1. იმ ემიტენტს, რომელმაც უფლებამოსილ ორგანოს უკვე დაამტკიცებინა სარეგისტრაციო დოკუმენტი, მოეთხოვება მხოლოდ ფასიანი ქაღალდების დოკუმენტისა და რეზიუმეს შედგენა, საჭიროების შემთხვევაში, როცა საზოგადოებისთვის ხდება ფასიანი ქაღალდების შეთავაზება ან როცა ფასიანი ქაღალდები სავაჭროდ დაიშვება რეგულირებულ ბაზარზე. ამ შემთხვევაში, ფასიანი ქაღალდების დოკუმენტი და რეზიუმე ექვემდებარებიან ცალკე დამტკიცებას.
იმ შემთხვევაში, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის დამტკიცების შემდეგ სარეგისტრაციო დოკუმენტში შემავალ ინფორმაციასთან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა მნიშვნელოვან ახალ ფაქტორს, არსებით შეცდომას ან არსებით უზუსტობას, რომელსაც შეუძლია ზემოქმედება მოახდინოს ფასიანი ქაღალდების შეფასებაზე, დასამტკიცებლად უნდა წარდგენილ იქნეს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის დამატება არაუგვიანეს იმავე თარიღისა, როცა ხდება ფასიანი ქაღალდების დოკუმენტისა და რეზიუმეს წარდგენა. თანხმობის უკან გაწვევის უფლება 23(2)-ე მუხლის შესაბამისად ამ შემთხვევაში არ გამოიყენება.
სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და მისი დამატება, საჭიროების შემთხვევაში, ფასიანი ქაღალდების დოკუმენტთან და რეზიუმესთან ერთად, უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებისთანავე წარმოადგენენ პროსპექტს.
2. დამტკიცებისთანავე, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია უნდა გასაჯაროვდეს დაუსაბუთებელი შეფერხების გარეშე და 21-ე მუხლში მოცემული შეთანხმებების შესაბამისად.
3. იმ ემიტენტს, რომელმაც უფლებამოსილ ორგანოს უკვე დაამტკიცებინა უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, ან უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტაცია წარადგინა წინასწარი თანხმობის გარეშე მე-9(2) მუხლის მეორე ქვეაბზაცის მიხედვით, მოეთხოვება მხოლოდ ფასიანი ქაღალდების დოკუმენტისა და რეზიუმეს შედგენა, როცა საზოგადოებისთვის ხდება ფასიანი ქაღალდების შეთავაზება ან როცა ფასიანი ქაღალდები სავაჭროდ დაიშვება რეგულირებულ ბაზარზე.
იმ შემთხვევაში, როცა უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტაცია უკვე დამტკიცებულია, ფასიანი ქაღალდების დოკუმენტი,რეზიუმე და უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ყველა შესწორება, წარდგენილი უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტაციის დამტკიცების შემდეგ, ექვემდებარებიან ცალკე დამტკიცებას.
იმ შემთხვევაში, როცა ემიტენტმა წარადგინა უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტი წინასწარი დამტკიცების გარეშე, მთლიანი დოკუმენტი, უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტის შესწორებების ჩათვლით, უნდა დაექვემდებაროს დამტკიცებას, იმ ფაქტის მიუხედავად, რომ ეს დოკუმენტები გაყოფილად რჩება.
უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტი, შესწორებული მე-9 მუხლის მე-7 ან მე-9 პუნქტის შესაბამისად, ფასიანი ქაღალდების დოკუმენტთან და რეზიუმესთან ერთად, უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებისთანავე წარმოადგენენ პროსპექტ