ეს დირექტივა ვრცელდება წევრ სახელმწიფოებზე.
შედგენილია სტრასბურგში, 2009 წლის 14 იანვარს.
ევროპარლამენტის სახელით საბჭოს სახელით
თავმჯდომარე თავმჯდომარე
ჰ.გ. პოტერინგი ა. ვონდრა
დანართი I
სტანდარტული საინფორმაციო ფორმა თაიმშერის ხელშეკრულებებისთვის
ნაწილი 1:
იმ მოვაჭრ(ეებ)ის ვინაობა, საცხოვრებელი ადგილი და სამართლებრივი სტატუსი, რომელიც(რომლებიც) ხელშეკრულების მხარე(ები) იქნება(იქნებიან):
პროდუქტის მოკლე აღწერილობა (მაგ., უძრავი ქონების აღწერილობა):
უფლებ(ებ)ის ზუსტი ხასიათი და შინაარსი:
ზუსტი ვადა, რომლის განმავლობაშიც შესაძლებელია უფლების გამოყენება, რომელიც ხელშეკრულების საგანია და, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ვადის ხანგრძლივობა:
თარიღი, როდიდანაც მომხმარებელი შეძლებს სახელშეკრულებო უფლების გამოყენებას:
თუ ხელშეკრულება ეხება კონკრეტულ უძრავ ქონებას, რომელიც მშენებლობის პროცესშია - თარიღი, როდესაც საცხოვრებელი და მომსახურებები/ობიექტები დასრულდება/ხელმისაწვდომი იქნება:
საფასური, რომელიც მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს უფლებ(ებ)ის შესაძენად:
დამატებითი სავალდებულო ხარჯების განსაზღვრა, რომლებიც დაირიცხება ხელშეკრულების მიხედვით; ხარჯების ტიპები და თანხების მითითება (მაგ., წლიური გადასახადები, სხვა პერიოდული გადასახადები, სპეციალური გადასახადები, ადგილობრივი გადასახადები);
მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი მთავარი მომსახურებების მოკლე ჩამონათვალი (მაგ., ელექტროენერგია, წყალი, ტექნიკური მომსახურება, ნაგვის გატანა) და ამ სახის მომსახურებებისთვის მომხმარებლის მიერ გადასახდელი თანხის მითითება:
მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ობიექტების მოკლე ჩამონათვალი (მაგ., საცურაო აუზი ან საუნა):
არის თუ არა აღნიშნული მოწყობილობები გათვალისწინებული ზემოთ მითითებულ ხარჯებში?
თუ არ არის, განისაზღვროს, თუ რა არის გათვალისწინებული და რისთვის უნდა იქნეს გადახდილი გადასახადი:
არის თუ არა შესაძლებელი გაცვლის სქემასთან მიერთება?
თუ არის, განისაზღვროს გაცვლის სქემის დასახელება:
წევრობის/გაცვლის ხარჯების მითითება:
აქვს თუ არა მოვაჭრეს ხელი მოწერილი ქცევის კოდექს(ებ)ზე და თუ აქვს, სად შეიძლება მისი/მათი ნახვა?
ნაწილი 2:
ზოგადი ინფორმაცია:
მომხმარებელს უფლება აქვს გავიდეს ხელშეკრულებიდან რაიმე მიზეზის დასახელების გარეშე ხელშეკრულების ან ნებისმიერი სავალდებულო წინასწარი ხელშეკრულების დადებიდან ან აღნიშნული ხელშეკრულებების მიღებიდან (თუ ეს მოხდება მოგვიანებით) 14 კალენდარული დღის განმავლობაში.
ხელშეკრულებიდან გასვლის ამ ვადაში მომხმარებელს ეკრძალება ყველანაირი წინასწარი გადახდა. აკრძალვა ეხება ნებისმიერ ანაზღაურებას, მათ შორის, გადახდას, გარანტიების უზრუნველყოფას, ფულის ანგარიშებზე დარეზერვებას, ვალის არსებობის ღიად აღიარებას და ა.შ. ის მოიცავს არა მხოლოდ მოვაჭრის სასარგებლოდ, არამედ მესამე მხარის სასარგებლოდ გადახდილ გადახდასაც.
მომხმარებელს არ ეკისრება რაიმე ხარჯი ან ვალდებულება გარდა იმისა, რაც განსაზღვრულია ხელშეკრულებაში.
საერთაშორისო კერძო სამართლის თანახმად, ხელშეკრულება შესაძლებელია რეგულირდებოდეს კანონით, რომელიც არ არის იმ წევრი სახელმწიფოს კანონი, სადაც მომხმარებელი ცხოვრობს ან რომლის მუდმივმაცხოვრებელიც არის ის და შესაძლო დავების მოგვარება შესაძლებელია სასამართლოებში, რომლებიც არ ეკუთვნის იმ წევრ სახელმწიფოს, სადაც მომხმარებელი ცხოვრობს ან რომლის მუდმივმაცხოვრებელიც არის ის.
მომხმარებლის ხელმოწერა:
ნაწილი 3:
დამატებითი ინფორმაცია, რომლის მიღების უფლებაც აქვს მომხმარებელს და კონკრეტულად სად შეიძლება მისი მიღება (მაგალითად, ზოგადი ბროშურის რომელ თავშია შესული), თუ არ არის გათვალისწინებული ქვემოთ:
ინფორმაცია შეძენილი უფლებების შესახებ
პირობები, რომლებიც განსაზღვრავს იმ უფლების გამოყენებას, რომელიც არის ხელშეკრულების საგანი, იმ წევრი სახელმწიფო(ებ)ის ტერიტორიაზე, სადაც შესაბამისი ქონება მდებარეობს და ინფორმაცია იმის შესახებ, დაკმაყოფილებულია თუ არა აღნიშნული პირობები ან, თუ არ არის, რა პირობები დარჩა დასაკმაყოფილებელი,იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულება უზრუნველყოფს საცხოვრებლების ერთობლიობაში შემავალი საცხოვრებლის გამოყენების უფლებას - ინფორმაცია იმ შეზღუდვების შესახებ, რომელთა თანახმადაც მომხმარებელი ყოველთვის ვერ გამოიყენებს საცხოვრებლების ერთობლიობაში შემავალ ნებისმიერ საცხოვრებელს.
ინფორმაცია უძრავი ქონების შესახებ
თუ ხელშეკრულება ეხება სპეციფიკურ უძრავ ქონებას - ამ უძრავი ქონების ზუსტი და დეტალური აღწერილობა და მისი ადგილმდებარეობა; თუ ხელშეკრულება ეხება რამდენიმე ქონებას (რამდენიმე კურორტს) - მათი შესაბამისი აღწერილობა და მდებარეობა; თუ ხელშეკრულება ეხება საცხოვრებელს, რომელიც არ არის უძრავი ქონება - საცხოვრებლისა და მოწყობილობების შესაბამისი აღწერილობა,მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი მომსახურებები (მაგ., ელექტროენერგია, წყალი, ტექნიკური მომსახურება, ნაგვის გატანა) და მომსახურების პირობები,საჭიროების შემთხვევაში, საერთო ობიექტები, როგორებიცაა: საცურაო აუზი, საუნა და სხვა, რომლებთანაც მომხმარებელს აქვს ან ექნება წვდომა და რა პირობებით.
დამატებითი მოთხოვნები საცხოვრებლისთვის, რომელიც მშენებლობის პროცესშია (შესაბამის შემთხვევაში)
საცხოვრებლის სამშენებლო სამუშაოების მდგომარეობა და მომსახურებების სისრულე, რომ საცხოვრებელი სრულყოფილად ფუნქციონირებდეს (გაზი, ელექტროენერგია, წყალი და სატელეფონო კავშირები) და ნებისმიერი ობიექტის მდგომარეობა, რომელთანაც მომხმარებელს ექნება წვდომა,საცხოვრებლის დასრულებისა და მისი სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის გაწეული მომსახურებების შესრულების ბოლო ვადა (გაზი, ელექტროენერგია, წყალი და სატელეფონო კავშირები) და ნებისმიერი იმ ობიექტის დასრულების ბოლო ვადა, რომელთანაც მომხმარებელს ექნება წვდომა,მშენებლობის ნებართვის ნომერი და კომპეტენტური ორგანოს ან ორგანოების დასახელება(დასახელებები) და სრული მისამართ(ებ)ი,გარანტია საცხოვრებლის დასრულებასთან დაკავშირებით ან გარანტია ნებისმიერი გადასახადის გადახდასთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში, თუ საცხოვრებელი არ არის დასრულებული და, საჭიროების შემთხვევაში, ამგვარი გარანტიების მოქმედების პირობები.
ინფორმაცია ხარჯების შესახებ
თაიმშერის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის ზუსტი და სათანადო აღწერილობა; როგორ განაწილდება ეს ხარჯები მომხმარებლებზე და როგორ და როდის შეიძლება გაიზარდოს ამგვარი ხარჯები; ქონების გამოყენებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობის გამოთვლის მეთოდი, სავალდებულო სახელმწიფო მოსაკრებლები (მაგალითად, ბეგარა და გადასახადები) და ადმინისტრაციული ზედნადები ხარჯები (მაგალითად, მართვის, ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების),შესაბამის შემთხვევაში, ინფორმაცია იმის შესახებ, არის თუ არა რაიმე ხარჯი, იპოთეკა, ქონების უფლებრივი დატვირთვა ან რაიმე სხვა საგადასახადო გირავნობა რეგისტრირებული საცხოვრებლის საკუთრების უფლებაზე.
ინფორმაცია ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ
შესაბამის შემთხვევაში, ინფორმაცია დამატებითი ხელშეკრულებების შეწყვეტის შეთანხმებისა და მისი შედეგების შესახებ,ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები, შეწყვეტის შედეგები და ინფორმაცია მომხმარებლის ნებისმიერი ვალდებულების შესახებ, რომელიც დაკავშირებულია ნებისმიერ ხარჯთან, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად.
დამატებითი ინფორმაცია
ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ხორციელდება ქონების ტექნიკური მომსახურება, შეკეთება და მისი ადმინისტრირება და მართვა, მათ შორის, შეუძლიათ თუ არა და როგორ შეუძლიათ მომხმარებლებს ამ საკითხებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებზე გავლენის მოხდენა და გადაწყვეტილების პროცესში მონაწილეობა,ინფორმაცია იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა სახელშეკრულებო უფლებების გადაყიდვის სისტემასთან მიერთება, ინფორმაცია შესაბამისი სისტემის შესახებ და ამ სისტემის მეშვეობით გადაყიდვასთან დაკავშირებული ხარჯების მითითება,ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, მაგალითად, მართვის შესახებ გადაწყვეტილებებთან, ხარჯების გაზრდასა და პრეტენზიებისა და საჩივრების განხილვასთან დაკავშირებით მოვაჭრესთან ურთიერთობისთვის ხელმისაწვდომი ენ(ებ)ის მითითება,საჭიროების შემთხვევაში, დავის გადაწყვეტის სასამართლოს გარე შესაძლებლობა.
ინფორმაციის მიღების დადასტურება:
მომხმარებლის ხელმოწერა:
დანართი II
სტანდარტული საინფორმაციო ფორმა გრძელვადიანი დასვენების ხელშეკრულებებისთვის
ნაწილი 1:
იმ მოვაჭრ(ეებ)ის ვინაობა, საცხოვრებელი ადგილი და სამართლებრივი სტატუსი, რომელიც(რომლებიც) ხელშეკრულების მხარე(ები) იქნება(იქნებიან):
პროდუქტის მოკლე აღწერილობა:
უფლებ(ებ)ის ზუსტი ხასიათი და შინაარსი:
ზუსტი ვადა, რომლის განმავლობაშიც შესაძლებელია უფლების გამოყენება, რომელიც ხელშეკრულების საგანია და, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ვადის ხანგრძლივობა:
თარიღი, როდიდანაც მომხმარებელი შეძლებს სახელშეკრულებო უფლების გამოყენებას:
უფლების შესაძენად მომხმარებლის გადასახდელი საფასური, მათ შორის, ნებისმიერი პერიოდული ხარჯი, რომლის დარიცხვასაც მომხმარებელი უნდა ელოდოს საცხოვრებელთან, მოგზაურობასა და მათთან დაკავშირებულ ნებისმიერ პროდუქტთან ან მომსახურებასთან წვდომის უფლების მოპოვების შედეგად:
ეტაპობრივი გადახდის გრაფიკი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული საფასურის ტოლ შენატანებად გადახდას ხელშეკრულების პერიოდის ყოველ წელს და მათ გადასახდელად დაწესებული თარიღები:
ეტაპობრივად გადასახდელი შენატანების ოდენობა შეიძლება შეიცვალოს ერთი წლის შემდეგ, რათა შენარჩუნდეს ამ შენატანების რეალური ღირებულება, მაგალითად, გათვალისწინებულ იქნეს ინფლაცია.
დამატებითი სავალდებულო ხარჯების განსაზღვრა, რომლებიც დაირიცხება ხელშეკრულების მიხედვით; ხარჯების ტიპები და თანხების მითითება (მაგ., წლიური საწევრო შენატანები):
მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ძირითადი მომსახურებების მოკლე ჩამონათვალი (მაგ., ფასდაკლება სასტუმროში გაჩერებასა და ავიაფრენებზე):
შედის თუ არა ისინი ზემოთ მითითებულ ხარჯებში?
თუ არა, განისაზღვროს, თუ რა შედის და რისთვის უნდა იქნეს გადახდილი გადასახადი (მაგ., სამი ღამით გაჩერება, რომელიც გათვალისწინებულია წლიურ საწევრო შენატანში, ყველა სხვა საცხოვრებელი გადახდილი უნდა იქნეს ცალკე):
აქვს თუ არა მოვაჭრეს ხელი მოწერილი ქცევის კოდექს(ებ)ზე და თუ აქვს, სად შეიძლება მისი/მათი ნახვა?
ნაწილი 2:
ზოგადი ინფორმაცია:
მომხმარებელს უფლება აქვს გავიდეს ხელშეკრულებიდან რაიმე მიზეზის დასახელების გარეშე ხელშეკრულების ან ნებისმიერი სავალდებულო წინასწარი ხელშეკრულების დადებიდან ან აღნიშნული ხელშეკრულებების მიღებიდან (თუ ეს მოხდება მოგვიანებით) 14 კალენდარული დღის განმავლობაში.
ხელშეკრულებიდან გასვლის ამ ვადაში მომხმარებელს ეკრძალება ყველანაირი წინასწარი გადახდა. აკრძალვა ეხება ნებისმიერ ანაზღაურებას, მათ შორის, გადახდას, გარანტიების უზრუნველყოფას, ფულის ანგარიშებზე დარეზერვებას, ვალის არსებობის ღიად აღიარებას და ა.შ. ის მოიცავს არა მხოლოდ მოვაჭრის სასარგებლოდ, არამედ მესამე მხარის სასარგებლოდ განხორციელებულ გადახდასაც.
მომხმარებელს უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშეკრულება დაჯარიმების გარეშე, რისთვისაც მან ყოველი წლიური შენატანის გადახდის შესახებ მოთხოვნის მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში მოვაჭრეს უნდა გაუგზავნოს შეტყობინება.
მომხმარებელს არ ეკისრება რაიმე ხარჯი ან ვალდებულება გარდა იმისა, რაც განსაზღვრულია ხელშეკრულებაში.
საერთაშორისო კერძო სამართლის თანახმად, ხელშეკრულება შესაძლებელია რეგულირდებოდეს კანონით, რომელიც არ არის იმ წევრი სახელმწიფოს კანონი, სადაც მომხმარებელი ცხოვრობს ან რომლის მუდმივმაცხოვრებელიც არის ის და შესაძლო დავების მოგვარება შესაძლებელია სასამართლოებში, რომლებიც არ ეკუთვნის იმ წევრ სახელმწიფოს, სადაც მომხმარებელი ცხოვრობს ან რომლის მუდმივმაცხოვრებელიც არის ის.
მომხმარებლის ხელმოწერა:
ნაწილი 3:
დამატებითი ინფორმაცია, რომლის მიღების უფლებაც აქვს მომხმარებელს და კონკრეტულად სად შეიძლება მისი მიღება (მაგალითად, ზოგადი ბროშურის რომელ თავშია შესული), თუ არ არის გათვალისწინებული ქვემოთ:
ინფორმაცია შეძენილი უფლებების შესახებ
მომავალი ჯავშნებისთვის ხელმისაწვდომი ფასდაკლებების სათანადო და ზუსტი აღწერა, რომელსაც ნიმუშად ახლავს ბოლოდროინდელი შეთავაზებების მაგალითები.
ინფორმაცია მომხმარებლის მიერ უფლებების გამოყენებასთან დაკავშირებულ შეზღუდვებზე, კერძოდ, ხელმისაწვდომობის შეზღუდვაზე ან ინფორმაცია შეთავაზებებზე, რომლებიც ეფუძნება პრინციპს - პირველ მომსვლელს პირველს ემსახურებიან, ინფორმაცია გარკვეული რეკლამების ვადებსა და სპეციალურ ფასდაკლებებზე.
ინფორმაცია ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ
შესაბამის შემთხვევაში, ინფორმაცია დამატებითი ხელშეკრულებების შეწყვეტის შეთანხმებისა და მისი შედეგების შესახებ,ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები, შეწყვეტის შედეგები და ინფორმაცია მომხმარებლის ნებისმიერი ვალდებულების შესახებ, რომელიც დაკავშირებულია ნებისმიერ ხარჯთან, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად.
დამატებითი ინფორმაცია
ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მოვაჭრესთან ურთიერთობისთვის, მაგალითად, პრეტენზიებისა და საჩივრების განხილვასთან დაკავშირებით ხელმისაწვდომი ენ(ებ)ის მითითება,საჭიროების შემთხვევაში, დავის გადაწყვეტის სასამართლოს გარე შესაძლებლობა.
ინფორმაციის მიღების დადასტურება:
მომხმარებლის ხელმოწერა:
დანართი III
სტანდარტული საინფორმაციო ფორმა გადაყიდვის ხელშეკრულებებისთვის
ნაწილი 1:
იმ მოვაჭრ(ეებ)ის ვინაობა, საცხოვრებელი ადგილი და სამართლებრივი სტატუსი, რომელიც(რომლებიც) ხელშეკრულების მხარე(ები) იქნება(იქნებიან):
პროდუქტის მოკლე აღწერილობა (მაგ., ბაზარზე გატანა):
ხელშეკრულების ხანგრძლივობა:
საფასური, რომელიც მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს მომსახურებების შესაძენად:
დამატებითი სავალდებულო ხარჯების განსაზღვრა, რომლებიც დაირიცხება ხელშეკრულების მიხედვით; ხარჯების ტიპები და თანხების მითითება (მაგ., ადგილობრივი გადასახადები, ნოტარიუსის გადასახადები, რეკლამის ხარჯი):
აქვს თუ არა მოვაჭრეს ხელი მოწერილი ქცევის კოდექს(ებ)ზე და თუ აქვს, სად შეიძლება მისი/მათი ნახვა?
ნაწილი 2:
ზოგადი ინფორმაცია:
მომხმარებელს უფლება აქვს გავიდეს ხელშეკრულებიდან რაიმე მიზეზის დასახელების გარეშე ხელშეკრულების ან ნებისმიერი სავალდებულო წინასწარი ხელშეკრულების დადებიდან ან აღნიშნული ხელშეკრულებების მიღებიდან (თუ ეს მოხდება მოგვიანებით) 14 კალენდარული დღის განმავლობაში.
მომხმარებელს ეკრძალება რაიმე წინასწარი გადახდის განხორციელება რეალურ გაყიდვამდე ან გადაყიდვის ხელშეკრულების სხვაგვარად შეწყვეტამდე. აკრძალვა ეხება ნებისმიერ ანაზღაურებას, მათ შორის, გადახდას, გარანტიების უზრუნველყოფას, ფულის ანგარიშებზე დარეზერვებას, ვალის არსებობის ღიად აღიარებას და ა.შ. ის მოიცავს არა მხოლოდ მოვაჭრის სასარგებლოდ, არამედ მესამე მხარის სასარგებლოდ განხორციელებულ გადახდასაც.
მომხმარებელს არ ეკისრება რაიმე ხარჯი ან ვალდებულება გარდა იმისა, რაც განსაზღვრულია ხელშეკრულებაში.
საერთაშორისო კერძო სამართლის თანახმად, ხელშეკრულება შესაძლებელია რეგულირდებოდეს კანონით, რომელიც არ არის იმ წევრი სახელმწიფოს კანონი, სადაც მომხმარებელი ცხოვრობს ან რომლის მუდმივმაცხოვრებელიც არის ის და შესაძლო დავების მოგვარება შესაძლებელია სასამართლოებში, რომლებიც არ ეკუთვნის იმ წევრ სახელმწიფოს, სადაც მომხმარებელი ცხოვრობს ან რომლის მუდმივმაცხოვრებელიც არის ის.
მომხმარებლის ხელმოწერა:
ნაწილი 3:
დამატებითი ინფორმაცია, რომლის მიღების უფლებაც აქვს მომხმარებელს და კონკრეტულად სად შეიძლება მისი მიღება (მაგალითად, ზოგადი ბროშურის რომელ თავშია შესული), თუ არ არის გათვალისწინებული ქვემოთ:
ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები, შეწყვეტის შედეგები და ინფორმაცია მომხმარებლის ნებისმიერი ვალდებულების შესახებ, რომელიც დაკავშირებულია ნებისმიერ ხარჯთან, რომელიც შესაძლოა, წარმოიშვას ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად,ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მოვაჭრესთან ურთიერთობისთვის, მაგალითად, პრეტენზიებისა და საჩივრების განხილვასთან დაკავშირებით ხელმისაწვდომი ენ(ებ)ის მითითება,საჭიროების შემთხვევაში, დავის გადაწყვეტის სასამართლოს გარე შესაძლებლობა.
ინფორმაციის მიღების დადასტურება:
მომხმარებლის ხელმოწერა:
დანართი IV
სტანდარტული საინფორმაციო ფორმა გაცვლის ხელშეკრულებებისთვის
ნაწილი 1:
იმ მოვაჭრ(ეებ)ის ვინაობა, საცხოვრებელი ადგილი და სამართლებრივი სტატუსი, რომელიც(რომლებიც) ხელშეკრულების მხარე(ები) იქნება(იქნებიან):
პროდუქტის მოკლე აღწერილობა:
უფლებ(ებ)ის ზუსტი ხასიათი და შინაარსი:
ზუსტი ვადა, რომლის განმავლობაშიც შესაძლებელია უფლების გამოყენება, რომელიც ხელშეკრულების საგანია და, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ვადის ხანგრძლივობა:
თარიღი, როდიდანაც მომხმარებელი შეძლებს სახელშეკრულებო უფლების გამოყენებას:
საფასური, რომელიც მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს გაცვლის სისტემის საწევრო შენატანის სახით:
დამატებითი სავალდებულო ხარჯების განსაზღვრა, რომლებიც დაირიცხება ხელშეკრულების მიხედვით; ხარჯების ტიპები და თანხების მითითება (მაგ., ვადის გახანგრძლივებასთან დაკავშირებული გადასახადები, სხვა პერიოდული გადასახადები, სპეციალური გადასახადები, ადგილობრივი გადასახადები):
მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ძირითადი მომსახურებების მოკლე ჩამონათვალი:
შედის თუ არა ისინი ზემოთ მითითებულ ხარჯებში?
თუ არა, განისაზღვროს, თუ რა შედის და რისთვის უნდა იქნეს გადახდილი გადასახადი (ხარჯების ტიპები და ოდენობების მითითება, მაგ., ინდივიდუალური გაცვლის ოპერაციებისთვის გადასახდელი საფასურის დადგენა, ნებისმიერი დამატებითი ხარჯის ჩათვლით):
აქვს თუ არა მოვაჭრეს ხელი მოწერილი ქცევის კოდექს(ებ)ზე და თუ აქვს, სად შეიძლება მისი/მათი ნახვა?
ნაწილი 2:
ზოგადი ინფორმაცია:
მომხმარებელს უფლება აქვს გავიდეს ხელშეკრულებიდან რაიმე მიზეზის დასახელების გარეშე ხელშეკრულების ან ნებისმიერი სავალდებულო წინასწარი ხელშეკრულების დადებიდან ან აღნიშნული ხელშეკრულებების მიღებიდან (თუ ეს მოხდება მოგვიანებით) 14 კალენდარული დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ გაცვლის და თაიმშერის ხელშეკრულებას მომხმარებელს სთავაზობენ ერთდროულად, ორივე ხელშეკრულებასთან გამოიყენება ხელშეკრულებიდან გასვლის მხოლოდ ერთი ვადა.
ხელშეკრულებიდან გასვლის აღნიშნულ ვადაში მომხმარებელს ეკრძალება რაიმე წინასწარი გადახდის განხორციელება. აკრძალვა ეხება ნებისმიერ ანაზღაურებას, მათ შორის, გადახდას, გარანტიების უზრუნველყოფას, ფულის ანგარიშებზე დარეზერვებას, ვალის არსებობის ღიად აღიარებას და ა.შ. ის მოიცავს არა მხოლოდ მოვაჭრის სასარგებლოდ, არამედ მესამე მხარის სასარგებლოდ განხორციელებულ გადახდასაც.
მომხმარებელს არ ეკისრება რაიმე ხარჯი ან ვალდებულება გარდა იმისა, რაც განსაზღვრულია ხელშეკრულებაში.
საერთაშორისო კერძო სამართლის თანახმად, ხელშეკრულება შესაძლებელია რეგულირდებოდეს კანონით, რომელიც არ არის იმ წევრი სახელმწიფოს კანონი, სადაც მომხმარებელი ცხოვრობს ან რომლის მუდმივმაცხოვრებელიც არის ის და შესაძლო დავების მოგვარება შესაძლებელია სასამართლოებში, რომლებიც არ ეკუთვნის იმ წევრ სახელმწიფოს, სადაც მომხმარებელი ცხოვრობს ან რომლის მუდმივმაცხოვრებელიც არის ის.
მომხმარებლის ხელმოწერა:
ნაწილი 3:
დამატებითი ინფორმაცია, რომლის მიღების უფლებაც აქვს მომხმარებელს და კონკრეტულად სად შეიძლება მისი მიღება (მაგალითად, ზოგადი ბროშურის რომელ თავშია შესული), თუ არ არის გათვალისწინებული ქვემოთ:
ინფორმაცია შეძენილი უფლებების შესახებ
ახსნა-განმარტება იმისა, თუ როგორ მუშაობს გაცვლის სისტემა; გაცვლის შესაძლებლობები და მოდალობები; გაცვლის სისტემაში მომხმარებლის თაიმშერის ღირებულების მითითება და კონკრეტული გაცვლის შესაძლებლობების მაგალითები,ხელმისაწვდომი კურორტების რაოდენობის და გაცვლის სისტემის წევრთა რაოდენობის მითითება, მათ შორის, მომხმარებლის მიერ შერჩეული კონკრეტული საცხოვრებლის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეზღუდვა, მაგალითად, „პიკის“ სეზონების გამო მოთხოვნის წინასწარ, დიდი ხნით ადრე დაჯავშვნის პოტენციური საჭიროება და ნებისმიერი შეზღუდვის მითითება მომხმარებლის მიერ გაცვლის სისტემაში უზრუნველყოფილი თაიმშერის უფლებების შედეგად მიღებულ არჩევანთან დაკავშირებით.
ინფორმაცია უძრავი ქონების შესახებ
უძრავი ქონებისა და მისი ადგილმდებარეობის მოკლე და სათანადო აღწერილობა; როდესაც ხელშეკრულება ეხება საცხოვრებელს, რომელიც არ არის უძრავი ქონება - საცხოვრებლისა და ობიექტების სათანადო აღწერილობა; მითითება იმისა, თუ სად შეიძლება მომხმარებელმა მოიძიოს დამატებითი ინფორმაცია.
ინფორმაცია ხარჯების შესახებ
ინფორმაცია მოვაჭრის ვალდებულების შესახებ, რომლის თანახმადაც მან უნდა უზრუნველყოს დეტალების მიწოდება გაცვლის ოპერაციის განხორციელებამდე გაცვლის თითოეული შეთავაზების შესახებ, ნებისმიერი დამატებითი ხარჯის შესახებ, რომელიც მომხმარებელს დაეკისრება გაცვლასთან დაკავშირებით.
ინფორმაცია ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ
შესაბამის შემთხვევაში, ინფორმაცია დამატებითი ხელშეკრულებების შეწყვეტაზე შეთანხმებისა და მისი შედეგების შესახებ,ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები, შეწყვეტის შედეგები და ინფორმაცია მომხმარებლის ნებისმიერი ვალდებულების შესახებ, რომელიც დაკავშირებულია ნებისმიერ ხარჯთან, რომელიც შესაძლოა, წარმოიშვას ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად.
დამატებითი ინფორმაცია
ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მოვაჭრესთან ურთიერთობისთვის, მაგალითად, პრეტენზიებისა და საჩივრების განხილვასთან დაკავშირებით ხელმისაწვდომი ენ(ებ)ის მითითება,საჭიროების შემთხვევაში, დავის გადაწყვეტის სასამართლოს გარე შესაძლებლობა.
ინფორმაციის მიღების დადასტურება:
მომხმარებლის ხელმოწერა:
დანართი V
ხელშეკრულებიდან გასვლის სტანდარტული ცალკე ფორმა ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენების გასამარტივებლად
ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება
მომხმარებელს უფლება აქვს გავიდეს აღნიშნული ხელშეკრულებიდან რაიმე მიზეზის დასახელების გარეშე 14 კალენდარული დღის განმავლობაში.
ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება იწყება …………………….. (ავსებს მოვაჭრე, მომხმარებლისთვის ფორმის გადაცემამდე).
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს არ მიუღია აღნიშნული ფორმა, ხელშეკრულებიდან გასვლის ვადა დაიწყება მაშინ, როდესაც მომხმარებელი მიიღებს ამ ფორმას, თუმცა დასრულდება, ნებისმიერ შემთხვევაში, ერთი წლისა და 14 კალენდარული დღის შემდეგ.
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს არ მიუღია ყველა საჭირო ინფორმაცია, ხელშეკრულებიდან გასვლის ვადა დაიწყება მაშინ, როდესაც მომხმარებელი მიიღებს ამ ინფორმაციას, თუმცა დასრულდება, ნებისმიერ შემთხვევაში, სამი თვისა და 14 კალენდარული დღის შემდეგ.
ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოსაყენებლად მომხმარებელმა მოვაჭრეს შეტყობინება უნდა გაუგზავნოს ქვემოთ მითითებული დასახელების და მისამართის გამოყენებით, ხანგამძლე მატარებლის მეშვეობით (მაგ., წერილი ფოსტით, ელ. ფოსტა). მომხმარებელს შეუძლია ამ ფორმის გამოყენება, თუმცა ის სავალდებულო არ არის.
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი იყენებს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას, ეროვნული სახელშეკრულებო სამართლის წესები შესაძლოა ითვალისწინებდეს მომხმარებლის უფლებებს, მაგ., ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში.
წინასწარ გადახდის აკრძალვა
ხელშეკრულებიდან გასვლის აღნიშნულ ვადაში მომხმარებელს ეკრძალება რაიმე წინასწარი გადახდის განხორციელება. აკრძალვა ეხება ნებისმიერ ანაზღაურებას, გადასახადს, გარანტიების უზრუნველყოფას, ფულის ანგარიშებზე დარეზერვებას, ვალის არსებობის ღიად აღიარებას და ა.შ.
ის მოიცავს არა მხოლოდ მოვაჭრის სასარგებლოდ, არამედ მესამე მხარის სასარგებლოდ განხორციელებულ გადახდასაც.
შეტყობინება ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ
ვის (მოვაჭრის სახელი და მისამართი) (*):
მე/ჩვენ (**) გაცნობებ(თ), რომ მე/ჩვენ (**) გავდივარ(თ) ხელშეკრულებიდან,ხელშეკრულების დადების თარიღი (*):
მომხმარებლ(ებ)ის სახელ(ებ)ი (***):
მომხმარებლ(ებ)ის მისამართ(ებ)ი (***):
მომხმარებლ(ებ)ის ხელმოწერ(ებ)ი (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფორმა ქაღალდზეა შედგენილი) (***):
თარიღი (***):
(*) ავსებს მოვაჭრე მომხმარებლისთვის ფორმის გადაცემამდე.
(**) წაშალეთ შესაბამის შემთხვევაში.
(***) ივსება მომხმარებლ(ებ)ის მიერ, თუ ეს ფორმა გამოყენებულია ხელშეკრულებიდან გასვლისთვის.
ინფორმაციის მიღების დადასტურება:
მომხმარებლის ხელმოწერა:
დანართი VI
კორელაციის ცხრილი ამ დირექტივისა და დირექტივის 94/47/EC დებულებებს შორის
დირექტივა 94/47/EC
ეს დირექტი