2. თუ მოვაჭრე მომხმარებელს პირადად სთავაზობს დროის განაწილების, გრძელვადიანი დასვენების, გადაყიდვის ან გაცვლის ხელშეკრულებას სარეკლამო ღონისძიების ან ფასდაკლების აქციის ფარგლებში, მოვაჭრემ გარკვევით უნდა მიუთითოს აქციის კომერციული მიზნისა და ხასიათის შესახებ.

3. დროის განაწილების ან გრძელვადიანი დასვენების პროდუქტი არ შეიძლება რეკლამირებულ იქნეს, როგორც ინვესტიცია.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს აქციის განმავლობაში ნებისმიერ დრო