1. ანგარიშგების ფორმა №2 შედგება ფაქტორებისა და ქვეფატორებისგან. რისკის დონეების და სხვა მახასიათებლების მიხედვით ფორმა №2-ში უნდა აისახოს კლიენტთა რაოდენობისა და მათ მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ოპერაციების მოცულობის შესახებ ინფორმაცია.
2. ანგარიშგების ფორმა №2-ის შევსების მიზნით, საკრედიტო კავშირმა უნდა უზრუნველყოს კლიენტთა კლასიფიკაცია რისკის დონეების მიხედვით.
3. ანგარიშგების ფორმა №2 მოიცავს კლიენტთა რაოდენობრივ მაჩვენებელს, მათ შორის, იმ პირების შესახებ ინფორმაციას, რომელთაც საანგარიშო პერიოდში არ განუხორციელებიათ ოპერაცია ან/და საანგარიშო პერიოდში გავიდნენ საკრედიტო კავშირის წევრობიდან.
4. ანგარიშგების ფორმა №2-ში, სვეტში „სულ პირების რაოდენობა“ აისახება ინფორმაცია საანგარიშო პერიოდში საკრედიტო კავშირთან საქმიან ურთიერთობაში მყოფი ყველა კლიენტის შესახებ.
5. ანგარიშგების ფორმა №2-ში, სვეტში „პირების რაოდენობა“ აისახება ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდში განახორციელეს ოპერაციებ