1. ამ დირექტივის დებულებების დარღვევის შემთხვევაში, ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი სამართლებრივი დაცვის საშუალებებთან ერთად წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მომხმარებელს მიეცეს 14 კალენდარული დღე, რათა გავიდეს თაიმშერის, გრძელვადიანი დასვენების, გადაყიდვის ან გაცვლის ხელშეკრულებიდან რაიმე მიზეზის დასახელების გარეშე.
2. ხელშეკრულებიდან გასვლის ვადა უნდა გამოითვალოს:
ხელშეკრულების ან ნებისმიერი წინასწარი სავალდებულო ხელშეკრულების დადების დღიდან; ან
იმ დღიდან, როდესაც მომხმარებელი მიიღებს ხელშეკრულებას ან ნებისმიერ წინასწარ სავალდებულო ხელშეკრულებას, თუ ეს ხდება (a) ქვეპუნქტში გათვალისწინებულ თარიღზე გვიან.
3. ხელშეკრულებიდან გასვლის ვადა იწურება:
ამ მუხლის პუნქტში 2 მითითებული დღიდან ერთი წლისა და 14 კალენდარული დღის შემდეგ, როდესაც მოვაჭრეს შევსებული არ აქვს და მომხმარებლისთვის წერილობით, ქაღალდის ფურცელზე ან სხვა ხანგამძლე მატარებლით გადაცემული არ აქვს ხელშეკრულებიდან გასვლის სტანდარტული ცალკე ფორმა მე-5 მუხლის 5(4) მოთხოვნის შესაბამისად;
ამ მუხლის პუნქტში 2 მითითებული დღიდან სამი თვისა და 14 კალენდარული დღის შემდეგ, თუ მუხლში 4(1) მითითებული ინფორმაცია, მათ შორის, დანართებში I-IV მოცემული სტანდარტული საინფორმაციო ფორმა მომხმარებლისთვის მიწოდებული არ არის წერილობითი ფორმით, ქაღალდის ფურცელზე ან სხვა ხანგამძლე მატარებლის გამოყენებით.
ამასთან, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გაითვალისწინონ შესაბამისი სანქციები მე-15 მუხლის შესაბამისად, განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშეკრულებიდან გასვლის ვადის ამოწურვის დროისთვის, მოვაჭრეს არ აქვს დაკმაყოფილებული ამ დირექტივაში განსაზღვრული საინფორმაციო მოთხოვნები.
4. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებიდან გასვლის სტანდარტული ცალკე ფორმა, რომელიც მოთხოვნილია მუხლში 5(4), მოვაჭრემ შეავსო ქაღალდის ფურცელზე ან სხვა ხანგამძლე მატარებლის გამოყენებით და გადასცა მომხმარებელს ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დღიდან ერთი წლის განმავლობაში, ხელშეკრულებიდან გასვლის ვადა დაიწყება მომხმარებლის მიერ აღნიშნული ფორმის მიღების დღიდან. ანალოგიურად, თუ ინფორმაცია, რომელზეც მითითებულია მუხლში 4(1), მათ შორის, დანართებში I-IV მოცემული სტანდარტული საინფორმაციო ფორმა, მომხმარებელს გადაეცა ქაღალდის ფურცლის ან სხვა ხანგამძლე მატარებლის გამოყენებით ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დღიდან სამი თვის განმავლობაში, ხელშეკრულებიდან გასვლის ვადა დაიწყება მომხმარებლის მიერ ამგვარი ინფორმაციის მიღების დღიდან.
5. იმ შემთხვევაში, თუ გაცვლის და თაიმშერის ხელშეკრულებას მომხმარებელს სთავაზობენ ერთდროულად, ორივე ხელშეკრულებასთან გამოიყენება ხელშეკრულებიდან გასვლის მხოლოდ ერთი ვადა პუნქტის 1 შესაბამისად. ორივე ხელშეკრულებისთვის ხელშეკრულებიდან გასვლის ვადა უნდა გამოითვალოს მე-2 პუნქტის დებულებების მიხედვით, ვინაიდან ისინი ეხება თაიმშერის ხელშეკრულება