1. შემდეგ პირებს შეუძლიათ აირჩიონ გამარტივებული პროსპექტის შედგენა მეორადი ემისიების გამარტივებული გასაჯაროების რეჟიმით, საზოგადოებისთვის ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ან რეგულირებულ ბაზარზე ფასიანი ქაღალდების სავაჭროდ დაშვების შემთხვევაში:
ის ემიტენტები, რომელთა ფასიანი ქაღალდები დაშვებულია სავაჭროდ რეგულირებულ ბაზარზე ან მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მზარდ ბაზარზე უწყვეტად სულ მცირე 18 თვის განმავლობაში და რომლებიც უშვებენ იმ არსებული ფასიანი ქაღალდებით გასხვისებად ფასიან ქაღალდებს, რომლებიც ადრე იქნა გამოშვებული;
ის ემიტენტები, რომელთა წილობრივი ფასიანი ქაღალდები დაშვებულია სავაჭროდ რეგულირებულ ბაზარზე ან მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მზარდ ბაზარზე უწყვეტად, სულ მცირე, 18 თვის განმავლობაში და რომლებიც უშვებენ სასესხო ფასიან ქაღალდებს;
რეგულირებულ ბაზარზე ან მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მზარდ ბაზარზე უწყვეტად ბოლო 18 თვის განმავლობაში დაშვებული ფასიანი ქაღალდების ოფერენტები.
გამარტივებული პროსპექტი შედგება რეზიუმესგან მე-7 მუხლის შესაბამისად, კონკრეტული სარეგისტრაციო დოკუმენტისგან, რომელიც შეიძლება გამოიყენონ ამ აბზაცის პირველი ქვეაბზაცის ა, ბ და გ პუნქტებში მითითებულმა პირებმა, და კონკრეტული ფასიანი ქაღალდების დოკუმენტისგან, რომელიც შეიძლება გამოიყენონ ამ ქვეაბზაცის ა და გ პუნქტებში მითითებულმა პირებმა.
2. მე-6(1) მუხლიდან გამონაკლისის სახით, და მე-18(1) მუხლის შეუზღუდავად, გამარტივებული პროსპექტი უნდა შეიცავდეს იმ შესაბამის დამუშავებულ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რათა ინვესტორს მიეცეს შესაძ₾ლებლობა, გაიგოს:
ემიტენტის პროსპექტები და ემიტენტის და გარანტის ბიზნეს საქმიანობასა და ფინანსურ მდგომარეობაში მომხდარი ის მნიშვნელოვანი ცვლილებები (თუკი მათ ადგილი ჰქონდათ), რომლებიც მოხდა უკანასკნელი ფინანსური წლის დასრულების შემდეგ;
ფასიან ქაღალდებზე დართული უფლებები;
ემისიის მიზეზები და მისი გავლენა ემიტენტზე, მათ შორის, მისი კაპიტალის სტრუქტურაზე, და ამონაგების გამოყენება.
გამარტივებულ პროსპექტში შემავალი ინფორმაცია უნდა დაიწეროს და წარდგენილ იქნეს ადვილად გაანალიზებადი, ლაკონური და გასაგები ფორმით და მან ინვესტორებს უნდა მისცეს ინფორმირებული საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. მასში აგრეთვე უნდა გათვალისწინებულ იქნეს ის რეგულირებული ინფორმაცია, რომელიც უკვე გასაჯაროვდა დირექტივა 2004/109/EC-ის, საჭიროების შემთხვევაში, და რეგულაცია (EU) No 596/2014-ის მიხედვით.
3. კომისიამ 2019 წლის 21 იანვრისთვის უნდა მიიღოს დელეგირებული აქტები წინამდებარე რეგულაციის დამატების 44-ე მუხლის შესაბამისად, იმ ცხრილების შედგენით, რომლებშიც განსაზღვრულია ის დამუშავებული ინფორმაცია, რომელიც უნდა შეტანილ იქნეს პირვლე აბზაცში მითითებული გასაჯაროების გამარტივებული რეჟიმით.
ცხრილებში, კერძოდ, უნდა შევიდეს შემდეგი₾:
პროსპექტის დამტკიცებამდე 12 თვის განმავლობაში გამოქვეყნებული წლიური და ნახევარი წლის ფინანსური ინფორმაცია;
საჭიროების შემთხვევაში, მოგების პროგნოზირება და სავარაუდო მონაცემები;
პროსპექტის დამტკიცებამდე 12 თვის განმავლობაში რეგულაციით (EU) No 596/2014 გასაჯაროებული შესაბამისი ინფორმაციის მოკლე რეზიუმე;
რისკ ფაქტორები;
წილობრივი ფასიანი ქაღალდებისთვის, საბრუნავი კაპიტალის შესახებ ანგარიში, ანგარიში კაპიტალიზაციისა და დავალიანების შესახებ, ინტერესთა შესაბამისი კონფლიქტების და დაკავშირებული მხარის გარიგებების გასაჯაროება, მსხვილი აქციონერები და საჭიროების შემთხვევაში, ფინანსური ინფორმაციის პროფორმა.
დამუშავებული ინფორმაციის განსაზღვრისას, რომლის შეტანაც უნდა მოხდეს გამარტივებული გასაჯაროების რეჟიმით, კომისიამ უნდა გაითვალისწინოს კაპიტალის ბაზრებზე შემოწირულობების მოგროვების ხელშეწყობის საჭიროება და კაპიტალის ღირებულების შემცირების მნიშვნელობა. ემიტენტებზე ზედმეტი ტვირთის დაკისრების თავიდან ასაცილებლად, დამუშავებული ინფორმაციის განსაზღვრისას კომისიამ უნდა გაითვალისწინოს ის ინფორმაცია, რომლის გასაჯაროება ემიტენტს უკვე მოეთხოვება დირექტივა 2004/109/EC-ით, საჭიროების შემთხვევაში, და რეგულაცია (EU) No 596/2014-ით. კომისიამ აგრეთვე უნდა მოახდინოს დამუშავებული ინფორმაციის დაკალიბრება, რათა მან აქცენტი გააკეთოს იმ ინფორმაციაზე, რომელიც შესაბამისია მეორადი ემისიებისთვის და რომელიც არის თანაზომიერ