1. ანგარიშგების ფორმა №12 მოიცავს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, საეჭვო სტატუსით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი თითოეული ანგარიშგების შესახებ ინფორმაციას.
2. სგს-მა ანგარიშგების ფორმა №12-ის შევსების მიზნით, უნდა უზრუნველყოს საეჭვო სტატუსით გაგზავნილ ანგარიშგებებში მოცემული ინფორმაციის დახარისხება გარიგების/ოპერაციის მონაწილე კლიენტების რეზიდენტობისა და გარიგების/ოპერაციის სტატუსის („ტერორიზმის დაფინანსება,“ „სხვა“) მიხედვით.
3. იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშგების ფორმა №12-ში სტატუსის სვეტში მონიშნულია „სხვა“, დამატებით ინფორმაციაში უნდა აღირიცხოს ამ სტატუსის მინიჭების საფუძველ