წინამდებარე რეგულაციის მიზნებისათვის გამოიყენებაშემდეგი განმარტებები:

„ფასიანი ქაღალდები“ ნიშნავს მიმოქცევად ფასიანი ქაღალდებს, როგორც ეს განმარტებულია დირექტივა 2014/65/EU-ის 4(1)-ე მუხლის 44-ე პუნქტში, ფულის ბაზრის ინსტრუმენტების გამოკლებით, როგორც ეს განმარტებულია დირექტივა 2014/65/EU-ის 4(1)-ე მუხლის მე-17 პუნქტში, რომლის დაფარვის ვადა 12 თვეზე ნაკლებია;

„წილობრივი ფასიანი ქაღალდები“ ნიშნავს აქციებს და სხვა მიმოქცევად ფასიან ქაღალდებს, რომლებიც ეკვივალენტურია კომპანიების აქციებისა, აგრეთვე, იმ მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდების ნებისმიერ სხვასახეობას, რომლებიც იძლევიან ნებისმიერი ზემოაღნიშნული ფასიანი ქაღალდის შეძენის უფლებას მათი კონვერტაციის ან მათთვის გადაცემული უფლებების განხორციელების შედეგად, იმ პირობით, თუ ამ უკანასკნელი სახის ფასიან ქაღალდებს უშვებს დეპოზიტარული ხელწერილების ფორმით გაცემული აქციების ემიტენტი ან აღნიშნული ემიტენტის ჯგუფს მიკუთვნებული სუბიექტი;

„სასესხი ფასიანი ქაღალდები“ ნიშნავს ყველა იმ ფასიან ქაღალდს, რომლებიც არ არის წილობრივი ფასიანი ქაღალდი;

„საზოგადოებისთვის ფასიანი ქაღალდების შეთავაზება“ ნიშნავს პირებთან ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერი საშუალებით კომუნიკაციას, საკმარისი ინფორმაციის წარდგენით შეთავაზების პირობებზე და შესათავაზებელ ფასიან ქაღალდებზე, რათა ინვესტორს მიეცეს საშუალება, გადაწყვეტილება მიიღოს ამ ფასიანი ქაღალდების შეძენაზე ან გამოწერაზე. ეს განმარტება აგრეთვე ვრცელდება ფინანსური შუამავლების მეშვეობით ფასიანი ქაღალდების განთავსებაზე;

„კვალიფიციური ინვესტორები“ ნიშნავს პირებს ან სუბიექტებს, რომლებიც ჩამოთვლილია დირექტივა 2014/65/EU-ის მე-2 დანართის პირველი სექციის პუნქტებში (1-4), და პირებს ან სუბიექტებს, რომლებიც, მოთხოვნის მიხედვით, მიიჩნევიან პროფესიონალ კლიენტებად ამ დანართის მე-2 სექციის მიხედვით, ან აღიარებულნი არიან, როგორც უფლებამოსილი კონტრაგენტები დირექტივა 2014/65/EU-ის 30-ე მუხლის შესაბამისად, თუკი მათ არ აქვთ დადებული შეთანხმება არაპროფესიონალ კლიენტებად მიჩნევის შესახებ ამ დანართის პირველი სექციის მე-4 აბზაცის შესაბამისად. ამ პუნქტის პირველი წინადადების გამოყენების მიზნებისთვის, საინვესტიციო კომპანიებმა და საკრედიტო დაწესებულებებმა ემიტენტის მოთხოვნით თავიანთი კლიენტების კლასიფიცირების შესახებ ინფორმაცია უნდა გადასცენ ემიტენტს მონაცემთა დაცვის შესახებ შესაბამისი კანონების შესაბამისად;

„მცირე და საშუალო მეწარმეები“ ანუ „SME“-ები ნიშნავს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ნებისმიერს:

კომპანიები, რომლებიც თავიანთი ბოლო წლიური ან კონსოლიდირებული ანგარიშების მიხედვით, აკმაყოფილებენ ამ სამიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს: ფინანსური წლის განმავლობაში თანამშრომლების საერთო რაოდენობა შეადგენს 250-ს, საერთო ბალანსი არ აღემატება 43 000 000 ევროს და სუფთა წლიური ბრუნვა არ აღემატება 50 000 000 ევროს;

მცირე და საშუალო ზომის საწარმოები, როგორც ეს განმარტებულია დირექტივა 2014/65/EU-ის მე-4(1) მუხლის მე-13 პუნქტში;

„საკრედიტო დაწესებულება“ ნიშნავს საკრედიტო დაწესებულებას, როგორც ეს განმარტებულია რეგულაცია (EU) No 575/2013-ის მე-4(1) მუხლის პირველ პუნქტში;

„ემიტენტი“ ნიშნავს იურიდიულ პირს, რომელიც უშვებს ფასიან ქაღალდებს ან გამოდის ფასიანი ქაღალდების გამოშვების წინადადებით;

„ოფერენტი“ ნიშნავს იურიდიულ პირს ან იმ პირს, რომელიც საზოგადოებას სთავაზობს ფასიან ქაღალდებს;

„რეგულირებული ბაზარი“ ნიშნავს რეგულირებულ ბაზარს, როგორც ეს განმარტებულია დირექტივა 2014/65/EU-ის მე-4(1) მუხლის 21-ე პუნქტში;

„რეკლამა“ ნიშნავს კომუნიკაციას, რომელსაც გააჩნია ორივე შემდეგი მახასიათებელი₾:

საზოგადოებისთვის ფასიანი ქაღალდების კონკრეტულ შეთავაზებასთან ან რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებასთან დაკავშირებით;

რომლის მიზანია ფასიანი ქაღალდების პოტენციური გამოწერის ან შეძენის კონკრეტულად ხელშეწყობა;

„რეგულირებული ინფორმაცია“ ნიშნავს რეგულირებულ ინფორმაციას, როგორც ეს განმარტებულია დირექტივა 2004/109/EC-ის მე-2(1) მუხლის ლ პუნქტში;

„რეგისტრაციის წევრი სახელმწიფო“ ნიშნავს:

ევროკავშირში დაფუძნებული ფასიანი ქაღალდების ყველა ემიტენტისთვის, რომლებიც არ არიან მოხსენიებულნი პუნქტში (ii), წევრი სახელმწიფო, სადაც ემიტენტს აქვს თავისი რეგისტრირებული ოფისი;

სასესხო ფასიანი ქაღალდების ნებისმიერი ემისიისთვის, რომელთა დენომინაცია ერთეულ ფასიან ქაღალდზე შეადგენს, სულ მცირე, 1 000 ევროს ან სასესხო ფასიანი ქაღალდების ნებისმიერი ემისიისთვის, რომლებიც იძ₾ლევიან ნებისმიერი მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდის შეძენის ან ნაღდი ფულის მიღების უფლებას, მათი კონვერტაციის ან მათთვის გადაცემული უფლებების განხორციელების შედეგად, იმ პირობით, თუ სასესხო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი არ არის დეპოზიტარული ხელწერილების ფორმით გაცემული ფასიანი ქაღალდების ემიტენტი ან ამ უკანასკნელი ემიტენტის ჯგუფს მიკუთვნებული სუბიექტი, წევრი სახელმწიფო, სდაც ემიტენტს აქვს თავისი რეგისტრირებული ოფისი ან სადაც ფასიანი ქაღალდები დაიშვა ან უნდა დაიშვას სავაჭროდ რეგულირებულ ბაზარზე ან სადაც ფასიანი ქაღალდების შეთავაზება ხდება საზოგადოებისთვის, ემიტენტის, ოფერენტის ან იმ პირის არჩევანით, რომელიც ითხოვს რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას. იგივე ვრცელდება სასესხო ფასიან ქაღალდებზე ევროს გამოკლებით ნებისმიერ ვალუტაში, იმ პირობით, თუ ამ მინიმალური დენომინაციის ღირებულება დაახლოებით 1 000 ევროს ეკვივალენტურია;

მესამე ქვეყანაში დაფუძნებული ფასიანი ქაღალდების ყველა ემიტენტისთვის, რომლებიც არაა ნახსენები (ii) პუნქტში, წევრი სახელმწიფო, სადაც აპირებენ ფასიანი ქაღალდების საზოგადოებისთვის პირველად შეთავაზებას ან სადაც კეთდება პირველი განცხადება რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დასაშვებად, ემიტენტის, ოფერენტის ან იმ პირის არჩევანით, რომელიც ითხოვს რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას, მესამე ქვეყანაში ერთ-ერთ ქვემოთ მოცემულ შემთხვევაში დაფუძნებული ემიტენტების შემდგომი არჩევანის შესაბამისად:

იმ შემთხვევაში, როცა რეგისტრაციის წევრი სახელმწიფო არ განისაზღვრა ამ ემიტენტების არჩევანით;

დირექტივა 2004/109/EC-ის მე-2(1) მუხლის პუნქტის (i)(iii) შესაბამისად;

„მასპინძელი წევრი სახელმწიფო“ ნიშნავს წევრ სახელმწიფოს, სადაც მოითხოვება საზოგადოებისთვის ფასიანი ქაღალდების შეთავაზება ან რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვება, როცა ის განსხვავდება რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოსგან;

„უფლებამოსილი ორგანო“ ნიშნავს ორგანოს, რომელსაც განსაზღვრავს თითოეული წევრი სახელმწიფო 31-ე მუხლის შესაბამისად, თუ წინამდებარე რეგულაციაში არ არსებობს სხვა მითითება;

„საინვესტიციო ფონდი, დახურული ტიპის ფონდის გამოკლებით“ ნიშნავს საპაიო საინვესტიციო ფონდებს და საინვესტიციო ფონდებს ორივე შემდეგი მახასიათებლებით:

ისინი ახდენენ კაპიტალის მობილიზებას რამდენიმე ინვესტორისთვის, მისი დაბანდების მიზნით ამ ინვესტორთა სასარგებლოდ, განსაზღვრული საინვესტიციო პოლიტიკის შესაბამისად;

მათი აქციები, მფლობელის თხოვნით, უკან შეისყიდება ან გამოისყიდება, პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათი აქტივებიდან;

„საინვესტიციო ფონდების აქციები“ ნიშნავს საინვესტიციო ფონდის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებს, რომლებიც წარმოადგენენ ამ ფონდში მონაწილეთა უფლებებსმის აქტივებთან მიმართებაში;

„დამტკიცება“ ნიშნავს პოზიტიურ ქმედებას პროსპექტში მოცემული ინფორმაციის სისრულის, სისტემურობისა და გასაგებობის დეტალური შესწავლის შედეგზე რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ;

„ემისიის წინასწარი პროსპექტი“ ნიშნავს პროსპექტს, რომელიც შეესაბამება მე-8 მუხლის მოთხოვნას და ემიტენტის არჩევანით, აკმაყოფილებს შეთავაზების საბოლოო პირობებს;

„სამუშაო დღეები“ ნიშნავს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს სამუშაო დღეებს, შაბათის, კვირის და უქმე დღეების გამოკლებით, როგორც ეს განსაზღვრულია ამ უფლებამოსილი ორგანოს მიმართ გამოყენებადი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით;

„მრავალმხრივი სავაჭრო სისტემა“ ანუ „MTF“ ნიშნავს მრავალმხრივ სავაჭრო სისტემას, როგორც ეს განმარტებულია დირექტივა 2014/65/EU-ის მე-4(1) მუხლის 22-ე პუნქტში;

„ორგანიზებული სავაჭრო სისტემა“ ანუ „OTF“ ნიშნავს ორგანიზებულ სავაჭრო სისტემას, როგორც ეს განმარტებულია დირექტივა 2014/65/EU-ის მე-4(1) მუხლის 23-ე პუნქტში;

„მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მზარდი ბაზარი“ ნიშნავს მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მზარდ ბაზარს, როგორც ეს განსაზღვრულია დირექტივა 2014/65/EU-ის მე-4(1) მუხლის მე-12 პუნქტში;

„მესამე ქვეყნის ემიტენტი“ ნიშნავს მესამე ქვეყანაში დაფუძნებულ ემიტენტს;

„შეთავაზების პერიოდი“ ნიშნავს პერიოდს, რომლის განმავლობაშიც პოტენციურ ინვესტორებს შეუძლიათ შესაბამისი ფასიანი ქაღალდების შესყიდვა ან გამოწერა;

„ხანგამძლე მატარებელი“ ნიშნავს ნებისმიერ ინსტრუმენტს, რომელიც:

შესაძლებლობას აძლევს კლიენტს, შეინახოს ის ინფორმაცია, რომელიც პირადად ამ კლიენტს ეხება, მომავალში მითითებისთვის გამოსაყენებელი ფორმით და იმ ვადით, რომელიც ადეკვატურია ინფორმაციის მიზნებისთვის; და

იძლევა შენახული ინფორმაციის რეპროდუცირების შესაძლებლობა