1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ხელშეკრულება შედგეს წერილობითი ფორმით, ქაღალდის ფურცელზე ან სხვა ხანგამძლე მატარებელზე იმ წევრი სახელმწიფოს ერთ ან ერთზე მეტ ენაზე, სადაც მომხმარებელი ცხოვრობს ან რომლის მოქალაქეც არის ის, მომხმარებლის არჩევანის მიხედვით, თუ ეს ენა ევროკავშირის სახელმწიფო ენაა.
მიუხედავად ამისა, წევრ სახელმწიფოს, სადაც მომხმარებელი ცხოვრობს, შეუძლია დამატებით მოითხოვოს, რომ:
თითოეულ შემთხვევაში მომხმარებელს ხელშეკრულება მიეწოდოს წევრი სახელმწიფოს ენაზე ან ერთ-ერთ ენაზე, თუ ის ევროკავშირის სახელმწიფო ენაა;
თაიმშერის ხელშეკრულების შემთხვევაში, რომელიც ერთ კონკრეტულ უძრავ ქონებას ეხება, მოვაჭრე მომხმარებელს მიაწვდის ხელშეკრულების დამოწმებულ თარგმანს იმ წევრი სახელმწიფოს ენაზე ან ერთ-ერთ ენაზე, სადაც აღნიშნული ქონებაა განთავსებული, თუ ეს ევროკავშირის სახელმწიფო ენაა.
წევრმა სახელმწიფომ, რომლის ტერიტორიაზეც მოვაჭრე ახორციელებს გაყიდვებს, შესაძლოა, მოითხოვოს, რომ თითოეულ შემთხვევაში მომხმარებელს ხელშეკრულება მიეწოდოს წევრი სახელმწიფოს ენაზე ან ერთ-ერთ ენაზე, თუ ის ევროკავშირის სახელმწიფო ენაა.
2. მუხლში (4)1 მითითებული ინფორმაცია წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და არ უნდა შეიცვალოს, თუ მხარეები აშკარად სხვაგვარად არ შეთანხმდებიან ან, თუ ცვლილებები გამოწვეულია უჩვეულო და გაუთვალისწინებელი გარემოებებით, რომლებიც მოვაჭრის კონტროლს არ ექვემდებარება და რომელთა შედეგების თავიდან აცილება შეუძლებელი იქნებოდა სათანადო სიფრთხილის გამოჩენის შემთხვევაშიც.
აღნიშნული ცვლილებების შესახებ მომხმარებელს უნდა ეუწყოს ქაღალდის ფურცელზე ან მომხმარებლისთვის ადვილად ხელმისაწვდომ სხვა ხანგამძლე მატარებელზე ხელშეკრულების დადებამდე.
ხელშეკრულება გარკვევით უნდა მიუთითებდეს ამგვარი ცვლილებების შესახებ.
3. მუხლში 4(1) გათვალისწინებულ ინფორმაციასთან ერთად ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს:
თითოეული მხარის ვინაობას, საცხოვრებელ ადგილს და ხელმოწერას და
ხელშეკრულების დადების თარიღსა და ადგილს.
4. ხელშეკრულების დადებამდე მოვაჭრემ მომხმარებლის ყურადღება უნდა გაამახვილოს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების არსებობაზე, მუხლში 6 მითითებული ხელშეკრულებიდან გასვლის ვადის ხანგრძლივობასა და მუხლში 9 მითითებული ხელშეკრულებიდან გასვლის ვადის გასვლამდე წინასწარი გადახდის აკრძალვაზე.
ხელშეკრულების შესაბამის დებულებებს მომხმარებელმა ხელი უნდა მოაწეროს ცალ-ცალკე.
ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს ხელშეკრულებიდან გასვლის ცალკე სტანდარტულ ფორმას, რომელიც მოცემულია დანართში V და ემსახურება მე-6 მუხლის შესაბამისად ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენების გამარტივებას.
5. მომხმარებელს გადაეცემა ხელშეკრულების ასლი ან ასლები მისი გაფორმებისა