თავი VIII — დროის განაწილების, გრძელვადიანი დასვენების, გადაყიდვისა და გაცვლის ხელშეკრულებები
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მოვაჭრემ მომხმარებელს უნდა მიაწოდოს უფასოდ, მატერიალური ფორმით ან სხვა ხანგამძლე მატარებელზე, რომელიც მომხმარებლისთვის ადვილად ხელმისაწვდომია.
3. მოვაჭრემ უნდა უზრუნველყოს, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია შედგენილი იყოს ევროკავშირის იმ წევრი ქვეყნის, სადაც მომხმარებელი ცხოვრობს ან რომლის მოქალაქეც ის არის (მომხმარებლის არჩევანის შესაბამისად), ერთ ან ერთზე მეტ სახელმწიფო ენაზე, თუ ეს ენა ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი ქვეყნის სახელმწიფო ენა
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (15.12.2023).
წინა რედაქცია (28.12.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 39. დროის განაწილების, გრძელვადიანი დასვენების, გადაყიდვისა და გაცვლის ხელშეკრულებებთან დაკავშირებული წინასახელშეკრულებო ინფორმაცია1. მოვაჭრემ მომხმარებელს ხელშეკრულების დადებამდე გარკვევით და სრულყოფილად უნდა მიაწოდოს ზუსტი წინასახელშეკრულებო ინფორმაცია, მათ შორის, ქცევის კოდექსის შესახებ, სტანდარტული ფორმების შესაბამისად, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მოვაჭრემ მომხმარებელს უნდა მიაწოდოს უფასოდ, მატერიალური ფორმით ან სხვა ხანგამძლე მატარებელზე, რომელიც მომხმარებლისთვის ადვილად ხელმისაწვდომია. 3. მოვაჭრემ უნდა უზრუნველყოს, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია შედგენილი იყოს ევროკავშირის იმ წევრი ქვეყნის, სადაც მომხმარებელი ცხოვრობს ან რომლის მოქალაქეც ის არის (მომხმარებლის არჩევანის შესაბამისად), ერთ ან ერთზე მეტ სახელმწიფო ენაზე, თუ ეს ენა ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი ქვეყნის სახელმწიფო ენაა.