1. მანამ, სანამ მომხმარებელი დადებს რაიმე ხელშეკრულებას ან მიიღებს შეთავაზებას, მოვაჭრემ მომხმარებელს გარკვევით და სრულყოფილად უნდა მიაწოდოს ზუსტი და სათანადო ინფორმაცია შემდეგნაირად:
თაიმშერის ხელშეკრულების შემთხვევაში: დანართში I მოცემული სტანდარტული საინფორმაციო ფორმა და ამ ფორმაში შესატანი ინფორმაცია, რომელიც მითითებულია ნაწილში 3;
გრძელვადიანი დასვენების ხელშეკრულების შემთხვევაში: დანართში II მოცემული სტანდარტული საინფორმაციო ფორმა და ამ ფორმაში შესატანი ინფორმაცია, რომელიც მითითებულია ნაწილში 3;
გადაყიდვის ხელშეკრულების შემთხვევაში: დანართში III მოცემული სტანდარტული საინფორმაციო ფორმა და ამ ფორმაში შესატანი ინფორმაცია, რომელიც მითითებულია ნაწილში 3;
გაცვლის ხელშეკრულების შემთხვევაში: დანართში IV მოცემული სტანდარტული საინფორმაციო ფორმა და ამ ფორმაში შესატანი ინფორმაცია, რომელიც მითითებულია ნაწილში 3.
2. პუნქტში 1 მითითებული ინფორმაცია მოვაჭრემ უნდა მიაწოდოს უფასოდ, ქაღალზე ან სხვა ხანგამძლე მატარებელზე , რომელიც მომხმარებლისთვის ადვილად ხელმისაწვდომია.
3. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ პუნქტში 1 მითითებული ინფორმაცია შედგენილი იქნეს იმ წევრი სახელმწიფოს ერთ ან ერთზე მეტ ენაზე, სადაც მომხმარებელი ცხოვრობს ან რომლის მოქალაქეც არის ის, მომხმარებლის არჩევანის მიხედვით, თუ ეს ენა ევროკავშირის სახელმწიფო ენა