1. ანგარიშგების ფორმა №4-ში, რეზიდენტობის მიხედვით, აისახება ინფორმაცია მხოლოდ იმ კლიენტების შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდში განახორციელეს ოპერაციები.
2. ანგარიშგების ფორმა №4 მოიცავს კლიენტების რაოდენობრივ მაჩვენებელს და მათ მიერ/მათ სასარგებლოდ განხორციელებული ოპერაციების რაოდენობისა და მოცულობის შესახებ ინფორმაციას. ანგარიშგების ფორმა №4 ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ კლიენტების შესახებ, რომლებიც საანგარიშო პერიოდში გავიდნენ საკრედიტო კავშირის წევრობიდან.
3. ანგარიშგების ფორმა №4-ში, ველში „ქვეყნები/ტერიტორიები, რომლებიც არ არის გამოყოფილი“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია კლიენტების შესახებ, რომელთა რეგისტრაციის ქვეყნები/ტერიტორიები არ არის მოცემული ფორმაში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით).
4. ანგარიშგების ფორმა №4-ში, შესაბამის სვეტში, ცალკე აისახება რეზიდენტობის მიხედვით კლიენტების შესახებ ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, განხორციელდა თუ არა მათ მიერ ოპერაცია საანგარიშო პერიოდში, მათ შორის, აისახება ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდში შეწყვიტეს საქმიანი ურთიერთობა საკრედიტო კავშირთა