად, იმ პირობით, თუ:
თითოეული უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტის გადაგზავნისას ან დასამტკიცებლად წარდგენისას, ემიტენტმა უფლებამოსილ ორგანოს უნდა მიაწოდოს იმის წერილობითი დადასტურება, რომ რამდენადაც მისთვის ცნობილია, ყველა რეგულირებული ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებაც მას მოეთხოვებოდა დირექტივა 2004/109/EC-ით (გამოყენების შემთხვევაში) და რეგულაცია (EU) No 596/2014-ით, წარდგენილ იქნა და გამოქვეყნდა ამ აქტების შესაბამისად უკანასკნელი 18 თვის განმავლობაში ან რეგულირებული ინფორმაციის გასაჯაროების ვალდებულების დაწყების შემდგომ პერიოდში (ამ ორიდან იმ პერიოდში, რომელიც უფრო მოკლეა); და
იმ შემთხვევაში, როცა უფლებამოსილი ორგანო იწყებს მე-8 აბზაცში მითითებულ განხილვას, ემიტენტს შესწორება შეაქვს მის უნივერსალურ სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში მე-9 აბზაცის შესაბამისად.
იმ შემთხვევაში, როცა ემიტენტი ვერ აკმაყოფილებს რომელიმე ზემოაღნიშნულ პირობას, ხშირი ემიტენტის სტატუსი იკარგება.
12. იმ შემთხვევაში, როცა უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, რომელიც წარდგენილია უფლებამოსილ ორგანოში ან დამტკიცებულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ, საჯაროვდება, ყველაზე გვიან, ფინანსური წლის დასრულებიდან ოთხი თვის შემდეგ, და ის შეიცავს იმ ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებაც საჭიროა დირექტივა 2004/109/EC-ის მე-4 მუხლში მითითებულ წლიურ ფინანსურ ანგარიშში, უნდა ჩაითვალოს, რომ ემიტენტმა დააკმაყოფილა ამ მუხლით მოთხოვნილი, წლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებასთან დაკავშირებული თავისი ვალდებულება.
იმ შემთხვევაში, როცა უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტი ან მისი შესწორება წარდგენილია ან დამტკიცებულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ და გასაჯაროებულია ყველაზე გვიან, ფინანსური წლის დასრულებიდან ექვსი თვის შემდეგ, და ის შეიცავს იმ ინფორმაციას, რომლის გასაჯაროებაც საჭიროა დირექტივა 2004/109/EC-ის მე-5 მუხლში მითითებულ ნახევარი წლის ფინანსურ ანგარიშში, უნდა ჩაითვალოს, რომ ემიტენტმა დააკმაყოფილა ამ მუხლით მოთხოვნილი, ნახევარი წლის ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებასთან დაკავშირებული თავისი ვალდებულება.
პირველ და მეორე ქვეაბზაცში მითითებულ შემთხვევებში, ემიტენტმა:
უნივერსალურ სარეგისტრაციო დოკუმენტში უნდა შეიტანოს ჯვარედინი მითითების ნუსხა, რომელშიც იდენტიფიცირებულია ის, თუ სად შეიძლება ინახოს უნივერსალურ სარეგისტრაციო დოკუმენტში ის თითოეული პუნქტი, რომელიც მოითხოვება წლიურ და ნახევარი წლის ფინანსურ ანგარიშებში;
უნდა წარადგინოს უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტაცია დირექტივა 2004/109/EC-ის მე-19(1) მუხლის შესაბამისად და ის ხელმისაწვდომი გახადოს ამ დირექტივის 21(2)-ე მუხლში მითითებული ოფიციალურად დანიშნული მექანიზმისთვის;
უნივერსალურ სარეგისტრაციო დოკუმენტში უნდა შეიტანოს თანამდებობრივი ინსტრუქცია იმ პირობების გამოყენებით, რომლებიც მოითხოვება დირექტივა 2004/109/EC-ის მე-4(2) მუხლის გ პუნქტისა და მე-5(2) მუხლის გ პუნქტის მიხედვით.
13. მე-12 აბზაცი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, როცა წინამდებარე რეგულაციის მიზნებისთვის ემიტენტის რეგისტრაციის წევრი სახელმწიფო აგრეთვე არის რეგისტრაციის წევრი სახელმწიფო დირექტივა 2004/109/EC-ის მიზნებისთვის, და იმ შემთხვევაში, როცა უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ენა აკმაყოფილებს ამ დირექტივის მე-20 მუხლში მოცემულ მოთხოვნებს.
14. კომისიამ 2019 წლის 21 იანვრისთვის უნდა მიიღოს დელეგირებული აქტები 44-ე მუხლის შესაბამისად, რათა წინამდებარე რეგულაციაში დამატება შეიტანოს უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტისა და მისი ნებისმიერი შესწორების დაწვრილებით შესწავლისა და განხილვის კრიტერიუმების და ამ დოკუმენტების დამტკიცებისა და წარდგენის პროცედურების, აგრეთვე, იმ პირობების განსაზღვრით, რომლებითაც ხშირი ემიტენტის სტატუსი იკარგებ