1. სასესხო ფასიანი ქაღალდებისთვის, მათ შორის, ნებისმიერი ფორმის ვარანტებისთვის, პროსპექტი, ემიტენტის, ოფერენტის ან იმ პირის, რომელიც ითხოვს რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას, არჩევანით შეიძლება შედგებოდეს ემისიის წინასწარი პროსპექტისგან, რომელიც შეიცავს აუცილებელ ინფორმაციას ემიტენტის და საზოგადოებისთვის შეთავაზებული ან რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დასაშვები ფასიანი ქაღალდების შესახებ.

2. ემისიის წინასწარი პროსპექტი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ნიმუში, რომლის სახელწოდებაა „საბოლოო პირობების ფორმა“, რომელიც უნდა შეივსოს თითოეული ცალკეული ემისიისთვის და მიეთითოს ხელმისაწვდომი ოფციები იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა განისაზღვროს შეთავაზების საბოლოო პირობებში;

იმ ვებ-გვერდის მისამართი, სადაც საბოლოო პირობები გამოქვეყნდება.

3. იმ შემთხვევაში, როცა ემისიის წინასწარი პროსპექტი შეიცავს ოფციებს შესაბამისი ფასიანი ქაღალდების დოკუმენტით მოთხოვნილ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საბოლოო პირობებით უნდა განისაზღვროს, რომელი ოფცია გამოიყენება ცალკეული ემისიის მიმართ, ემისიის წინასწარი პროსპექტის შესაბამის სექციებზე მითითებით ან ამ ინფორმაციის ჩანაცვლებით.

4. საბოლოო პირობები უნდა წარდგენილ იქნეს ცალკე დოკუმენტის ფორმით ან უნდა შეტანილ იქნეს ემისიის წინასწარ პროექტში ან მის რომელიმე დანართში. საბოლოო პირობები უნდა მომზადდეს ადვილად გაანალიზებადი და გასაგები ფორმით.

საბოლოო პირობები მხოლოდ უნდა მოიცავდეს იმ ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება ფასიანი ქაღალდების დოკუმენტს და ის არ უნდა იქნეს გამოყენებული ემისიის წინასწარი პროსპექტის შესავსებად. ამ შემთხვევებში გამოიყენება მე-17(1) მუხლის ბ პუნქტი.

5. იმ შემთხვევაში, როცა საბოლოო პირობები არც ემისიის წინასწარ პროსპექტშია მოცემული და არც- დამატებაში, ემიტენტმა ისინი უნდა გაასაჯაროოს 21-ე მუხლში მოცემული ზომების მიხედვით და ისინი წარუდგინოს რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს შეძლებისდაგვარად სწრაფად, საზოგადოებისთვის ფასიანი ქაღალდების შეთავაზებისას და შესაძლებლობის შემთხვევაში, ფასიანი ქაღალდების საზოგადოებისთვის შეთავაზების ან რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვების დაწყებამდე.

საბოლოო ტერმინებში უნდა ჩართულ იქნეს გასაგები და მკაფიო განაცხადი, იმის მითითებით:

რომ საბოლოო პირობები მომზადდა წინამდებარე რეგულაციის მიზნით და ისინი უნდა წაკითხულ იქნეს ემისიის წინასწარ პროსპექტთან და მის ნებისმიერ დამატებასთან ერთობლიობაში ყველა შესაბამისი ინფორმაციის მისაღებად;

იმ შემთხვევაში, როცა ემისიის წინასწარი პროსპექტი და მისი ნებისმიერი დამატება ქვეყნდება 21-ე მუხლში მოცემული ზომების შესაბამისად;

რომ ცალკეული ემისიის რეზიუმე დართულია საბოლოო პირობებზე.

6. ემისიის წინასწარი პროსპექტი შეიძლება შედგეს, როგორც ერთი დოკუმენტი ან როგორც ცალკე დოკუმენტები.

იმ შემთხვევაში, როცა ოფერენტი ან ის პირი, რომელიც ითხოვს რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას, წარადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტაციას სასესხო ფასიანი ქაღალდებისთვის ან უნივერსალურ სარეგისტრაციო დოკუმენტაციას მე-9 მუხლის შესაბამისად, და აირჩევს ემისიის წინასწარი პროსპექტის შედგენას, ემისიის წინასწარი პროსპექტი უნდა შედგებოდეს შემდეგისგან:

სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში ან უნივერსალურ სარეგისტრაციო დოკუმენტში შემავალი ინფორმაცია;

ინფორმაცია, რომელიც, სხვა შემთხვევაში, შევიდოდა შესაბამისი ფასიანი ქაღალდების დოკუმენტში, საბოლოო პირობების გამოკლებით იმ შემთხვევაში, როცა საბოლოო პირობები არაა ჩართული ემისიის წინასწარ პროსპექტში.

7. ემისიის წინასწარ პროსპექტში შემავალი სხვადასხვა ფასიანი ქაღალდებიდან თითოეულის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს.

8. რეზიუმე მხოლოდ უნდა შედგეს ემისიის წინასწარ პროსპექტში ან დამატებაში საბოლოო პირობების შეყვანამდე, ან წარდგენლ იქნეს, და რომ რეზიუმე უნდა შეესაბამებოდეს ცალკეულ ემისიას.

9. ცალკეული ემისიის რეზიუმე ექვემდებარება იგივე მოთხოვნებს, როგორც საბოლოო პირობები, რომლებიც მოცემულია ამ მუხლში,და ის მათ უნდა დაერთოს.

ცალკეული ემისიის რეზიუმე უნდა აკმაყოფილებდეს მე-7 მუხლის მოთხოვნებს და მასში უნდა წარმოდგენილი იყოს შემდეგი ინფორმაცია:

ძირითადი ინფორმაცია ემისიის წინასწარ პროსპექტში, მათ შორის, ძირითადი ინფორმაცია ემიტენტის შესახებ;

ძირითადი ინფორმაცია შესაბამის საბოლოო პირობებში, მათ შორის, ძირითადი ინფორმაცია, რომელიც არ იყო შეტანილი ემისიის წინასწარ პროსპექტში.

იმ შემთხვევაში, როცა საბოლოო პირობები ეხება რამდენიმე ფასიან ქაღალდებს, რომლებიც განსხვავდებიან მხოლოდ რამდენიმე მცირე რაოდენობის დეტალით, როგორიცაა, მაგალითად, ემისიის ფასი ან გადახდის თარიღი, ინდივიდუალური ემისიის ერთ რეზიუმე შეიძლება დაერთოს ყველა ამ ფასიანი ქაღალდისთვის, იმ პირობით, თუ ის ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს სხვადასხვა ფასიან ქაღალდებზე, მკაფიოდ არის გამოყოფილი.

10. ემისიის წინასწარ პროსპექტში შეტანილი ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში, უნდა შეივსოს 23-ე მუხლის შესაბამისად.

11. საზოგადოებისთვის ფასიანი ქაღალდების შეთავაზება შეიძლება გაგრძელდეს იმ ემისიის წინასწარი პროსპექტის ვადის ამოწურვის შემდეგ, რომლითაც ის დაიწყო, იმ პირობით, თუ შემდგომი ემისიის წინასწარი პროსპექტი დამტკიცდა და გამოქვეყნდა არაუგვიანეს წინა ემისიის წინასწარი პროსპექტის ძალაში ყოფის უკანასკნელი დღისა. ამ შეთავაზების საბოლოო პირობები უნდა შეიცავდეს მკაფიო გაფრთხილებას მათ პირველ გვერდზე, წინა ემისიის წინასწარი პროსპექტის მოქმედების ბოლო დღის მითითებით და ის, თუ სად გამოქვეყნდება შემდგომი ემისიის წინასწარი პროსპექტი. შემდგომი ემისიის წინასწარი პროსპექტი უნდა მოიცავდეს ან მასში მითითებით ჩართული უნდა იყოს საბოლოო პირობების ფორმა თავდაპირველი ემისიის წინასწარი პროსპექტიდან და მიუთითებდეს იმ საბოლოო პირობებზე, რომლებიც შეთავაზების გაგრძელებას შეესაბამება.

23(2)-ე მუხლის მიხედვით უკან გაწვევის უფლება აგრეთვე ვრცელდება იმ ინვესტორებზე, ვინც თანხმობა განაცხადეს ფასიანი ქაღალდების შეძენაზე ან გამოწერაზე წინა ემისიის წინასწარი პროსპექტის მოქმედების ვადის განმავლობაში, თუკი ეს ფასიანი ქაღალდები მათ უკვე არ მიეწოდა