1. ინფორმაციის ჩართვა შეიძლება მოხდეს პროსპექტში მითითებით იმ შემთხვევაში, თუ ის ადრე ან ერთდროულად გამოქვეყნდა ელექტრონული ფორმით, შედგა იმ ენაზე, რომელიც აკმაყოფილებს 27-ე მუხლის მოთხოვნებს და იმ შემთხვევაში, როცა ის შედის ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტის შემადგენლობაში:
დოკუმენტები, რომლებიც დაამტკიცა უფლებამოსილმა ორგანომ ან რომლებიც ამავე ორგანოს წარედგინა წინამდებარე რეგულაციის ან დირექტივა 2003/71/EC-ის შესაბამისად;
დოკუმენტები, მითითებული 1(4)-ე მუხლის პუნქტებში ვ-ი და 1(5)-ე მუხლის პირველი ქვეაბზაცის პუნქტებში ე-თ და პუნქტში (კ)(v);
რეგულირებული ინფორმაცია;
წლიური და შუალედური ფინანსური ინფორმაცია;
აუდიტორული ანგარიშები და ფინანსური ანგარიშები;
ევროპარლამენტის და საბჭოს დირექტივა 2013/34/EU-ის მე-5 თავში მითითებული მმართველობის ანგარიშები[22];
დირექტივა 2013/34/EU-ის მე-20 მუხლში მითითებული კორპორატიული მმართველობის შესახებ ანგარიშები;
ანგარიშები აქტივის ან კომპანიის ღირებულების განსაზღვრის შესახებ;
ევროპარლამენტის და საბჭოს დირექტივა 2007/36/EC-ის მე-9ბ მუხლში მითითებული შრომის ანაზღაურების ანგარიშები[23];
წლიური ანგარიშები ან ინფორმაციის ნებისმიერი გასაჯაროება, რომელიც მოითხოვება ევროპარლამენტის და საბჭოს დირექტივა 2011/61/EU-ის 22-ე და 23-ე მუხლებით[24];
მემორანდუმი და სადამფუძნებლო დოკუმენტი.
ეს ინფორმაცია უნდა იყოს ემიტენტისთვის ყველაზე მისაწვდომი ყველაზე ბოლო ინფორმაცია.
იმ შემთხვევაში, როცა დოკუმენტის მხოლოდ გარკვეული ნაწილები ჩართულია მითითებით, პროსპექტში უნდა შეტანილ იქნეს განცხადება იმის შესახებ, რომ არჩართული ნაწილები ან არ არის ინვესტორის შესაბამისი ან არაა გათვალისწინებული პროსპექტის რომელიმე სხვა ნაწილში.
2. ინფორმაციის მითითებით ჩართვისას, ემიტენტებმა, ოფერენტებმა ან პირებმა, რომლებიც ითხოვენ რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას, უნდა უზრუნველყონ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა. კერძოდ, პროსპექტში უნდა წარმოდგენილ იქნეს ჯვარედინი მითითების ნუსხა, რათა ინვესტორებს მიეცეთ შესაძლებლობა, ადვილად მოახდინონ კონკრეტული ინფორმაციის იდენტიფიცირება, და პროსპექტი უნდა შეიცავდეს ჰიპერბმულებს ყველა იმ დოკუმენტზე, რომლებიც შეიცავენ ინფორმაციას, რომელიც ჩართულია მითითებით.
3. იმ შემთხვევაში, როცა ეს შესაძლებელია, უფლებამოსილი ორგანოსთვის წარდგენილი პროსპექტის პირველად ვერსიასთან ერთად, და ნებისმიერ შემთხვევაში, პროსპექტის განხილვის პროცესში, ემიტენტმა, ოფერენტმა ან პირმა, რომელიც ითხოვს რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას, საძიებო ელექტრონულ ფორმატში უნდა წარადგინოს ნებისმიერი ის ინფორმაცია, რომელიც ჩართულია მითითებით პროსპექტში, თუკი ეს ინფორმაცია უკვე არაა დამტკიცებული იმ უფლებამოსილი ორგანოს მიერ ან არაა გადაგზავნილი იმ უფლებამოსილი ორგანოსთვის, რომელიც ამტკიცებს პროსპექტს.
4. ESMA-ს უფლება აქვს ან იმ შემთხვევაში, როცა კომისია ასე მოითხოვს, უნდა შეიმუშაოს მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების წინასწარი ვერსია ამ მუხლის პირველ აბზაცში მოცემული დოკუმენტების ნუსხის განახლების მიზნით, ევროკავშირის კანონმდებლობით მოთხოვნილი იმ დამატებითი სახის დოკუმენტების შეტანით, რომლებიც უნდა წარედგინოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს ან რომელიც უნდა დაამტკიცოს ამავე ორგანომ.
კომისიას გადაეცემა ამ აბზაცის პირველ ქვეაბზაცში მითითებული მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების მიღების უფლებამოსილება, რეგულაციის (EU) No 1095/2010 მე-10-14 მუხლების შესაბამისად.
პროსპექტის დამტკიცებისა და გამოქვეყნების ღონისძიებე