1. სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობის განხორციელება ეროვნული ბანკის თანხმობის გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას:
ა) იურიდიული პირის შემთხვევაში – 20 000 (ოცი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.1620%-ს შორის უდიდესი ოდენობით;
ბ) ბანკის შემთხვევაში - 20 000 (ოცი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0017%-ს შორის უდიდესი ოდენობით.
2. კანონმდებლობით დადგენილი სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს სპეციალიზებული დეპოზიტარის დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე:
ა) იურიდიული პირის შემთხვევაში – 7 000 (შვიდი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0570%-ს შორის უდიდესი ოდენობით;
ბ) ბანკის შემთხვევაში – 7 000 (შვიდი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0006%-ს შორის უდიდესი ოდენობი