1. იმ ფასიანი ქაღალდების შემდგომი გადაყიდვა, რომლებიც ადრე ექვემდებარებოდნენ 1(4)-ე მუხლის (ა-დ) პუნქტებში ჩამოთვლილ, საზოგადოებისთვის შეთავაზებულ ერთ ან მეტ სახეობას, უნდა ჩაითვალოს ცალკე შეთავაზებად და მე-2 მუხლის დ პუნქტში მოცემული განმარტება გამოიყენება იმის განსაზღვრის მიზნით, ეს გადაყიდვა არის თუ არა საზოგადოებისთვის ფასიანი ქაღალდების შეთავაზება. ფასიანი ქაღალდების განთავსება ფინანსური შუამავლების მეშვეობით უნდა დაექვემდებაროს პროსპექტის გამოქვეყნებას, თუკი 1(4)-ე მუხლის (ა-დ) პუნქტებში ჩამოთვლილი ერთ-ერთი განთავისუფლება არ გამოიყენება საბოლოო განთავსებასთან მიმართებაში.
ფასიანი ქაღალდების ნებისმიერი ასეთი შემდგომი გადაყიდვის ან ფინანსური შუამავლების მეშვეობით საბოლოო განთავსებისას რაიმე დამატებითი პროსპექტი არ მოითხოვება მანამ, სანამ ძალაში არსებული პროსპექტი ხელმისაწვდომია მე-12 მუხლის შესაბამისად და ემიტენტი ან ამ პროსპექტის შედგენაზე პასუხისმგებელი პირი თანხმობას აცხადებს მის გამოყენებაზე წერილობითი შეთანხმების მეშვეობით.
2. იმ შემთხვევაში, როცა პროსპექტი ეხება იმ სასესხო ფასიანი ქაღალდების რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას, რომლებითაც ვაჭრობა მხოლოდ უნდა მოხდეს რეუგლირებულ ბაზარზე, ან მის კონკრეტულ სეგმენტზე, რომელზეც მხოლოდ კვალიფიციურ ინვესტორებს შეიძლება ჰქონდეთ წვდომა ამ ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის მიზნებისთვის, ფასიანი ქაღალდების გადაყიდვა არ უნდა მოხდეს არაკვალიფიციური ინვესტორებისთვის, თუკი პროსპექტი არაა შედგენილი წინამდებარე რეგულაციის მიხედვით, რაც შესაბამისია არაკვალიფიციური ინვესტორებისთვის.
პროსპექტის შედგე