1. გრძელვადიანი დასვენების ხელშეკრულებების შემთხვევაში, გადახდა სრულდება ეტაპობრივი გადახდის გრაფიკის მიხედვით. აკრძალულია ხელშეკრულებაში განსაზღვრული საფასურის ნებისმიერი სახით გადახდა, რომელიც განსხვავდება ეტაპობრივი გადახდის გრაფიკისგან. გადახდები, საწევრო შენატანის ჩათვლით, უნდა დაიყოს ყოველწლიურ, თანაბარ შენატანებად. მოვაჭრემ უნდა გაგზავნოს წერილობითი მოთხოვნა გადახდასთან დაკავშირებით გადახდის ყოველ თარიღამდე მინიმუმ 14 კალენდარული დღით ადრე. მოთხოვნა უნდა შესრულდეს ქაღალდის ფურცელზე ან სხვა ხანგამძლე მატარებელზე.

2. მეორე მიმდინარე შენატანის შემდეგ მომხმარებელს შეუძლია, შეწყვიტოს ხელშეკრულება დაჯარიმების გარეშე, რისთვისაც მან ყოველი შენატანის გადახდის შესახებ მოთხოვნის მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში მოვაჭრეს უნდა გაუგზავნოს შეტყობინება. აღნიშნული უფლება გავლენას არ ახდენს ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებებზე, რომლებიც გათვალისწინებულია არსებულ ეროვნულ კანონმდებლობაშ