1. ანგარიშგების ფორმა №12-ში აისახება ეროვნული ბანკის როგორც ადგილზე შემოწმების, ასევე დისტანციური ზედამხედველობის განხორციელების შედეგად განსაზღვრული რეკომენდაციები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მათი შესრულების მდგომარეობა.
2. ანგარიშგების ფორმა №12-ში უნდა აისახოს თითოეული რეკომენდაცია, მათი შესრულებისთვის დადგენილი ვადები, შესრულების მდგომარეობა, გატარებული ზომები და შესრულების თარიღი.
3. თითოეული რეკომენდაციის შესრულების მიზნით, ანგარიშგების ფორმა №12-ში აღწერილი გატარებული ზომების შესახებ ინფორმაცია გარკვევით უნდა ასახავდეს საკრედიტო კავშირის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებ