1. მე-14(2) და მე-18(1) მუხლების შეუზღუდავად, პროსპექტი უნდა შეიცავდეს იმ აუცილებელ ინფორმაციას, რომელიც არსებითია ინვესტორისთვის შემდეგის ინფორმირებული შეფასების მიზნით:
აქტივები და ვალდებულებები, მოგება და ზარალი, ფინანსური მდგომარეობა და ემიტენტის და ნებისმიერი გარანტის პერსპექტივები;
ფასიან ქაღალდებზე დართული უფლებები; და
გამოშვების მიზეზები და მისი გავლენა ემიტენტზე.
ეს ინფორმაცია შეიძლება იცვლებოდეს, ქვემოთ მოცემულიდან რომელიმედან გამომდინარე:
ემიტენტის ხასიათი;
ფასიანი ქაღალდების სახეობა;
ემიტენტის გარემოებები;
საჭიროების შემთხვევაში, იმის მიუხედავად, სასესხო ფასიანი ქაღალდების დენომინაცია ერთეულ ფასიან ქაღალდზე არის თუ არა სულ მცირე 100 000 ევრო ან ამ ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა უნდა მოხდეს თუ არა მხოლოდ რეგულირებულ ბაზარზე ან მის კონკრეტულ სეგმენტზე, რომელზეც მხოლოდ კვალიფიციურ ინვესტორებს შეიძლება ჰქონდეთ წვდომა ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის მიზნებისთვის.
2. ინფორმაცია პროსპექტში უნდა დაიწეროს და წარდგენილ იქნეს ადვილად გაანალიზებადი, ლაკონური და გასაგები ფორმით, პირველი აბზაცის მე-2 ქვეაბზაცში მოცემული ფაქტორების გათვალისწინებით.
3. ემიტენტს, ოფერენტს ან იმ პირს, რომელიც ითხოვს რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას, შეუძლია შეადგინოს პროსპექტი ერთი დოკუმენტის ან ცალკე დოკუმენტების სახით.
მე-8(8) მუხლის და მე-7(1) მუხლის მეორე ქვეაბზაცის შეუზღუდავად, ცალკე დოკუმენტებისგან შემდგარმა პროსპექტმა მოთხოვნილი ინფორმაცია უნდა დაყოს სარეგისტრაციო დოკუმენტაციად, ფასიანი ქაღალდების დოკუმენტად და რეზიუმედ. სარეგისტრაციო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს ემიტენტთან დაკავშირებულ ინფორმაციას. ფასიანი ქაღალდების დოკუმენტი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას იმ ფასიანი ქაღალდების შესახებ, რომელთა შეთავაზება ხდება საზოგადოებისთვის ან რომლებიც უნდა დაშვებულ იქნეს სავაჭროდ რეგულირებულ ბაზარზ