1. ანგარიშგების ფორმა №5-ში, რეზიდენტობის მიხედვით, აისახება ინფორმაცია მხოლოდ იმ კლიენტების შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდში განახორციელეს ოპერაციები.

2. ანგარიშგების ფორმა №5 მოიცავს კლიენტების რაოდენობრივ მაჩვენებელს და მათ მიერ/მათ სასარგებლოდ განხორციელებული ოპერაციების რაოდენობისა და მოცულობის შესახებ ინფორმაციას. ანგარიშგების ფორმა №5 ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა შეწყდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.

3. ანგარიშგების ფორმა №5-ში, ველებში „სულ ფიზიკური პირების რაოდენობა“ და „სულ იურიდიული პირების რაოდენობა“ აისახება რეზიდენტობის მიხედვით იმ კლიენტების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საქმიან ურთიერთობაში იმყოფებიან სგს-თან, მიუხედავად იმისა, განხორციელდა თუ არა მათ მიერ ოპერაცია საანგარიშო პერიოდში. ანგარიშგების ფორმა №5-ში ასევე აისახება ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდში შეწყვიტეს საქმიანი ურთიერთობა სგს-თან.

4. ანგარიშგების ფორმის შესაბამის ველებში „სესხის გაცემა“, „იურიდიული პირების რაოდენობა“, „ფიზიკური პირების რაოდენობა“, პორტირებული კლიენტების შესახებ ინფორმაცია“ აისახება იმ შემთხვევაში, თუ საანგარიშო პერიოდში, პორტირებულმა კლიენტმა უშუალოდ სგს-სგან აიღო სესხი. ხოლო ველები „სულ ფიზიკური პირების რაოდენობა“ და „სულ იურიდიული პირების რაოდენობა“ მოიცავს ინფორმაციას პორტირებული კლიენტების რაოდენობრივი მაჩვენებლის შესახებ, მიუხედავად იმისა, განახორციელეს თუ არა საანგარიშო პერიოდში პორტირებულმა კლიენტებმა ოპერაციები.

5. ველში „სხვა“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია პირთა შესახებ, რომელთა რეგისტრაციის ქვეყნები/ტერიტორიები არ არის მოცემული ანგარიშგების ფორმა №5-ში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით