1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა ინფორმაცია მიაწოდონ მომხმარებლებს იმ ეროვნული კანონმდებლობის შესახებ, რომელშიც გადმოტანილია ეს დირექტივა და, საჭიროების შემთხვევაში, ხელი უნდა შეუწყონ მოვაჭრეებსა და ქცევის კოდექსის ავტორებს, რათა მათ საკუთარი ქცევის კოდექსების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ მომხმარებელს.
კომისიამ ხელი უნდა შეუწყოს ევროკავშირის დონეზე ქცევის კოდექსის შექმნას ევროგაერთიანების კანონმდებლობის შესაბამისად, განსაკუთრებით კი, პროფესიული კავშირების, ორგანიზაციებისა და ასოციაციების მიერ, იმ მიზნით, რომ გამარტივდეს ამ დირექტივის განხორციელება. ეს ასევე დაეხმარება მოვაჭრეებსა და მათ ფილიალებს მომხმარებლებისთვის ნებისმიერი ამგვარი კოდექსის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური ნიშანდების მეშვეობით.
2. წევრმა სახელმწიფოებმა ხელი უნდა შეუწყონ სასამართლოს გარეთ საჩივრების განხილვისა და ზარალის ანაზღაურების ადეკვატური და ეფექტური პროცედურების შექმნას ამ დირექტივის შესაბამისად, მომხმარებელთა დავების გადასაწყვეტად და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა წაახალისონ მოვაჭრეები და მათი ფილიალები, რათა მათ ინფორმაცია მიაწოდონ მომხმარებლებს ამგვარი პროცედურების ხელმისაწვდომობის შესახე