1. ანგარიშგების ფორმა №10 შედგება ფაქტორებისა და ქვეფაქტორებისგან. რისკის დონეებისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით ფორმაში უნდა აისახოს მხოლოდ იმ კლიენტთა შესახებ ინფორმაცია, რომლებმაც საანგარიშო პერიოდში განახორციელეს სგს-სგან ძვირფასი ლითონების ან/და თვლების შეძენა.
2. ანგარიშგების ფორმა №10-ში აისახება ინფორმაცია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კლიენტების რაოდენობისა და მათ მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ისეთი ოპერაციების შესახებ, რომელთა მოცულობა ერთჯერადი ოპერაციების ან/და საანგარიშო პერიოდში ერთი კლიენტის მიერ დადებულ ოპერაციათა ერთობლიობის შემთხვევაში აღემატება 15 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში.
3. ანგარიშგების ფორმის შევსების მიზნით, სგს-მა უნდა უზრუნველყოს კლიენტთა კლასიფიკაცია რისკის დონეების მიხედვი