ა) დაიცვან სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა და ალპური გამყოლის პროფესიული სტანდარტები;

ბ) საქმიანობის განხორციელებისას თან იქონიონ ოფიციალური მაიდენტიფიცირებელი ნიშანი.

2. სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა და ალპური გამყოლის ტერიტორიული კომპეტენციები (მათ შორის, გზა და რელიეფი, სიმაღლე ზღვის დონიდან, დახრილობა, ექსპოზიცია და სხვა), სადაც შეიძლება თითოეული მათგანის საქმიანობის განხორციელება, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით.

საქართველოს 2025 წლის 14 მაისის კანონი №580 – ვებგვერდი, 15.05.2025წ.

თავი VIIტურისტული გიდის საქმიანობის რეგულირე