1. პროსპექტი უნდა შეიცავდეს რეზიუმეს, რომელიც მოიცავს იმ ძირითად ინფორმაციას, რომელიც ინვესტორებს ესაჭიროებათ ემიტენტის, გარანტისა და იმ ფასიანი ქაღალდების ხასიათის და რისკების გასაგებად, რომელთა შეთავაზება ან რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვება ხდება, და რომელიც უნდა წაკითხულ იქნეს პროსპექტის დანარჩენ ნაწილებთან ერთად ინვესტორების დასახმარებლად ამ ფასიან ქაღალდებში კაპიტალდაბანდების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
პირველი ქვეაბზაციდან გამონაკლისის სახით, რეზიუმე არ მოითხოვება იმ შემთხვევაში, როცა პროსპექტი ეხება სავალო ფასიანი ქაღალდების რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას იმ პირობით, თუ:
ამ ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა უნდა მოხდეს რეგულირებულ ბაზარზე ან მის კონკრეტულ სეგმენტზე, რომელზეც წვდომაც მხოლოდ კვალიფიციურ ინვესტორებს შეიძლება ჰქონდეთ ამ ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის მიზნებისთვის; ან
ამ ფასიანი ქაღალდების დენომინაცია ერთეულ ფასიან ქაღალდზე 100 000 ევროზე ნაკლებია.
2. რეზიუმეს შინაარსი უნდა იყოს ზუსტი, სამართლიანი და მკაფიო და არ უნდა იყოს შეცდომაში შემყვანი. ის უნდა წაკითხულ იქნეს, როგორც პროსპექტის შესავალი და შეესაბამებოდეს პროსპექტის დანარჩენ ნაწილებს.
3. რეზიუმე უნდა შედგეს ლაკონურად დაწერილი მოკლე დოკუმენტის სახით და მისი მაქსიმალური მოცულობა უნდა იყოს A4 ფორმატის ქაღალდის დაბეჭდილი შვიდი გვერდი. რეზიუმე უნდა:
წარდგენილ იქნეს და განისაზღვროს იმგვარად, რომ მისი წაკითხვა ადვილი იყოს წაკითხვადი ზომის სიმბოლოების გამოყენებით;
დაიწეროს იმ ენაზე და იმ სტილით, რომელიც ხელს უწყობს ინფორმაციის აღქმას, კერძოდ, იმ ენაზე, რომელიც არის მკაფიო, არატექნიკური, ლაკონური და ინვესტორებისთვის გასაგები.
4. რეზიუმე უნდა შედგებოდეს შემდეგი ოთხი სექციისგან:
შესავალი, რომელიც შეიცავს გაფრთხილებებს;
ძირითადი ინფორმაცია ემიტენტზე;
ძირითადი ინფორმაცია ფასიან ქაღალდებზე;
ძირითადი ინფორმაცია საზოგადოებისთვის ფასიანი ქაღალდების შეთავაზებაზე ან/და რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებაზე.
5. მე-4 აბზაცის ა პუნქტში მითითებული სექცია უნდა შეიცავდეს შემდეგს:
სახელი და ფასიანი ქაღალდების ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო საიდენტიფიკაციო ნომერი (ISIN);
ემიტენტის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია, მათ შორის, მისი იურიდიული პირის საერთაშორისო საიდენტიფიკაციო კოდი (LEI);
საჭიროების შემთხვევაში, ოფერენტის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია, მათ შორის, მისი LEI, თუ ოფერენტს გააჩნია სამართალსუბიექტობა, ან იმ პირის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია, რომელიც ითხოვს რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას;
იმ უფლებამოსილი ორგანოს ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია, რომელიც ამტკიცებს პროსპექტს და განსხვავების შემთხვევაში, ის უფლებამოსილი ორგანო, რომელმაც დაამტკიცა სარეგისტრაციო დოკუმენტი ან უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტი;
პროსპექტის დამტკიცების თარიღი;
ის უნდა შეიცავდეს შემდეგ გაფრთხილებებს:
რეზიუმე უნდა იკითხებოდეს, როგორც პროსპექტის შესავალი;
ფასიან ქაღალდებში ინვესტირების შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა დაეფუძნოს ინვესტორის მიერ პროსპექტის მთლიანობაში გააზრებას;
საჭიროების შემთხვევაში, რომ ინვესტორმა შეიძლება სრულად ან ნაწილობრივ დაკარგოს თავის მიერ დაბანდებული კაპიტალი და იმ შემთხვევაში, როცა ინვესტორის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება ინვესტიციის ოდენობით, იმის შესახებ გაფრთხილება, რომ ინვესტორმა შეიძლება დაკარგოს დაბადებულ კაპიტალზე უფრო მეტი და ამ პოტენციური ზარალის მასშტაბი;
იმ შემთხვევაში, როცა პროსპექტში არსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებული სარჩელი შეაქვთ სასამართლოში, მოსარჩელე ინვესტორს, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის მიხედვით, შეიძლება მოუწიოს პროსპექტის თარგმნის ხარჯების გაღება სამართალწარმოების დაწყებამდე;
სამოქალაქო ვალდებულება ეკისრება მხოლოდ იმ პირებს, რომლებმაც განსახილველად გამოიტანეს რეზიუმე, მათ შორის, მისი რომელიმე თარგმანი, იმ შემთხვევაში, თუ რეზიუმე არ არის შეცდომაში შემყვანი, არაზუსტი ან შეუსაბამო პროსპექტის შესაბამის ნაწილებთან წაკითხვისას ან იმ შემთხვევაში, როცა ის, პროსპექტის დანარჩენ ნაწილებთან ერთად წაკითხვისას, არ იძლევა საკვანძო ინფორმაციას ინვესტორების დასახმარებლად იმის გადაწყვეტისას, მოახდინონ თუ არა კაპიტალდაბანდება ამ ფასიან ქაღალდებში;
საჭიროების შემთხვევაში, რეგულაცია -ის მე-8(3) მუხლის ბ პუნქტის შესაბამისად მოთხოვნილი გაგების შესახებ გაფრთხილება.
6. მე-4 აბზაცის ბ პუნქტში მითითებული სექცია უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ქვესექციაში, რომლის სათაურია „ვინ არის ფასიანი ქაღალდების ემიტენტი“ უნდა მოცემული იყოს ფასიანი ქაღალდების ემიტენტის მოკლე აღწერილობა, მათ შორის, სულ მცირე, შემდეგი:
მისი ადგილსამყოფელი და სამართლებრივი ფორმა, მისი LEI, კანონმდებლობა, რომლითაც ის მოქმედებს და მისი რეგისტრაციის ქვეყანა;
მისი მთავარი საქმიანობა;
მისი მთავარი აქციონერები, მათ შორის, ის, მას პირდაპირ ფლობენ თუ არაპირდაპირ ან აკონტროლებენ და ვის მიერ;
მისი მთავარი მმართველი დირექტორების ვინაობა;
მისი სავალდებულო აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორის ვინაობა;
ქვესექციით, რომლის სათაურია „რომელიც ძირითადი ფინანსური ინფორმაცია ეხება ემიტენტს“, ძირითადი ისტორიული ფინანსური ინფორმაციის ნაკრები, წარდგენილი იმ პერიოდის თითოეული ფინანსური წლისთვის, რომელიც გათვალისწინებულია ისტორიული ფინანსური ინფორმაციით, და ნებისმიერი შემდგომი შუალედური ფინანსური პერიოდის, რომელსაც თან ახლავს წინა ფინანსური წლის იმავე პერიოდიდან შედარებითი მონაცემები. შედარებითი ბალანსის ინფორმაციის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს წლის დასასრულის ბალანსის ინფორმაციის წარდგენით. ძირითადი ფინანსური ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში, უნდა მოიცავდეს შემდეგს:
ფინანსური ინფორმაციის პრო ფორმა;
აუდიტორულ დასკვნაში მოცემული, ისტორიულ ფინანსურ ინფორმაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი კვალიფიკაციის მოკლე აღწერა;
ქვესექციაში, რომლის სათაურია „რომელია ემიტენტის შესაბამისი ძირითადი რისკები“, იმ ყველაზე არსებითი რისკ ფაქტორების მოკლე აღწერა, რომლებიც შეესაბამება ემიტენტს, პროსპექტში მოცემულს, და ამასთან, არ უნდა აღემატებოდეს მე-10 აბზაცში მოცემულ რისკ ფაქტორების საერთო რაოდენობას.
7. მე-4 აბზაცის გ პუნქტში მითითებული სექცია უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ქვესექციით, რომლის სათაურია „რომელია ფასიანი ქაღალდების ძირითადი კომპონენტები“, იმ ფასიანი ქაღალდების მოკლე აღწერა, რომელთა საზოგადოებისთვის შეთავაზება ან/და რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვება ხდება, მათ შორის, სულ მცირე:
მათი სახეობა, კლასი და „ფქსსნ“;
საჭიროების შემთხვევაში, მათი ვალუტა, დენომინაცია, ნომინალური ღირებულება, გამოშვებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა და ფასიანი ქაღალდების ვადა;
ფასიან ქაღალდებზე დართული უფლებები;
ფასიანი ქაღალდების შეფარდებითი გადახდის თანმიმდევრობა (...) ემიტენტის კაპიტალის სტრუქტურაში გადახდისუუნარობის შემთხვევაში, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაცია ფასიანი ქაღალდების სუბორდინაციის დონის და ინვესტიციაზე პოტენციური ზემოქმედების შესახებ დირექტივა 2014/59/EU-ით დადგენილების შემთხვევაში;
ფასიანი ქაღალდების თავისუფალ მიმოქცევაზე ნებისმიერი შეზღუდვა;
საჭიროების შემთხვევაში, დივიდენდი ან გადახდის პოლიტიკა;
ქვესექციით, რომლის სათაურია „სად მოხდება ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა“, მითითება იმის შესახებ, ფასიანი ქაღალდები ექვემდებარება ან დაექვემდებარება თუ არა რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ ან მრავალმხრივ სავაჭრო სისტემებში სავაჭროდ დაშვების შესახებ გამოყენებას, და ყველა იმ ბაზრის ვინაობა, სადაც ხდება ან უნდა მოხდეს ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა;
სადაც არსებობს ფასიან ქაღალდებზე დართული გარანტია, ქვესექციით „არსებობს ფასიან ქაღალდებზე დართული გარანტია?“, შემდეგი ინფორმაცია:
გარანტიის ხასიათისა და მოქმედების სფეროს მოკლე აღწერილობა;
გარანტის მოკლე აღწერა, მისი იურიდიული პირის საერთაშორისო საიდენტიფიკაციო კოდის ჩათვლით;
შესაბამისი ძირითადი ფინანსური ინფორმაცია გარანტორის შესაძლებლობის შესაფასებლად, შეასრულოს გარანტიით გათვალისწინებული თავისი ვალდებულებები; და
გარანტთან დაკავშირებული ყველაზე არსებითი რისკ ფაქტორების მოკლე აღწერა, შემავალი პროსპექტში მე-16(3) მუხლის შესაბამისად, რაც ამავე დროს არ აღემატება მე-10 აბზაცში მოცემულ რისკ ფაქტორების საერთო რაოდენობას;
ქვესექციით, რომლის სათაურია „რომელია ფასიანი ქაღალდების შესაბამისი ძირითადი რისკები?“, ფასიანი ქაღალდების შესაბამისი ყველაზე არსებითი რისკ ფაქტორები, შემავალი პროსპექტში, რაც ამავე დროს არ აღემატება მე-10 აბზაცში მოცემულ რისკ ფაქტორების საერთო რაოდენობას.
იმ შემთხვევაში, როცა ძირითადი საინფორმაციო დოკუმენტის მომზადება მოითხოვება რეგულაცია (EU) No 1286/2014-ით, ემიტენტს, ოფერენტს ან პირს, რომელიც ითხოვს რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას, უფლება აქვს ამ აბზაცში მოცემული შინაარსი ჩაანაცვლოს რეგულაცია (EU) No 1286/2014-ის მე-8(3) მუხლის პუნქტებში (c-i) მოცემული ინფორმაციით. იმ შემთხვევაში, როცა გამოიყენება რეგულაცია (EU) No 1286/2014, თითოეულ წევრ სახელმწიფოს, რომელიც მოქმედებს, როგორც რეგისტრაციის წევრი სახელმწიფო წინამდებარე რეგულაციის მიზნით, უფლება აქვს ემიტენტების, ოფერენტების ან იმ პირებისგან, რომლებიც მოითხოვენ რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას, მოითხოვოს ამ აბზაცში მოცემული შინაარსის ჩანაცვლება რეგულაცია (EU) No 1286/2014-ის მე-8(3) მუხლის პუნქტებში (c-i) მოცემული, უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებულ პროსპექტებში არსებული ინფორმაციით.
იმ შემთხვევაში, როცა არსებობს შინაარსის ჩანაცვლება მეორე ქვეაბზაცის მიხედვით, მე-3 აბზაცში მოცემული მაქსიმალური სიგრძე უნდა გაგრძელდეს A4ფორმატის ქაღალდის სამი დამატებითი გვერდით. ძირითადი საინფორმაციო დოკუმენტის შინაარსი უნდა შეტანილ იქნეს, როგორც რეზიუმეს განსხვავებული სექცია. ამ სექციის გვერდის ფორმატში მკაფიოდ უნდა მოხდეს მისი, როგორც ძირითადი საინფორმაციო დოკუმენტის შინაარსის იდენტიფიცირება, როგორც ეს მოცემულია რეგულაცია (EU) No 1286/2014-ის მე-8(3) მუხლის პუნქტებში (c-i).
იმ შემთხვევაში, როცა მე-8(9) მუხლის მესამე ქვეაბზაცის მიხედვით, ერთი რეზიუმე მოიცავს იმ რამდენიმე ფასიან ქაღალდს, რომლებიც მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობის დეტალებით განსხვავდებიან, როგორიცაა, მაგალითად, ემისიის ფასი ან გადახდის თარიღი, მე-3 აბზაცში მოცემული მაქსიმალური სიგრძე უნდა გაგრძელდეს A4 ფორმატის ქაღალდის ორი დამატებითი გვერდით. თუმცა, იმ შემთხვევაში, როცა ძირითადი საინფორმაციო დოკუმენტის მომზადება მოითხოვება ამ ფასიანი ქაღალდებისთვის რეგულაცია (EU) No 1286/2014-ით და ემიტენტი, ოფერენტი ან პირი, რომელიც ითხოვს რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას,იწყებს ამ აბზაცის მეორე ქვეაბზაცში მითითებული შინაარსის ჩანაცვლებას, თითოეული დამატებითი ფასიანი ქაღალდისთვის მაქსიმალური სიგრძე უნდა გაგრძელდეს A4 ფორმატის სამი დამატებითი გვერდით.
იმ შემთხვევაში, როცა რეზიუმე შეიცავს პირველი ქვეაბზაცის (c) პუნქტში მითითებულ ინფორმაციას, მე-3 აბზაცში მოცემული მაქსიმალური სიგრძე უნდა გაგრძელდეს A4 ფორმატის ერთი დამატებითი გვერდით.
8. მე-4 აბზაცის დ პუნქტში მითითებული სექცია უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ქვესექციაში, რომლის სათაურია „რომელი პირობებით და განრიგით შემიძ₾ლია ამ ფასიან ქაღალდში კაპიტალდაბადების განხორციელება“, საჭიროების შემთხვევაში, ზოგადი პირობები, შეთვაზების პირობები და მოსალოდნელი განრიგი, რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვების დეტალები, განაწილების გეგმა, უშუალო განზავების პროცენტი, რომელიც მიიღება შეთავაზებიდან და ემისიის ან/და შეთავაზების სავარაუდო საერთო ხარჯები, მათ შორის, ემიტენტის ან ოფერენტის მიერ ინვესტორისთვის დაკისრებული სავარაუდო ხარჯები;
თუ ემიტენტისგან განსხვავებულია, ქვესექციაში „ვინ არის ოფერენტი ან/და პირი, რომელიც ითხოვს სავაჭროდ დაშვებას?“, ფასიანი ქაღალდების ოფერენტის ან/და იმ პირის მოკლე აღწერა, რომელიც ითხოვს რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას, მათ შორის, მისი ადგილსამყოფელი და სამართლებრივი ფორმა, კანონმდებლობა, რომლითაც ის მოქმედებს და მისი რეგისტრაციის ქვეყანა;
ქვესექციაში, რომლის სათაურია „რატომ მზადდება ეს პროსპექტი?“, შეთავაზების ან რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვების მიზეზების მოკლე აღწერა, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში:
ამონაგების გამოყენება და სავარაუდო ნეტო ოდენობა;
იმის მითითება, ოფერენტი ექვემდებარება თუ არა ანდერრაითინგის შესახებ შეთანხმებას მყარი ვალდებულების საფუძველზე, იმ ნებისმიერი წილის მითითებით, რომელიც არაა გათვალისწინებული;
შეთავაზებასთან ან სავაჭროდ დაშვებასთან დაკავშირებული მატერიალური ინტერესთა ყველაზე დიდი კონფლიქტის მითითება.
9. მე-6, მე-7 და მე-8 აბზაცებში აღწერილ თითოეულ სექციაში, ემიტენტს უფლება აქვს დაამატოს ის ქვესათაურები, რომლებიც მას საჭიროდ მიაჩნია.
10. რეზიუმეს სექციებში შეტანილი რისკ ფაქტორების საერთო რაოდენობა, მითითებული მე-6 აბზაცის (c) პუნქტში და მე-7 აბზაცის პირველი ქვეაბზაცის პუნქტებში (c)(iv) და (d) არ უნდა აღემატებოდეს 15-ს.
11. რეზიუმე არ უნდა შეიცავდეს ჯვარედინ მითითებებს პროსპექტის სხვა ნაწილებზე ან ინფორმაციას მითითების მეშვეობით.
12. იმ შემთხვევაში, როცა ძირითადი საინფორმაციო დოკუმენტის მომზადება მოითხოვება საზოგადოებისთვის შეთავაზებული ფასიანი ქაღალდებისთვის რეგულაცია (EU) No 1286/2014-ით და რეგისტრაციის წევრი მოითხოვს სახელმწიფო ემიტენტის, ოფერენტის ან იმ პირისგან, რომელიც რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას ითხოვს, ძირითადი საინფორმაციო დოკუმენტის შინაარსის ჩანაცვლებას ამ მუხლის მე-7 აბზაცის მეორე ქვეაბზაცის მეორე წინადადების შესაბამისად, უნდა ჩაითვალოს, რომ იმ პირებმა, რომლებიც იძლევიან რჩევას ფასიანი ქაღალდების შესახებ ან ყიდიანამ ფასიან ქაღალდებს ემიტენტის, ოფერენტის ან იმ პირის სახელით, რომელიც ითხოვს რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას, შეთავაზების პერიოდში შეასრულეს ძირითადი საინფორმაციო დოკუმენტის რეგულაცია (EU) No 1286/2014-ის მე-13 მუხლის მიხედვით წარდგენის ვალდებულება, იმ პირობით, თუ ისინი ამის ნაცვლად შესაბამის ინვესტორებს უზრუნველყოფენ პროსპექტის რეზიუმეთი ამ რეგულაციის მე-13 და მე-14 მუხლებში მოცემული დროის განრიგითა და პირობებით.
13. ESMA-მ უნდა შეიმუშავოს მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების წინასწარი ვერსია მე-6 აბზაცის (b) პუნქტში მითთებული ძირითადი ფინანსური ინფორმაციისა და მე-7 აბზაცის (c)(iii) პუნქტში მითითებული შესაბამისი ძირითადი ფინანსური ინფორმაციის შინაარსის და წარდგენის ფორმატის განსაზღვრის მიზნით, განსხვავებული ტიპის ფასიანი ქაღალდებისა და ემიტენტების გათვალისწინებით და იმის უზრუნველყოფით, რომ წარდგენილი ინფორმაცია არის ლაკონური და გასაგები.
ESMA-მ ამ მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია უნდა გადაუგზავნოს კომისიას 2018 წლის 21 ივლისისთვის.
კომისიას გადაეცემა პირველ ქვეაბზაცში მითითებული მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების მიღების უფლებამოსილება, რეგულაციის (EU) No 1095/2010 მე-10-14 მუხლების შესაბამისა