1. ანგარიშგების ფორმა №7-ში აისახება ინფორმაცია საკრედიტო კავშირის მიერ იურიდიული და ფიზიკური პირების მიმართ (გარდა პარტნიორებისა) არსებული სასესხო ვალდებულებების და საკრედიტო კავშირის მიერ განხორციელებული ინვესტიციების შესახებ.

2. ანგარიშგების ფორმა №7-ში აისახება მხოლოდ იმ კრედიტორი ფიზიკური/იურიდიული პირების შესახებ ინფორმაცია, რომელთაგან საანგარიშო პერიოდში აღებულ იქნა 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ან უცხოურ ვალუტაში მისი ეკვივალენტის ტოლი ან მეტი ოდენობის სასესხო ვალდებულება.

3. ანგარიშგების ფორმა №7-ში აისახება „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული, საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ინვესტიციების შესახებ ინფორმაცია, გარდა სახაზინო ვალდებულებებში სახსრების ინვესტირებისა.

4. ანგარიშგების ფორმა №7-ში მითითებული რეზიდენტობის ქვეყნის დასახელება/კოდი უნდა იყოს ანგარიშგების შესაბამისი ფორმებით დადგენილი ქვეყნების სიაში მოცემული დასახელების/კოდის იდენტურ