1. ამ დირექტივის მიზნებისთვის ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:

„თაიმშერის ხელშეკრულება“ არის ხელშეკრულება, რომლის ხანგრძლივობა განისაზღვრება ერთზე მეტი წლით და რომლის თანახმადაც მომხმარებელი, საფასურის გადახდის სანაცვლოდ, იღებს უფლებას, საცხოვრებელი გამოიყენოს ერთი ან მეტი ღამით ერთზე მეტ გამოყენების პერიოდში;

„გრძელვადიანი დასვენების ხელშეკრულება“ არის ხელშეკრულება, რომლის ხანგრძლივობა აღემატება ერთ წელს და რომლის თანახმადაც მომხმარებელი საფასურის სანაცვლოდ, უმთავრესად, იძენს ფასდაკლების ან სხვა შეღავათების მიღების უფლებას საცხოვრებელთან დაკავშირებით, ცალკე ან სამოგზაურო თუ სხვა მომსახურებებთან ერთად;

„გადაყიდვის ხელშეკრულება“ არის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მოვაჭრე საფასურის სანაცვლოდ ეხმარება მომხმარებელს თაიმშერის ან გრძელვადიანი დასვენების პროდუქტის ყიდვა-გაყიდვაში;

„გაცვლის ხელშეკრულება“ არის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მომხმარებელი საფასურის სანაცვლოდ უერთდება გაცვლის სისტემას, რაც მას უფლებას აძლევს, ხელი მიუწვდებოდეს ღამის გასათევზე ან სხვა მომსახურებებზე, სამაგიეროდ ის სხვა პირებს გადასცემს დროებითი წვდომის უფლებას მომხმარებლის იმ თაიმშერის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი უფლებებით მიღებულ შეღავათებზე;

„მოვაჭრე“ არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის მოქმედების მიზანი დაკავშირებულია მის კომერციულ საქმიანობასთან, ბიზნესთან, ხელობასთან ან პროფესიასთან და ნებისმიერი პირი, რომელიც მოქმედებს მოვაჭრის სახელით ან მოვაჭრის დავალებით;

„მომხმარებელი“ არის ფიზიკური პირი, რომლის მოქმედების მიზანი არ არის დაკავშირებული ამ პირის კომერციულ საქმიანობასთან, ბიზნესთან, ხელობასთან ან პროფესიასთან;

„დამხმარე ხელშეკრულება“ არის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მომხმარებელი სარგებლობს მომსახურებებით, რომლებიც დაკავშირებულია თაიმშერის ან გრძელვადიანი დასვენების ხელშეკრულებასთან და რომლებიც უზრუნველყოფილია მოვაჭრის ან მესამე მხარის მიერ, ამ მესამე მხარესა და მოვაჭრეს შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე;

„ხანგამძლე მატარებელი“ არის ნებისმიერი ინსტრუმენტი, რომელიც მომხმარებელს ან მოვაჭრეს საშუალებას აძლევს, პირადად მასთან დაკავშირებული ინფორმაცია შეინახოს იმგვარად, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს მომავალში ინფორმაციის გამოყენების მიზნებისთვის ადეკვატური დროის განმავლობაში და რომელიც იძლევა შენახული ინფორმაციის უცვლელად კვლავწარმოების საშუალებას;

„ქცევის კოდექსი“ არის შეთანხმება ან წესების კრებული, რომელიც არ არის დაწესებული წევრი სახელმწიფოს კანონით, რეგულაციით ან ადმინისტრაციული დებულებით და რომელიც განსაზღვრავს მოვაჭრეთა ქცევას, რომელნიც იღებენ ვალდებულებას, შეასრულონ კოდექსის ნორმები ერთი ან ერთზე მეტი კონკრეტული კომერციული პრაქტიკის ან ბიზნეს სექტორის ფარგლებში;

„ქცევის კოდექსის ავტორი“ არის ნებისმიერი სუბიექტი, მოვაჭრის ან მოვაჭრეთა ჯგუფის ჩათვლით, რომელიც პასუხისმგებელია ქცევის კოდექსის შექმნასა და შესწორებაზე ან/და რომელსაც აკისრია პასუხისმგებლობა, გააკონტროლოს იმ პირთა ქცევის კოდექსთან შესაბამისობა, რომელთაც ნაკისრი აქვთ მისი შესრულების ვალდებულება.

2. თაიმშერის ხელშეკრულების ან გრძელვადიანი დასვენების ხელშეკრულების ხანგრძლივობის გამოთვლისას, რაც შესაბამისად განსაზღვრულია (a) და (b) ქვეპუნქტებში, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ხელშეკრულების ნებისმიერი დებულება, რომელიც იძლევა ვადის ავტომატური გაგრძელების ან გახანგრძლივების შესაძლებლობა