1. პროსპექტი არ უნდა გამოქვეყნდეს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ მის ან მისი ყველა შემადგენელი ნაწილის მე-10 მუხლის შესაბამისად დამტკიცებამდე.
2. უფლებამოსილმა ორგანომ ემიტენტს, ოფერენტს ან იმ პირს, რომელიც ითხოვს რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას, უნდა აცნობოს თავისი იმ გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ეხება პროსპექტის დამტკიცებას პროსპექტის წინასწარი ვერსიის წარდგენიდან 10 სამუშაო დღეში.
იმ შემთხვევაში, როცა უფლებამოსილი ორგანო ვერ იღებს გადაწყვეტილებას პროსპექტის შესახებ ამ აბზაცის პირველ ქვეაბზაცში და მე-3 და მე-6 აბზაცებში მოცემულ ვადებში, ეს მიუღებლობა არ უნდა ჩაითვალოს განცხადების დამტკიცებად.
უფლებამოსილმა ორგანომ ESMA-ს უნდა აცნობოს პროსპექტის და მისი ნებისმიერი დანართის დამტკიცების შესახებ შეძლებისდაგვარად სწრაფად და ნებისმიერ შემთხვევაში, არაუგვიანეს ემიტენტის, ოფერენტის ან იმ პირისთვის, რომელიც რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას ითხოვს, ამ დამტკიცების შეტყობინების შემდეგ პირველი სამუშაო დღის დასრულებისა.
3. მე-2 აბზაცის პირველ ქვეაბზაცში მოცემული ვადა უნდა გაგრძელდეს 20 სამუშაო დღემდე იმ შემთხვევაში, როცა საზოგადოებისთვის შეთავაზება მოიცავს იმ ემიტენტის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებს, რომელსაც არ აქვს რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული რაიმე ფასიანი ქაღალდები და რომელსაც საზოგადოებისთვის ფასიანი ქაღალდები ადრე არ შეუთავაზებია.
20 სამუშაო დღის ვადა გამოიყენება მხოლოდ პროსპექტის წინასწარი ვერსიის თავდაპირველი წარდგენისთვის. იმ შემთხვევაში, როცა აუცილებელია შემდგომი წარდგენები მე-4 აბზაცის შესაბამისად, გამოიყენება მე-2 აბზაცის პირველ ქვეაბზაცში მოცემული ვადა.
4. იმ შემთხვევაში, როცა უფლებამოსილი ორგანო აღმოაჩენს, რომ პროსპექტის წინასწარი ვერსია არ აკმაყოფილებს სისრულის, ყოვლისმომცველობისა და სისტემურობის იმ სტანდარტებს, რომლებიც საჭიროა მის დასამტკიცებლად, ან/და საჭიროა ცვლილებები ან დამატებითი ინფორმაცია:
მან ამ ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ და არაუგვიანეს მე-2 აბზაცის პირველ ქვეაბზაცში მოცემული ვადისა უნდა აცნობოს ემიტენტს, ოფერენტს ან იმ პირს, რომელიც რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ არის დაშვებული, ან მოცემული შემთხვევიდან გამომდინარე, იმ ვადაში, რომელიც გამოიანგარიშება პროსპექტის წინასწარი ვერსიის ან/და დამატებითი ინფორმაციის წარდგენიდან; და
მან მკაფიოდ უნდა განსაზღვროს ის ცვლილებები ან დამატებითი ინფორმაცია, რომელიც საჭიროა.
ამ შემთხვევებში, მე-2 აბზაცის პირველ ქვეაბზაცში მოცემული ვადა შემდეგ გამოიყენება მხოლოდ იმ თარიღიდან, როცა პროსპექტის შესწორებული წინასწარი ვერსია ან მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაცია წარედგინება უფლებამოსილ ორგანოს.
5. იმ შემთხვევაში, როცა ემიტენტს, ოფერენტს ან იმ პირს, რომელიც ითხოვს რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას, არ შეუძლია ან არ სურს აუცილებელი ცვლილებების შეტანა ან მე-4 აბზაცის მიხედვით მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციის მიწოდება, უფლებამოსილ ორგანოს აქვს უფლება, უარი თქვას პროსპექტის დამტკიცებაზე და გააუქმოს განხილვის პროცესი. ამ შემთხვევაში, უფლებამოსილმა ორგანომ უნდა აცნობოს ემიტენტს, ოფერენტს ან იმ პირს, რომელიც ითხოვს რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას, თავისი გადაწყვეტილების შესახებ და მიუთითოს ამ უარის მიზეზები.
6. მე-2 და მე-4 აბზაცებიდან გამონაკლისის სახით, მე-2 აბზაცის პირველ ქვეაბზაცში და მე-4 აბზაცში მოცემული ვადები უნდა შემცირდეს ხუთ სამუშაო დღემდე იმ პროსპექტისთვის, რომელიც შედგება მე-9(11) მუხლში მითითებული ხშირი ემიტენტების, მათ შორის, იმ ხშირი ემიტენტების მიერ შედგენილი ცალკეული დოკუმენტებისგან, რომლებიც იყენებენ 26-ე მუხლით გათვალისწინებულ შეტყობინების წესს. ხშირმა ემიტენტმა უნდა შეატყობინოს უფლებამოსილ ორგანოს თანხმობის შესახებ განცხადების წარდგენისთვის გათვალისწინებულ თარიღამდე სულ მცირე ხუთი სამუშაო დღით ადრე.
ხშირმა ემიტენტმა უფლებამოსილ ორგანოს უნდა გადაუგზავნოს განცხადება, რომელიც შეიცავს უნივერსალურ სარეგისტრაციო დოკუმენტში აუცილებელ ცვლილებებს, საჭიროების შემთხვევაში, ფასიანი ქაღალდების დოკუმენტს და დასამტკიცებლად წარდგენილ რეზიუმეს.
7. უფლებამოსილმა ორგანოებმა თავის ვებ-გვერდებზე უნდა განათავსონ მეთოდური რეკომენდაციები დეტალური შესწავლისა და დამტკიცების პროცესის შესახებ, რათა ხელი შეუწყონ პროსპექტების ეფექტიან და დროულ დამტკიცებას. ეს მეთოდური რეკომენდაციები უნდა მოიცავდეს საკონტაქტო ინფორმაციას დამტკიცების მიზნებისთვის. ემიტენტს, ოფერენტს, პირს, რომელიც ითხოვს რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას ან პირს, რომელიც პასუხისმგებელია პროსპექტის შედგებაზე, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, პირდაპირი კომუნიკაცია და ურთიერთქმედება ჰქონდეს უფლებამოსილი ორგანოს პერსონალთან პროსპექტის დამტკიცების მთელი პროცესის განმავლობაში.
8. ემიტენტის, ოფერენტის ან იმ პირის თხოვნით, რომელიც ითხოვს რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას, რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, პროსპექტის დამტკიცება გადასცეს სხვა წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს, ESMA-სთვის წინასწარი შეტყობინებით და ამ უფლებამოსილი ორგანოს თანხმობით. რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანომ წარდგენილი დოკუმენტაცია, გადაცემის შესახებ თავის გადაწყვეტილებასთან ერთად, ელექტრონული ფორმით უნდა გადაუგზავნოს მეორე წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს თავისი გადაწყვეტილების დღეს. ამ გადაცემის შესახებ უნდა ეცნობოს ემიტენტს, ოფერენტს ან პირს, რომელიც ითხოვს რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას, რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თარიღიდან სამ სამუშაო დღეში. მე-2 აბზაცის პირველ ქვეაბზაცში და მე-3 ქვეაბზაცში მოცემული ვადები გამოიყენება იმ თარიღიდან, როცა რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება. რეგულაცია (EU) No 1095/2010-ის 28(4)-ე მუხლი არ ვრცელდება პროსპექტის დამტკიცების გადაცემაზე ამ აბზაცის შესაბამისად. დამტკიცების გადაცემის დასრულებისას, ის უფლებამოსილი ორგანო, რომელსაც გადაეცა პროსპექტის დამტკიცება, უნდა ჩაითვალოს რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოდ ამ პროსპექტისთვის, წინამდებარე რეგულაციის მიზნებისთვის.
9. წინამდებარე რეგულაცია გავლენას არ ახდენს უფლებამოსილი ორგანოს ვალდებულებაზე, რომლის რეგულირებაც გრძელდება მხოლოდ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით.
წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მათი ეროვნული დებულებები უფლებამოსილი ორგანოების პასუხისმგებლობის შესახებ გავრცელდეს მხოლოდ მათი უფლებამოსილი ორგანოს მიერ პროსპექტების დამტკიცებებზე.
10. რეგისტრაციის უფლებამოსილი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ პროსპექტების, იმ დოკუმენტების დამტკიცებისთვის დაწესებული გადასახადების დონე, რომლებიც განკუთვნილია, რომ გახდნენ პროსპექტების შემადგენელი ნაწილები მე-10 მუხლის შესაბამისად, ან პროსპექტების დამატებების დასამტკიცებლად, აგრეთვე, უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტების, მათი შესწორებების და საბოლოო პირობების წარდგენისთვის, უნდა იყოს გონივრული და თანაზომიერი და უნდა გასაჯაროვდეს, სულ მცირე, უფლებამოსილი ორგანოს ვებ-გვერდზე.
11. კომისიამ 2019 წლის 21 იანვრისთვის უნდა მიიღოს დელეგირებული აქტები 44-ე მუხლის შესაბამისად წინამდებარე რეგულაციის შესავსებად, პროსპექტების დეტალური შესწავლის, კერძოდ, მასში მოცემული ინფორმაციის სისრულის, გასაგებობისა და სისტემურობის კრიტერიუმების, და პროსპექტის დამტკიცების პროცედურების განსაზღვრით.
12. ESMA-მ უნდა გამოიყენოს რეგულაცია (EU) No 1095/2010-ით განსაზღვრული თავისი უფლებამოსილებები უფლებამოსილი ორგანოების დეტალური შესწავლისა და დამტკიცების პროცესებთან დაკავშირებით საზედამხედველო კონვერგენციის ხელშესაწყობად, პროსპექტში შემავალი ინფორმაციის სისრულის, გასაგებობისა და სისტემურობის შეფასებისას. ამ მიზნით, ESMA-მ უნდა შეიმუშაოს ის მეთოდური რეკომენდაციები, რომლებიც ეხება უფლებამოსილი ორგანოებს პროსპექტებთან დაკავშირებით ზედამხედველობისა და აღსრულების შესახებ, რაც მოიცავს წინამდებარე რეგულაციის მოთხოვნებისა და ამავე რეგულაციის მიხედვით მიღებული ნებისმიერი დელეგირებული და განმახორციელებელი აქტების შესრულების შესწავლას. კერძოდ, ESMA-მ ხელი უნდა შეუწყოს კონვერგენციას უფლებამოსილი ორგანოს მიერ პროსპექტში მოცემული ინფორმაციის დეტალური შესწავლის ეფექტიანობას, მეთოდებსა და დროის განრიგთან დაკავშირებით, კერძოდ, მე-13 მუხლის შესაბამისად კოლეგა ექსპერტების შეფასებების გამოყენებით.
13. რეგულაცია (EU) No 1095/2010-ის 30-ე მუხლის შეუზღუდავად, ESMA-მ უნდა ორგანიზება გაუკეთოს და განახორციელოს, სულ მცირე, უფლებამოსილი ორგანოების დეტალური შესწავლისა და დამტკიცების პროცედურების ექსპერტთა ერთი შეფასება, მათ შორის, უფლებამოსილ ორგანოებს შორის დამტკიცების შეტყობინებებისა. ექსპერტთა შეფასებამ აგრეთვე უნდა შეაფასოს განსხვავებული მიდგომების ზემოქმედება უფლებამოსილი ორგანოების მიერ დეტალურ შესწავლასა და დამტკიცებასთან დაკავშირებით ემიტენტების მიერ ევროკავშირში კაპიტალის მობილიზების შესაძლებლობაზე. ანგარიში ექსპერტთა შეფასების შესახებ უნდა გამოქვეყნდეს 2022 წლის 21 ივლისისთვის. ექსპერტთა შეფასების კონტექსტში, ESMA-მა უნდა გაითვალისწინოს ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების აქციონერთა ჯგუფის მოსაზრებები ან რჩევა, მითითებული რეგულაცია (EU) No 1095/2010-ის 37-ე მუხლშ