1. კომისიამ უნდა მიიღოს დელეგირებული აქტები 44-ე მუხლის შესაბამისად, წინამდებარე რეგულაციის შესავსებად პროსპექტის, ემისიის წინასწარი პროსპექტის ფორმატთან და საბოლოო პირობებთან დაკავშირებით და ის ცხრილები, რომლებშიც განსაზღვრულია პროსპექტში შესატანილი კონკრეტული ინფორმაცია, მათ შორის, იურიდიული პირის საერთაშორისო საიდენტიფიკაციო კოდები და ფასიანი ქაღალდების საიდენტიფიკაციო საერთაშორისო კოდები, და ინფორმაციის დუბლირების თავიდან აცილებით, როცა პროსპექტი ცალკე დოკუმენტებისგან შედგება.
კერძოდ, პროსპექტის სხვადასხვა ცხრილების განსაზღვრისას, უნდა გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი:
ის სხვადასხვა სახის ინფორმაცია, რომელიც საჭიროა ინვესტორების იერ წილობრივ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით, სასესხო ფასიან ქაღალდებთან შედარებით; სისტემური მიდგომა უნდა იქნეს გამოყენებული იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მოითხოვება პროსპექტში იმ ფასიანი ქაღალდებისთვის, რომლებსაც აქვთ მსგავსი ეკონომიკური დასაბუთება, კერძოდ, ფასიანი ქაღალდები;
სასესხო ფასიანი ქაღალდების რეგულირებულ ბაზარზე შეთავაზებებისა და სავაჭროდ დაშვებების სხვადასხვა სახეობები და მახასიათებლები;
ემისიის წინასწარ პროსპექტებში გამოყენებული ფორმატი და მოთხოვნილი ინფორმაცია სასესხო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით, მ.შ. ნებისმიერი ფორმის გარანტიები;
საჭიროების შემთხვევაში- ემიტენტის საზოგადოებრივი ხასიათი;
საჭიროების შემთხვევაში- ემიტენტის საქმიანობების კონკრეტული ხასიათი.
მეორე ქვეაბზაცის ბ პუნქტის მიზნებისთვის, პროსპექტის სხვადასხვა ცხრილების შედგენისას, კომისიამ უნდა შეადგინოს ინფორმაციის კონკრეტული მოთხოვნები პროსპექტებისთვის, რომლებიც უკავშირდება იმ სასესხო ფასიანი ქაღალდების რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას:
რომლებითაც ვაჭრობა ხდება მხოლოდ რეგულირებულ ბაზარზე ან მის კონკრეტულ სეგმენტზე, რომელზეც წვდომა მხოლოდ კვალიფიციურ ინვესტორებს შეიძლება ჰქონდეთ ამ ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის მიზნებისთვის; ან
ქაღალდების დენომინაცია ერთეულ ფასიან ქაღალდზე არის, სულ მცირე, 100 000 ევრო.
ინფორმაციასთან დაკავშირებული ეს მოთხოვნები უნდა იყოს სათანადო, შესაბამისი ინვესტორების საინფორმაციო მოთხოვნების გათვალისწინებით.
2. კომისიამ 2019 წლის 21 იანვრისთვის უნდა მიიღოს დელეგირებული აქტები წინამდებარე რეგულაციის დამატების 44-ე მუხლის შესაბამისად, იმ ცხრილის შედგენით, რომელშიც განსაზღვრულია უნივერსალურ სარეგისტრაციო დოკუმენტში შესატანი მინიმალური ინფორმაცია.
ამ ცხრილმა უნდა უზრუნველყოს, რომ უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტაცია შეიცავდეს ყველა აუცილებელ ინფორმაციას ემიტენტის შესახებ, რათა შესაძლებელი იყოს ერთი და იგივე უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტაციის თანაბრად გამოყენება საზოგადოებისთვის შემდგომი შეთავაზებისთვის ან წილობრივი ფასიანი ქაღალდების ან სასესხო ფასიანი ქაღალდების რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებისთვის. ფინანსურ ინფორმაციასთან, ოპერაციული საქმიანობისა და ფინანსურ მიმოხილვასთან და პროსპექტებთან და კორპორატიულ მმართველობასთან დაკავშირებით უნდა მოხდეს ამ ინფორმაციის მაქსიმალური ჰარმონიზაცია ის ინფორმაციასთან, რომლის გამჟღავნება მოითხოვება დირექტივა 2004/109/EC-ის მე-4 და მე-5 მუხლებში მითითებულ წლიურ და ნახევარი წლის ფინანსურ ანგარიშებში, მათ შორის, მართვის შესახებ ანგარიში და კორპორატიული მმართველობის შესახებ განცხადება.
3. პირველ და მეორე აბზაცებში მითითებული დელეგირებული აქტები უნდა დაემყაროს ფინანსური და არაფინანსური ინფორმაციის სფეროში არსებულ სტანდარტებს, რომლებიც განსაზღვრულია ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძოდ, ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციის (IOSCO) მიერ, და წინამდებარე რეგულაციის დანართებს I, II და II