1. ანგარიშგების ფორმა №9 მოიცავს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, საეჭვო სტატუსით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი თითოეული ანგარიშგების შესახებ ინფორმაციას.
2. საკრედიტო კავშირმა, ანგარიშგების ფორმა №9-ის შევსების მიზნით, უნდა უზრუნველყოს საეჭვო სტატუსით გაგზავნილ ანგარიშგებებში მოცემული ინფორმაციის დახარისხება გარიგების მონაწილე კლიენტების რეზიდენტობისა და გარიგების სტატუსის („ტერორიზმის დაფინანსება“, „სხვა“) მიხედვით.
3. იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშგების ფორმა №9-ში, სტატუსის სვეტში მონიშნულია „სხვა“, დამატებით ინფორმაციაში უნდა აღირიცხოს ამ სტატუსის მინიჭების საფუძველი, ამასთან, მონაცემები უნდა აღირიცხოს ცალ-ცალკე ველებში, საფუძვლების შესაბამისა