1. ამ დირექტივის მიზანია, ხელი შეუწყოს შიდა ბაზრის შეუფერხებელ ფუნქციონირებას და მიაღწიოს მომხმარებლების მაღალ დონეზე დაცვას, თაიმშერისა და გრძელვადიანი დასვენების პროდუქქტების, ასევე გაცვლის ხელშეკრულებების ბაზარზე გატანის, გაყიდვისა და გადაყიდვის ზოგიერთ ასპექტთან მიმართებით წევრი სახელმწიფოების კანონების, რეგულაციებისა და ადმინისტრაციული დებულებების დაახლოების გზით.
2. ეს დირექტივა ეხება გარიგებებს მოვაჭრესა და მომხმარებელს შორის.
ეს დირექტივა არ ზღუდავს ეროვნულ კანონმდებლობას, რომელიც:
ითვალისწინებს სახელშეკრულებო სამართალში განსაზღვრულ სამართლებრივი დაცვის ზოგად საშუალებებს;
უკავშირდება უძრავი ან მოძრავი ქონების რეგისტრაციასა და უძრავი ქონების გადაცემას;
უკავშირდება დაარსების ან ავტორიზაციის რეჟიმების პირობებს ან ლიცენზირების მოთხოვნებს და
უკავშირდება იმ უფლებების სამართლებრივი ხასიათის განსაზღვრას, რომლებიც ამ დირექტივით რეგულირებული ხელშეკრულებების საგანს წარმოადგენდე