1. წინამდებარე რეგულაცია განსაზღვრავს იმ პროსპექტის შედგენის, დამტკიცებისა და გავრცელების მოთხოვნებს, რომელიც უნდა გამოქვეყნდეს მაშინ, როცა ხდება საზოგადოებისთვის ფასიანი ქაღალდების შეთავაზება ან ფასიანი ქაღალდები სავაჭროდ დაიშვება წევრ სახელმწიფოში მდებარე ან მოქმედ რეგულირებულ ბაზარზე.

2. წინამდებარე რეგულაცია არ ვრცელდება შემდეგი სახის ფასიან ქაღალდებზე:

საინვესტიციო ფონდების მიერ გამოშვებული აქციები, კაპიტალის ფიქსირებული სტრუქტურის მქონე აქციების გამოკლებით;

წევრი სახელმწიფოს ან ერთ-ერთი წევრი სახელმწიფოს რეგიონული ან ადგილობრივი ორგანოების, იმ სახელმწიფო საერთაშორისო ორგანოების, რომელთა წევრებიც არიან ერთი ან მეტი წევრი სახელმწიფო, ევროპის ცენტრალური ბანკის ან წევრი სახელმწიფოების ცენტრალური ბანკების მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდები;

წილები წევრი სახელმწიფოების ცენტალური ბანკების კაპიტალში;

ის ფასიანი ქაღალდები, რომლებიც უპირობოდ და გამოუხმობადად არიან გარანტირებულები წევრი სახელმწიფოს ან ერთ-ერთი წევრი სახელმწიფოს რეგიონული ან ადგილობრივი ორგანოების მიერ;

ფასიანი ქაღალდები, რომლებიც გამოშვებულია სამართლებრივი სტატუსის მქონე გაერთიანებების ან არამომგებიანი ორგანოების მიერ, აღიარებულია წევრი სახელმწიფოს მიერ, იმ დაფინანსების მიღების მიზნებისთვის, რომელიც აუცილებელია მათი არა მოგების მიზნების მისაღწევად;

კაპიტალის არაგასხვისებადი კაპიტალის წილები, რომელთა მთავარი მიზანია მფლობელისთვის ბინის დაკავების უფლების მიცემა, ან უძრავის ქონების ან მისი ნაწილის სხვა ფორმა და იმ შემთხვევაში, როცა აქციების გაყიდვა შეუძლებელია ამ უფლებაზე უარის თქმის გარეშე.

3. ამ აბზაცის მეორე ქვეაბზაცისა და მე-4 მუხლის შეუზღუდავად, წინამდებარე რეგულაცია არ ვრცელდება საზოგადოებისთვის იმ ფასიანი ქაღალდების შეთავაზებაზე, რომელთა საერთო ღირებლება ევროკავშირში 1 000 000 ევროზე ნაკლებია, რაც უნდა გაანგარიშდეს 12 თვიან პერიოდში.

წევრმა სახელმწიფოებმა პროსპექტის შედგენის ვალდებულება წინამდებარე რეგულაციის შესაბამისად არ უნდა გაავრცელონ საზოგადოებისთვის შეთავაზებულ იმ ფასიან ქაღალდებზე, რომლებიც მითითებულია ამ აბზაცის პირველ ქვეაბზაცში. თუმცა, ამ შემთხვევებში, წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ მოითხოვონ ეროვნულ დონეზე გასაჯაროების სხვა მოთხოვნები იმ მოცულობით, რომლითაც ეს მოთხოვნები არ წარმოადგენენ არათანაზომიერ ან არასაჭირო ტვირთს.

4. მე-3(1) მუხლში მოცემული პროსპექტის გამოქვეყნების ვალდებულება არ ვრცელდება საზოგადოებისთვის ფასიანი ქაღალდების შემდეგი სახის შეთავაზებებიდან ერთ-ერთზე:

ფასიანი ქაღალდების შეთავაზება, რომელიც ეხება მხოლოდ კვალიფიციურ ინვესტორებს;

ფასიანი ქაღალდების შეთავაზება, რომელიც ეხება ერთ წევრ სახელმწიფოში 150-ზე ნაკლებ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, კვალიფიციური ინვესტორების გამოკლებით;

ფასიანი ქაღალდების შეთავაზება, რომელთა დენომინაცია ერთეულ ფასიან ქაღალდზე შეადგენს, სულ მცირე, 100 000 ევროს;

ფასიანი ქაღალდების შეთავაზება, რომლებიც ეხება იმ ინვესტორებს, რომლებმაც შეიძინეს ფასიანი ქაღალდები, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენს ერთ ინვესტორზე სულ მცირე 100 000 ევროს, თითოეული ცალკეული შეთავაზებისთვის;

უკვე გამოშვებული იმავე კლასის აქციების ჩასანაცვლებლად გამოშვებული აქციები, თუ ამ ახალი აქციების გამოშვება არ მოიხავს გამოშვებული კაპიტალის რაიმე ზრდას;

გაცვლის შესახებ შეთავაზების მეშვეობით შთანთქმასთან დაკავშირებით შეთავაზებული ფასიანი ქაღალდები, იმ პირობით, თუ საზოგადოებისთვის დოკუმენტი ხელმისაწვდომი ხდება 21(2)-ე მუხლში მოცემული ზომების შესაბამისად და ის შეიცავს ინფორმაციას, რომელშიც აღწერილია გარიგება და ემიტენტზე მისი ზემოქმედება;

შერწყმასთან ან დაყოფასთან დაკავშირებით შეთავაზებული, განაწილებული ან გასანაწილებელი ფასიანი ქაღალდები, იმ პირობით, თუ საზოგადოებისთვის დოკუმენტი ხელმისაწვდომი ხდება 21(2)-ე მუხლში მოცემული ზომების შესაბამისად და ის შეიცავს ინფორმაციას, რომელშიც აღწერილია გარიგება და ემიტენტზე მისი ზემოქმედება;

არსებული აქციონერებისთვის იმავე კლასის აქციების ფორმით გადახდილი დივიდენდები, როგორიცაა ის აქციები, რომლებთან მიმართებშიც ხდება ამ დივიდენდების გადახდა, იმ პირობით, თუ ხელმისაწვდომი ხდება დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას აქციების რაოდენობასა და ხასიათზე და შეთავაზების მიზეზებზე და დეტალებზე;

ის ფასიანი ქაღალდები, რომლებიც შეთავაზებულია, განაწილებულია ან გასანაწილებელია არსებული ან ყოფილი დირექტორების ან თანამშრომლებისთვის მათი დამსაქმებლის ან აფილირებული საწარმოს მიერ იმ პირობით, თუ ხელმისაწვდომი ხდება დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ფასიანი ქაღალდების რაოდენობისა და ბუნების და შეთავაზების ან განაწილების მიზეზებზე და დეტალებზე;

საკრედიტო დაწესებულების მიერ უწყვეტად ან განმეორებით გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდები, იმ შემთხვევაში, როცა ევროკავშირში შეთავაზებული ფასიანი ქაღალდების საერთო გაერთიანებული ღირებულება არის არანაკლებ 75 000 000 ევრო ერთი საკრედიტო დაწესებულებაზე, რომელიც იანგარიშება 12 თვიან პერიოდზე, იმ პირობით, თუ ეს ფასიანი ქაღალდები:

არაა სუბორდინირებული, კონვერტირებული ან გაცვლადი; და

არ იძლევა სხვა სახის ფასიანი ქაღალდების გამოწერის ან შეძენის უფლებას და არაა დაკავშირებული ნაწარმოებ ინსტრუმენტებთან.

5. მე-3(3) მუხლში მოცემული პროსპექტის გამოქვეყნების ვალდებულება არ ვრცელდება რეგულირებულ ბაზარზე ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე პუნქტის სავაჭროდ დაშვებაზე:

იმავე რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ უკვე დაშვებული ფასიანი ქაღალდებით გასხვისებადი ფასიანი ქაღალდები იმ პირობით, თუ ისინი 12 წლიან პერიოდში წარმოადგენენ იმავე რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ უკვე დაშვებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობის 20%-ზე ნაკლებს;

ის აქციები, რომლებიც მიიღება სხვა ფასიანი ქაღალდების კონვერსიის ან გაცვლის ან სხვა ფასიანი ქაღალდებით გადაცემული უფლებების განხორციელების შედეგად იმ შემთხვევაში, როცა შედეგად მიღებული აქციები იმავე კლასისაა, როგორც იმავე რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ უკვე დაშვებული აქციები, იმ პირობით თუ შედეგად მიღებული აქციები 12 თვიან პერიოდში შეადგენენ იმავე რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ უკვე დაშვებული იმავე კლასის აქციების რაოდენობის 20%-ზე ნაკლებს, ამ აბზაცის მეორე ქვეაბზაცის მიხედვით:

ფასიანი ქაღალდები, მიღებული სხვა ფასიანი ქაღალდების, საკუთარი ფულადი სახსრების ან უფლებამოსილი ვალდებულებების შედეგად მარეგულირებელი ორგანოს მიერ დირექტივა 2014/59/EU-ის მუხლებში 53(2), 59(2) ან 63(1) ან (2) მითითებული უფლებამოსილების განხორციელების გამო;

იმავე რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ უკვე გამოშვებული იმავე კლასის აქციების ჩასანაცვლებლად გამოშვებული აქციები იმ შემთხვევაში, თუ ამ აქციების გამოშვება არ მოიცავს გამოშვებული კაპიტალის რაიმე ზრდას;

გაცვლის შესახებ შეთავაზების მეშვეობით შთანთქმასთან დაკავშირებით შეთავაზებული ფასიანი ქაღალდები, იმ პირობით, თუ საზოგადოებისთვის დოკუმენტი ხელმისაწვდომი ხდება 21(2)-ე მუხლში მოცემული ზომების შესაბამისად და ის შეიცავს ინფორმაციას, რომელშიც აღწერილია გარიგება და ემიტენტზე მისი ზემოქმედება;

შერწყმასთან ან დაყოფასთან დაკავშირებით შეთავაზებული, განაწილებული ან გასანაწილებელი ფასიანი ქაღალდები, იმ პირობით, თუ საზოგადოებისთვის დოკუმენტი ხელმისაწვდომი ხდება 21(2)-ე მუხლში მოცემული ზომების შესაბამისად და ის შეიცავს ინფორმაციას, რომელშიც აღწერილია გარიგება და ემიტენტზე მისი ზემოქმედება;

არსებული აქციონერებისთვის უფასოდ შეთავაზებული, განაწილებული ან გასანაწილებელი აქციები, და იმავე კლასის აქციების ფორმით გადახდილი დივიდენდები, როგორც ის აქციები, რომლებთან მიმართებაშიც ხდება ამ დივიდენდების გადახდა, იმ პირობით, თუ ზემოაღნიშნული აქციები იმავე კლასს განეკუთვნება, როგორც იმავე რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ უკვე დაშვებული აქციები და თუ ხელმისაწვდომი ხდება ეს დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას აქციების რაოდენობასა და ხასიათზე და შეთავაზების ან განაწილების მიზეზებზე და დეტალებზე;

არსებული ან ყოფილი დირექტორებისთვის ან თანამშრომლებისთვის მათი დამსაქმებლის ან აფილირებული საწარმოს მიერ შეთავაზებული, განაწილებული ან გასანაწილებელი ფასიანი ქაღალდები, იმ პირობით, თუ ზემოაღნიშნული აქციები იმავე კლასს განეკუთვნება, როგორც იმავე რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ უკვე დაშვებული აქციები და თუ ხელმისაწვდომი ხდება ეს დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ფასიანი ქაღალდების რაოდენობასა და ხასიათზე და შეთავაზების ან განაწილების მიზეზებზე და დეტალებზე;

საკრედიტო დაწესებულების მიერ უწყვეტად ან განმეორებით გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდები, იმ შემთხვევაში, როცა ევროკავშირში შეთავაზებული ფასიანი ქაღალდების საერთო გაერთიანებული ღირებულება არის არანაკლებ 75 000 000 ევრო ერთი საკრედიტო დაწესებულებაზე, რომელიც იანგარიშება 12 თვიან პერიოდზე, იმ პირობით, თუ ეს ფასიანი ქაღალდები:

არაა სუბორდინირებული, კონვერტირებული ან გაცვლადი; და

არ იძლევა სხვა სახის ფასიანი ქაღალდების გამოწერის ან შეძენის უფლებას და არაა დაკავშირებული ნაწარმოებ ინსტრუმენტთან;

სხვა რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ უკვე დაშვებული ფასიანი ქაღალდები შემდეგი პირობებით:

რომ ეს ფასიანი ან იმავე კლასის ფასიანი ქაღალდები უკვე დაიშვა სავაჭროდ ამ სხვა რეგულირებულ ბაზარზე 18 თვეზე მეტი ვადით;

რომ 2005 წლის 1 ივლისის შემდეგ რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ პირველად დაშვებული ფასიანი ქაღალდებისთვის, ამ სხვა რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვება ექვემდებარებოდა დირექტივა 2003/71/EC-ის მიხედვით დამტკიცებულ და გამოქვეყნებულ პროსპექტს.

რომ, იმ შემთხვევის გარდა, როცა გამოიყენება პუნქტი (ii), 1983 წლის 30 ივნისის შემდეგ ლისტინგში პირველად დაშვებული ფასიანი ქაღალდებისთვის, ლისტინგის მონცაემები დამტკიცდა საბჭოს დირექტივა 80/390/EEC-ის[17] ან ევროპარლამენტის და საბჭოს[18] დირექტივა 2001/34/EC-ის მოთხოვნების შესაბამისად;

რომ შესრულდა ამ სხვა რეგულირებულ ბაზარზე ვაჭრობის მიმდინარე ვალდებულებები;

რომ ის პირი, რომელიც ითხოვს რეგულირებულ ბაზარზე ფასიანი ქაღალდის სავაჭროდ დაშვებას ამ პუნქტში (j) მოცემული განთავისუფლებით, რეგულირებული ბაზრის იმ წევრი სახელმწიფოს საზოგადოებისთვის, სადაც მოითხოვება სავაჭროდ დაშვება, მუხლ 21(2)-ში მოცემული ზომების შესაბამისად, ხელმისაწვდომს ხდის დოკუმენტს,რომლის შინაარსიც შეესაბამება მე-7 მუხლს, იმის გამოკლებით, რომ მე-7(3) მუცლში მოცემული მაქსიმალური სიგრძე უნდა გაგრძელდეს A4 ფორმატის ქაღალდის ორი დამატებითი გვერდით, რომელიც შედგენილია იმ ენაზე, რომელსაც ეთანხმება რეგულირებული ბაზრის იმ წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანო, სადაც დაშვება მოითხოვება; და

რომ პუნქტში (v) მითითებულ დოკუმენტში მითითებულია, თუ სად შეიძლება იქნეს მოპოვებული ყველაზე ბოლოდროინდელი პროსპექტი და სად არის ხელმისაწვდომი ემიტენტის მიერ გასაჯაროების მიმდინარე ვალდებულებების მიხედვით გამოქვეყნებული ფინანსური ინფორმაცია.

ის მოთხოვნები, რომ შედეგად მიღებული აქციები 12 თვიან პერიოდში შეადგენდნენ იმავე რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ უკვე დაშვებული იმავე კლასის აქციების რაოდენობის 20%-ზე ნაკლებს, როგორც ეს მითითებულია პირველი ქვეაბზაცის ბ პუნქტში, არ გამოიყენება ქვემოთ მოცემულ არც ერთ შემთხვევაში:

იმ შემთხვევაში, როცა პროსპექტი შედგა ან წინამდებარე რეგულაციის ან დირექტივა 2003/71/EC-ის მიხედვით იმ ფასიანი ქაღალდების საზოგადოებისთვის შეთავაზებისას ან რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებისას, რომლებიც იძლევიან წვდომას აქციებზე;

იმ შემთხვევაში, როცა ის ფასიანი ქაღალდები, რომლებიც იძლევიან წვდომას აქციებზე, გამოშვებულია 2017 წლის 20 ივლისამდე;

იმ შემთხვევაში, როცა აქციები კვალიფიცირდებიან, როგორც საერთო პირველადი კაპიტალის აქციები, როგორც ეს განსაზღვრულია ევროპარლამენტის და საბჭოს[19] რეგულაცია (EU) No 575/2013-ში, როგორც იმ დაწესებულების, რომელიც განსაზღვრულია ამ რეგულაციის მე-4(1) მუხლის მე-3 პუნქტში და ისინი მიიღება იმ დამატებითი პირველადი კაპიტალის ინსტრუმენტების კონვერსიის შედეგად, რომლებიც გამოშვებულია ამ დაწესებულების მიერ იმ გამომწვევი მოვლენის მოხდენის გამო, რომელიც მოცემულია ამ რეგულაციის 54(1)-ი მუხლის (a) პუნქტში;

იმ შემთხვევაში, როცა აქციები კვალიფიცირებულია, როგორც შესაბამისი საკუთარი ფულადი სახსრები ან შესაბამისი საბაზისო საკუთარი ფულადი სახსრები, როგორც ეს განსაზღვრულია ევროპარლამენტის და საბჭოს[20] დირექტივა 2009/138/EC-ის პირველი კარის მე-6 თავის მე-3 სექციაში, და ეს აქციები მიიღება სხვა ფასიანი ქაღალდების იმ კონვერსიის შედეგად, რომელიც გამოწვეულ იქნა დირექტივა 2009/138/EC-ის პირველი კარის მე-6 თავის მე-4 და მე-5 სექციებში მოცემული გადახდისუნარიანობის კაპიტალის მოთხოვნების ან კაპიტალის მინიმალური მოთხოვნების ან დირექტივა 2009/138/EC-ის მე-3 კარში მოცემული ჯგუფის გადახდისუნარიანობის კაპიტალის მოთხოვნების შესრულების ვალდებულებების შესრულების მიზნებისთვის.

6. მე-4 და მე-5 აბზაცებში მოცემული, პროსპექტის გამოქვეყნების ვალდებულებისგან განთავისუფლებები შეიძლება ერთად გაერთიანდნენ. თუმცა, მე-5 აბზაცის პირველი ქვეაბზაცის ა და ბ პუნქტებში მოცემული განთავისუფლებები არ შეიძლება ერთად გაერთიანდნენ, თუ ეს გამოიწვევს ერთსა და იმავე რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ უკვე დაშვებული იმავე კლასის აქციების რაოდენობის 20%-ზე მეტის 12 თვის განმავლობაში რეგულირებულ ბაზარზე დაუყოვნებლივ ან გადავადებულ სავაჭროდ დაშვებას.

7. კომისია უფლებმაოსილია მიიღოს დელეგირებული აქტები 44-ე მუხლის შესაბამისად, რომლითაც დამატება შედის წინამდებარე რეგულაციაში, იმ დოკუმენტების მინიმალური ინფორმაციული შინაარსის განსაზღვრით, რომლებიც მითითებულია ამ მუხლის მე-4 აბზაცის პუნქტებში (f) და (g) და მე-5 აბზაცის პირველი ქვეაბზაცის პუნქტებში (e) და (f